LIFE

პირველი კადრები ფილმიდან „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ - მირანდა პრისტლი ბრუნდება!

პირველი კადრები ფილმიდან „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ - მირანდა პრისტლი ბრუნდება!

გახსოვთ ფრაზა: „ყვავილები? გაზაფხულზე? რა ორიგინალურია...“ მოემზადეთ, რადგან მოდის სამყაროს ყველაზე მკაცრი რედაქტორი, მირანდა პრისტლი, ეკრანებზე ბრუნდება.

20-წლიანი პაუზის შემდეგ, საკულტო ფილმის გაგრძელების გადაღებები დასრულდა. Vogue აქვეყნებს პირველი ექსკლუზიურ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან.

მირანდა პრისტლი მოდის!“ - ენ ჰეთეუეის ემოციები

ენ ჰეთეუეი იხსენებს იმ წამს, როცა რადიოში გაისმა ფრაზა: „მირანდა პრისტლი მოდის“. „მერილ სტრიპი ჩემს წინ დერეფანში მიდიოდა. მისი დანახვა ზურგიდანაც კი ფსიქოდელიური იყო. წამით ისევ 22 წლის გოგონად ვიგრძენი თავი, თუმცა ამჯერად გადასაღებ მოედანზე ბევრს ვიცინოდით“, - ამბობს ენ ჰეთეუეი.

რაზე იქნება ახალი ფილმი?

სიუჟეტი ენდი საქსის (ენ ჰეთეუეი) გარშემო ვითარდება, რომელიც ჟურნალ Runway-ში ბრუნდება. თუმცა, მედია სამყარო შეიცვალა - ახლა ყველაფერს ციფრული ტექნოლოგიები მართავს.



მირანდა პრისტლის ჟურნალის გადასარჩენად ძველი ასისტენტის, ემილის (ემილი ბლანტი) დახმარება სჭირდება, რომელიც ახლა დიდი მოდური ბრენდის ხელმძღვანელია და სწორედ მას აქვს ის ფინანსები, რაც ჟურნალს გადაარჩენს.



გუნდს ასევე დაუბრუნდა ყველასთვის საყვარელი ნაიჯელი (სტენლი ტუჩი). მსახიობები ამბობენ, რომ გადასაღებ მოედანზე დაბრუნება „შინ დაბრუნებას“ ჰგავდა.


 

მოდა: რას ჩაიცვამენ გმირები?

ფილმისთვის კოსტიუმებზე მოლი როჯერსმა იზრუნა (რომელიც Sex and the City-სა და And Just Like That-ზე მუშაობდა). მისი მთავარი წესი იყო - არანაირი დროებითი ტრენდები, მხოლოდ მარადიული სტილი.

  • მირანდა პრისტლი: კვლავ მკაცრი, მხრებიანი პიჯაკებითა და შთამბეჭდავი სათვალეებით. მერილ სტრიპმა იხუმრა კიდეც: „16 კვირა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის შემდეგ, მგონია, რომ თავისუფლების ორდენი მეკუთვნის!“

  • ენდი საქსი: მისი სტილი უფრო „მამაკაცურია“ - Ulla Johnson-ის კოსტიუმები, ჰალსტუხები და ვინტაჟური დეტალები. ენიმ თავად მოიფიქრა ისტორია, რომ მისი გმირი 15 წელი მოგზაურობდა და სამოსს ვინტაჟურ მაღაზიებში ყიდულობდა.

  • ემილი: მისი საფირმო ნიშანი - მკვეთრი წითელი ბობ-კარე - კვლავ ადგილზეა.

ხმაური მეექვსე ავენიუზე

გადასაღებ მოედანზე ნამდვილი ფანტასმაგორია ხდებოდა. ნიუ-იორკის ქუჩებში ათასობით ფანი შეიკრიბა, ზოგიერთი მათგანი მირანდა პრისტლის ფორმაშიც კი იყო გამოწყობილი. 



ფილმის პრემიერა 2026 წლის 1 მაისს იგეგმება. ენ ჰეთეუეი იმედოვნებს, რომ ხალხი კინოთეატრებში ისევე გამოეწყობა თავის საუკეთესო სამოსში, როგორც ეს „ბარბის“ დროს მოხდა.

ასე რომ, მოამზადეთ თქვენი საუკეთესო Look-ები - მირანდა პრისლი დაგვიანებას არ გაპატიებთ.