LIFE

ბრუკლინ ბექჰემზე ქორწინების შემდეგ ნიკოლა პელტცს მამამ 1-მილიონიანი ყოველთვიური “ხელფასი“ დაუნიშნა

ბრუკლინ ბექჰემზე ქორწინების შემდეგ ნიკოლა პელტცს მამამ 1-მილიონიანი ყოველთვიური “ხელფასი“ დაუნიშნა

ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწინება უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად განხილვის საგანი არა მათი გრძნობები, არამედ ნიკოლას პირადი საბანკო ანგარიში გახდა.

როგორც დასავლური მედია იუწყება, ნიკოლას მამამ, ამერიკელმა მილიარდერმა ნელსონ პელტცმა, ქალიშვილს ქორწინების შემდეგ ფიქსირებული ყოველთვიური „შემწეობა“ დაუნიშნა - 1 მილიონი დოლარის ოდენობით.

ფინანსური დამოუკიდებლობა თუ ბზარი ბექჰემებთან?

ინფორმაცია ამ შოკისმომგვრელი თანხის შესახებ ბრიტანელმა ჟურნალისტმა მარინა ჰაიდმა გაავრცელა. მისი თქმით, ნელსონ პელტცი მზადაა, შვილს ასეთი ფუფუნება რეგულარულად შეუნარჩუნოს. თუმცა, სწორედ ფული გახდა ორ გავლენიან ოჯახს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.



ამბობენ, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემები უკმაყოფილოები არიან იმ მკაცრი საქორწინო კონტრაქტით, რომელიც წყვილმა გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში ბრუკლინს პელტცების მრავალმილიარდიან ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ ექნება.

განსხვავებული ფილოსოფია

სანამ ნიკოლა ჰოლივუდის მდიდრულ ვილაში ცხოვრობს, რომელიც იურიდიულად მხოლოდ მას ეკუთვნის, ბექჰემები ცდილობენ, შვილს დამოუკიდებლობისკენ მოუწოდონ. ვიქტორია და დევიდი მიიჩნევენ, რომ ზედმეტი ფუფუნება ბრუკლინს თვითრეალიზაციაში უშლის ხელს.



შეგახსენებთ, რომ ნელსონ პელტცის ქონება ბევრად აღემატება ბექჰემების კაპიტალს, რაც, როგორც ჩანს, წყვილის ყოველდღიურობასა და ოჯახურ იერარქიაზეც აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ: