მშობლები

ესთეტიკის მსხვერპლნი - ვინ არიან „კრემისფერი“ დედები და როგორ მოქმედებენ ისინი შვილების ფსიქოლოგიაზე?

ესთეტიკის მსხვერპლნი - ვინ არიან „კრემისფერი“ დედები და როგორ მოქმედებენ ისინი შვილების ფსიქოლოგიაზე?

ბევრი თანამედროვე დედა საკუთარი ესთეტიკური სიამოვნების თუ გემოვნების გამო „ბავშვთა პალიტრას“ სწირავს.

სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ვხვდებით „კრემისფერ დედებს“, მარტივი განმარტებით ეს არის დედის ტიპი, ვინც სახლს ძალიან ასკეტურ სტილში აწყობს, იყენებს კრემისფერ ტონებს, აცმევს შვილებს ნატურალურ ქსოვილებს და პასტელურ ფერებში, სათამაშოებსაც ძირითადად ხისგან დამზადებულს არჩევს.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფერების ასეთ „შეზღუდვას“ შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქოლოგიაზე. მინიმალიზმისა და ნატურალური ქსოვილებისკენ მიდრეკილება შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ეს ბავშვებს არანაირ პრობლემას არ უნდა უქმნიდეს.

როგორც წესი, ბავშვებს სამი წლის ასაკამდე არ აინტერესებთ, რა ფერებში არიან ჩაცმულები ან რა მასალისგან არის დამზადებული მათი სათამაშოები; თუმცა, რეალობა სულ სხვაა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიაში „კრემისფერი დედების“ მიმდევრები სრულ სურათს ვერ ხედავენ და რომ მათ შვილს შესაძლოა ეკრანს მიღმა ტანსაცმლისა და სათამაშოების უფრო ფერების ფართო არჩევანი ჰქონდეს, დედის კრემისფერით გატაცებამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე.

უფროსებს უფლება აქვთ, სახლი ისე მოაწყონ, როგორც სურთ, აირჩიონ კრემისფერთან ახლოს მდებარე ნეიტრალური ტონები ან, პირიქით, ფერები არიონ. თუმცა, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს. „ჩვილებს სჭირდებათ სხვადასხვა ფერის დანახვა და მათთან ურთიერთობა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ სჭირდებათ მრავალფეროვანი გარემო, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექსტურებსა და ფერებს ურთიერთობისთვის“, - ამბობს ფსიქოლოგი ჯულია გოლენკოფი.



მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვი არ უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ „კრემისფერ სამყაროში“, მაშინაც კი, თუ თქვენი სახლი ძალიან ჰგავს Pinterest-ზე ვირუსულად გავრცელებულ სახლებს.

ექსპერტების თქმით, ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა ბალანსის პოვნაა. „კრემისფერ დედას“ შეუძლია თავისი საძინებელი ან მისაღები ოთახი საკუთარი გემოვნებით და ესთეტიკური სიამოვნების გათვალისწინებით პასტელურ ფერებში მოაწყოს

ამავდროულად, ბავშვს თავის ოთახში არჩევანის თავისუფლება მისცეს, უხვად მიაწოდოს ფერადი სათამაშოები და ტანსაცმელი, რათა მან საკუთარი პრეფერენციები განავითაროს, რადგან ბავშვს, რომელიც ეს-ესაა ეცნობა სამყაროს, მრავალფეროვანი გამოცდილება უნდა შევთავაზოთ, რომ შემდეგში მარტივად გადაწყვიტოს უფრო მკვეთრი ფერები იზიდავს, თუ ისიც დედასავით ნეიტრალურ, პასტელურ ფერებს მიანიჭებს უპირატესობას.