2026 წლის თმის ვარცხნილობები თამამი და მრავალფეროვანი იქნება, წლის მთავარი ტენდენციაა ბუნებრივი სილუეტის შექმნა, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს მასზე შრომა არ გაგიწევიათ.
წარსულს ჩაბარდა თმის ხელოვნური ბზინვარება და საგულდაგულო ვარცხნილობა, რაც ახლა უკვე ანტიტრენდად ითვლება.
პიქსი

ეს მინიმალისტური ვარცხნილობა, მოწესრიგებულად შეჭრილი გვერდებით და ზედა ნაწილში თანდათანობითი დაგრძელებით, იერსახეს გამოკვეთილობას და ხასიათს მატებს. ის ხაზს უსვამს ლოყებს და სახის ნაკვთებს. პიქსი თანაბრად კარგად გამოიყურება როგორც სწორ, ასევე ტალღოვან თმაზე.
მოკლე ბობი

2026 წელს მოკლე ბობი მოთხოვნადი ვარცხნილობაა. ახლა ის უფრო ბუნებრივად გამოიყურება: სტილისტები შორდებიან მკაცრ გეომეტრიულ ხაზებს, ჭრის ხაზი კისერთან უფრო ახლოს გადააქვთ და ღერებს შორის გლუვ გადასვლებს ქმნიან.
2026 წლის ვარცხნილობის ტენდენციები სულ უფრო ბუნებრივი და მარტივია, ხოლო ბობი იდეალურად ერგება ამ ესთეტიკას. ის ხაზს უსვამს სახის ნაკვთებს, ვიზუალურად აგრძელებს კისერს და ქმნის დახვეწილ იერს.
გარსონი

გარსონის სტილი მამაკაცური სილუეტითაა შთაგონებული, ის ელეგანტურად გამოიყურება. გარსონს ახასიათებს მოკლე კეფა, გლუვი შერწყმა საფეთქლებზე და რბილი ტექსტურა თავის არეში. ფრთხილი ფორმა საშუალებას აძლევს თმას ბუნებრივად ჩამოცვივდეს.
ვარცხნილობა ხაზს უსვამს სახის ნაკვთებს (განსაკუთრებით თვალებსა და ლოყებს და მზერის გამომსახველობას) და იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს მინიმალიზმი და არ სურს დროის დახარჯვა ვარცხნილობაზე.
სწორი შეჭრა
სწორი შეჭრა 2026 წლის ყველაზე მოდურ ვარცხნილობად მიიჩნევა, ის იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს სუფთა ხაზები და მკაფიო ფორმა. თმა იჭრება ერთი ჰორიზონტალური ხაზის გასწვრივ, საფეხურებისა და გადასვლების გარეშე, რაც გრძელ ღერებს უფრო სქელს და მოვლილს ხდის, ხოლო ბოლოები თანაბარია, თითქოს პროფესიონალურად ლამინირებულია.

უბრალოდ გაიშრეთ თმა ფენით ან გააშრეთ ჰაერზე, ღერები ბუნებრივად ჯდება თავის ადგილზე, რაც ქმნის სალონური სტილის ეფექტს უთოთი გასწორების გარეშე. ეს ფორმა განსაკუთრებით ლამაზია სწორ და გლუვ თმაზე, ის მინიმალისტური, ელეგანტური და ტრენდულია.
U-ფორმის კასკადი

U-ფორმის ვარცხნილობა ელეგანტურია, ის ადვილად ამოსაცნობია ბოლოებში რბილი მრუდით, რაც ქმნის ჰარმონიულ სილუეტს და ვიზუალურად მატებს თმას მოცულობას. ეს ვარიანტი სტილისტისგან რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს, რადგან სიგრძე შენარჩუნებულია, მაგრამ მოწესრიგებული კონტური ვარცხნილობას დახვეწილს და ნათელს ხდის.
პეპელა

ეს მსუბუქი, მოცულობითი და ამავდროულად წარმოუდგენლად ბუნებრივი ვარცხნილობაა, მისი შეჭრის პრინციპი მარტივია: ზედა ფენები მოკლედ იჭრება, დაახლოებით ნიკაპის დონემდე, შუა ფენები მხრებამდე აღწევს, ხოლო ქვედა ფენები გრძელდება. ეს მრავალშრიანი კასკადი თმას მოძრაობისას „გახსნილს“ ხდის, რაც პეპლის ფრთებს მოგვაგონებს.
გრძელი ბობი
კარგად გააზრებული გეომეტრიის წყალობით, ბობი ქმნის ჰარმონიულ სილუეტს, რომელსაც სტილისტები სხვადასხვა სახის ფორმებს ადაპტირებენ გრადუაციისა და ტექსტურის მეშვეობით.

ბოლოები იჭრება მოცულობის შესაქმნელად, ხოლო დახვეწილი ტალღა ან იდეალურად სწორი ხაზები თანაბრად შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს ვარცხნილობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს საშუალო სიგრძის შენარჩუნება, მაგრამ ამავე დროს ცოცხალი და დინამიური იერსახის შექმნა.
საშუალო ზომის შაგი
მიუხედავად იმისა, რომ შაგი ოდესღაც ასოცირდებოდა მეამბოხეობასთან, 2026 წელს ის ძალიან ნაზად გამოიყურება. თმის ფენები თანაბრად არის განლაგებული, გადასვლები რბილია და ტექსტურაც ბუნებრივია.

სქელი თმა უფრო მსუბუქია, ხოლო თხელი თმა ძირებში მოცულობას იძენს. მსუბუქად გაიშრეთ ღერები ფენით, სახისგან მოშორებით და შეჭრა ბუნებრივად მიიღებს სასურველ ფორმას.
შეჭრილი თმა განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურება რბილი შეღებვით - გაცვეთილი ბოლოები, თბილი გადასვლები ან დახვეწილი მელირება ხაზს გაუსვამს ფენებს და შემატებს სინაზეს.
რბილი კასკადი
ეს სტილი აერთიანებს კლასიკური კასკადის სიმარტივეს მოწესრიგებულ სტრუქტურასთან: სიგრძე შენარჩუნებულია, ხოლო თმა ბუნებრივი, ღერები იშლება ფენებად მკვეთრი გადასვლების გარეშე, რაც ქმნის მოცულობის ეფექტს.

ვარცცხნილობა ხაზს უსვამს სახის ფორმას, მატებს მოცულობას და აცოცხლებს თმას. უხდება როგორც ოვალურ, ისე მრგვალ და წაგრძელებულ სახეს და სტილის მრავალ შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ბოლოების ნაზად დახვევით ან თითებით ღერების აბურდვით, შეგიძლიათ შექმნათ სრულიად ახალი იერი სიგრძის რადიკალურად შეცვლის გარეშე.
სწორი წინამო
სწორი წინამო ისევ მოდაშია, მაგრამ ახლა ის უფრო ნაზი და ბუნებრივია. წარბებს ზემოთ მოკლე წინამო სახეს გამოკვეთილ იერს სძენს.
ეს ვარცხნილობა ყველასთვის არ არის:

ის სწორ თმაზე იდეალურად გამოიყურება, ხოლო ხვეულ ან ტალღოვან თმაზე სწრაფად კარგავს ფორმას.
თმის ფერიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ღია ფერებში ვარცხნილობა უფრო რბილი ჩანს, ხოლო მუქ ფერებში - უფრო გამოკვეთილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი სახის ფორმა, თმის ტექსტურა და ფერი.
ფარდისებრი წინამო
ის შუაში არის გაყოფილი და ბუნებრივად ერწყმის თმის სიგრძეს. პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ეს თითქმის ყველას უხდება:

ფარდის ეფექტი არბილებს სახის ნაკვთებს, თვალებს უფრო გამომსახველს ხდის და დახვეწილად უსვამს ხაზს ოვალურ ფორმას. ის არ საჭიროებს რთულ ვარცხნილობას - რომანტიკული და ბუნებრივი იერსახისთვის, უბრალოდ მსუბუქად დაივარცხნეთ ხელებით ან ფენით.
თაღოვანი წინამო

ის ნაზად, ბუნებრივად და ტრენდულად გამოიყურება. ვარცხნილობა მიჰყვება წარბების მრუდს და ეშვება საფეთქლებისკენ. ეს სტილი არბილებს ნაკვთებს და შთამბეჭდავად გამოიყურება როგორც სწორი, ასევე ტალღოვანი თმით, ის უხდება სხვადასხვა სახის ფორმას და ყველა ასაკის ქალბატონს.
თემები: ტრენდული ვარცხნილობა