LIFE

რას ვერ პატიობს ებიგეილი მამას? – ენტონი ჰოპკინსის სკანდალური აღსარება შვილზე, რომელიც 50 წლის წინ მიატოვა

რას ვერ პატიობს ებიგეილი მამას? – ენტონი ჰოპკინსის სკანდალური აღსარება შვილზე, რომელიც 50 წლის წინ მიატოვა

მსოფლიო კინოს ლეგენდამ, 88 წლის ენტონი ჰოპკინსმა, საზოგადოება მორიგი „აღიარებით“ შოკში ჩააგდო. თუმცა, ამჯერად საუბარი არა მის გენიალურ როლებზე, არამედ საკუთარ ქალიშვილზეა, რომელსაც მსახიობი უკვე ნახევარი საუკუნეა არ ელაპარაკება. ინტერვიუში, რომელიც მან The New York Times-ის ჟურნალისტს, დევიდ მარჩიზს მისცა, ჰოპკინსმა სცადა აეხსნა, რატომ არის ქალიშვილთან ურთიერთობა დახურული, მისმა სიტყვებმა სოციალურ ქსელებში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია

„ჩვენ არ ვართ იდეალურები“ – მამის ცივი ფილოსოფია

ჰოპკინსმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისმა მეუღლემ ებიგეილს მოსაწვევიც კი გაუგზავნა სტუმრად მოსასვლელად, თუმცა პასუხად ერთი სიტყვაც არ მიუღიათ.


„ვიფიქრე: კარგი, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ-მეთქი. მე აღარ ვაპირებ ამაზე ენერგიის ხარჯვას. თუ გსურს, 50 ან 58 წლის შემდეგ ისევ წყენასა და ბრაზში იცხოვრო - ინებე. ეს არ არის ცხოვრება, ეს სიკვდილია. უნდა შეგეძლოს ყველაფრის გაშვება,“ - აცხადებს მსახიობი.

სწორედ ამ მიდგომამ აღაშფოთა მაყურებელი. ბევრმა ჰოპკინსი ფსიქოლოგიური მანიპულაციაში დაადანაშაულა. მომხმარებლები წერენ, რომ მსახიობი საკუთარ პასუხისმგებლობას - შვილის მიტოვებას - შვილის „ხასიათის პრობლემად“ და „გაჯიუტებად“ წარმოაჩენს.

რას ვერ პატიობს ებიგეილი? – სიმართლე, რომელიც ინტერვიუს მიღმა დარჩა

ებიგეილი 1968 წელს დაიბადა, როდესაც ჰოპკინსი მსახიობ Petronella Barker-ზე იყო დაქორწინებული. მათი ქორწინება სულ რაღაც 6 წელი გაგრძელდა. ჰოპკინსი თავად აღიარებს, რომ ეს კავშირი წარუმატებელი იყო და განქორწინების შემდეგ შვილთან კონტაქტი ფაქტობრივად გაწყვიტა.

რამ გატეხა ებიგეილი?

  1. ებიგეილი იხსენებს, რომ მამას წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხედავდა. „ის არასდროს ყოფილა ჩემთან ახლოს და არასდროს გვისაუბრია სერიოზულ თემებზე,“ - ამბობდა ის ჯერ კიდევ 2006 წელს.

  2. იმ წლებში ჰოპკინსი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, რამაც მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა.

  3. 2006 წელს, როდესაც ებიგეილი ლონდონის ერთ-ერთ ბარში საკუთარ ბენდთან ერთად გამოდიოდა, ჰოპკინსი იქვე, მეზობელ ქუჩაზე თავისი ახალი ფილმის პრემიერას ესწრებოდა. მამა შვილის კონცერტზე არ მივიდა. „ვერც კი წარმომიდგენია ის ჩემს კონცერტზე, სიმართლე გითხრათ, არც ველოდი,“ - იხსენებდა ებიგეილი.

სუიციდის მცდელობა და მემკვიდრეობით მიღებული დეპრესია

ებიგეილი არ მალავს, რომ მამისგან „მემკვიდრეობით“ არა მხოლოდ მუსიკალური ნიჭი, არამედ დეპრესიისკენ მიდრეკილებაც მიიღო. 18 წლის ასაკში მან უმძიმესი პერიოდი გაიარა - ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სუიციდის მცდელობა.



„ბავშვობაში იმდენი ემოცია დამიგროვდა, რომ ამან ნგრევამდე მიმიყვანა. ჩემი მდგომარეობის მთავარი მიზეზი მამასთან არასტაბილური ურთიერთობა იყო. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ამას ღრმად განვიცდიდი,“ - ამბობს ის.

ბრძოლა გადარჩენისთვის: ებიგეილის გამარჯვება

მიუხედავად იმისა, რომ ებიგეილს 2020 წელს კიბოს მძიმე ფორმა (მესამე სტადია) აღმოაჩნდა, მან შეძლო დაავადების დამარცხება და დღეს რემისიის პერიოდშია. მან უარი თქვა, მამის ჩრდილქვეშ დარჩენილიყო და წარმატებული კომპოზიტორი, მსახიობი და რეჟისორი გახდა.



მისი ისტორია არის მაგალითი იმისა, რომ პატიება არ ნიშნავს ტკივილის დავიწყებას, არამედ იმ ფაქტის მიღებას, რომ შენი მშობელი არასდროს იქნება ისეთი, როგორიც გჭირდებოდა. ებიგეილმა თავად ისწავლა საკუთარ თავზე ზრუნვა, ჰოპკინსი კი კვლავ საკუთარი ფილოსოფიური ციტატების ტყვეობაში რჩება.