დაანებე თავი ცარიელ ფურცელს ყურებას: 8 მარტივი სავარჯიშო დღიურისთვის, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებს
- 28.01.2026
ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა დიდი მონდომებით ვჯდებით დღიურის დასაწერად, მაგრამ... ხუთი წუთის განმავლობაში მხოლოდ თეთრ ფურცელს მივშტერებივართ.
თერაპევტების თქმით, დღიურის წარმოება საუკეთესო საშუალებაა ნეგატიური ემოციებისგან დასაცლელად. ეს გვეხმარება, „გადმოვიტანოთ“ ზედმეტი ფიქრები ფურცელზე და ადგილი დავუთმოთ პოზიტიურ ენერგიას.
თუ არ იცი, საიდან დაიწყო, Trend.ge გიზიარებს ფსიქოლოგების მიერ რეკომენდებულ მარტივ კითხვებს, რომლებიც წერასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარება:
1. შეაჯამე შენი დღე
ეს დაგეხმარება დაინახო, რაზე ხარჯავ ემოციურ ენერგიას და რისი კონტროლი შეგიძლია რეალურად.
-
ჰკითხე შენს თავს: როდის ვგრძნობდი თავს ყველაზე მშვიდად დღეს? სად ვიყავი და რას ვაკეთებდი? შემიძლია ამ მომენტის ხვალაც გამეორება?
-
რა გავაკეთე დღეს გუშინდელზე უკეთესად?

2. გამოხატე მადლიერება
მადლიერების პრაქტიკა ტვინს აჩვევს, რომ პრობლემების ნაცვლად შესაძლებლობები დაინახოს.
-
ჩამოწერე: 1-დან 3-მდე რამ, რისთვისაც დღეს მადლიერი ხარ (ეს შეიძლება იყოს უგემრიელესი ყავა ან მოულოდნელი კომპლიმენტი).
3. დასახე მიზნები და განზრახვები
თუ თავს გადატვირთულად გრძნობ, დაიწყე მცირედით.
-
დაწერე: რა არის ის ერთი პატარა საქმე, რომლის შესრულებაც დღეს გამახარებს? (მაგალითად: წიგნის 5 გვერდის წაკითხვა).
4. გათავისუფლდი ემოციებისგან
ზოგჯერ უბრალოდ „დაცლაა“ საჭირო. ჩართე ტაიმერი 10 წუთზე და წერე ყველაფერი, რაც თავში მოგივა, ყოველგვარი ფილტრის გარეშე.
-
სცადე ეს ფრაზა: „მე ვპატიობ საკუთარ თავს იმას, რომ მჯეროდა...“ ან „მე ვპატიობ საკუთარ თავს იმას, რომ ვგრძნობდი...“

5. დააკვირდი შენს ზრდას
დღიური გვეხმარება დავინახოთ, სად ვუშლით ხელს საკუთარ თავს და რა უნდა შევცვალოთ.
-
დაფიქრდი: რომელი 3 ჩვევა მეხმარება იმაში, რომ გავხდე ისეთი, როგორიც მინდა ვიყო? და რომელი 3 ჩვევა მიშლის ხელს?
6. იყავი აქ და ახლა
თუ შფოთვა გაწუხებს, წერა დაგეხმარება რეალობა და შიშები ერთმანეთისგან განასხვავო.
-
ჰკითხე შენს თავს: რა ამბავს ვიგონებ ახლა ჩემს თავში ამ სიტუაციაზე? სად ვგრძნობ დაძაბულობას სხეულში?

7. იპოვე სიმშვიდე და სიხარული
გაიხსენე ისეთი მომენტები, სადაც თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობდი.
-
აღწერე: შენი საუკეთესო დღე ბოლო პერიოდიდან. ეცადე, დეტალურად აღწერო ყველა წვრილმანი.
-
პატარა ხრიკი: თუ საწერი არაფერი გაქვს, უბრალოდ ამოიწერე შენი საყვარელი სიმღერის ტექსტი ან ინსპირაციული ციტატა.
8. წარმოიდგინე მომავალი
ფოკუსირდი იმ ცხოვრებაზე, რომელიც გინდა გქონდეს. ეს მოგცემს მოტივაციას, რომ რთული გზა უფრო მარტივად გაიარო.

-
დაწერე: როგორ გამოიყურება ჩემი იდეალური დილა ერთი წლის შემდეგ?
რჩევა: ნუ ეცდები წერო იდეალურად. დღიური შენი პირადი სივრცეა, სადაც გრამატიკასა და სტილზე მეტად შენი გულწრფელობაა მნიშვნელოვანი.
თემები: დღიური