LIFE

განდევნილი პრინცი: ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორმა „სამეფო ლოჯი“ დატოვა - ახალი სკანდალური ფოტოები ეპშტეინის საქმეში

განდევნილი პრინცი: ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორმა „სამეფო ლოჯი“ დატოვა - ახალი სკანდალური ფოტოები ეპშტეინის საქმეში

 ბრიტანეთის სამეფო ოჯახში დრამა პიკს აღწევს. ელისაბედ II-ის საყვარელმა ვაჟმა, ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორმა, 24-წლიანი რეზიდენცია, „სამეფო ლოჯი“ საბოლოოდ დატოვა.

მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზმა ძმას ყველა ტიტული, პატივი და „პრინცის“ წოდება ჩამოართვა, ყოფილი ჰერცოგი იძულებული გახდა, უზარმაზარი სასახლიდან სანდრინგემის მამულში, შედარებით მოკრძალებულ კოტეჯში გადასულიყო.

რატომ გაიმეტა მეფემ ძმა?

გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა გარდაუვალი, რაც ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ახალი, შემზარავი დეტალები ამოტივტივდა. მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ბრალდებებს უარყოფს, გასაჯაროებული დოკუმენტები სხვა რამეზე მეტყველებს:

  • ახალი ფოტოები: გავრცელდა კადრები, სადაც ენდრიუ იატაკზე მწოლიარე ქალს გადაჰყურებს და მას მუცელზე ეხება. ფოტოს წარწერა არ აქვს, თუმცა მან საზოგადოების რისხვა კვლავ გააღვიძა.

  • „ჩვენ ერთად ვართ“: გაირკვა, რომ 2011 წელს, მას შემდეგ, რაც ენდრიუ ამბობდა, რომ ეპშტეინთან კავშირი გაწყვიტა, ის სექსუალურ დამნაშავეს სწერდა: „ჩვენ ამაში ერთად ვართ“.

  • ვირჯინია ჯუფრეს დღიურები: ჯუფრეს სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულმა მემუარებმა - Nobody's Girl - ენდრიუს რეპუტაციას საბოლოო დარტყმა მიაყენა.

„უბრალო მოქალაქე“ პირველად ცხოვრებაში

65 წლის ენდრიუ ახლა Wood Farm Cottage-ში ცხოვრობს, სანამ მისი მუდმივი საცხოვრებელი, Marsh Farm, რემონტდება. საინტერესოა, რომ ახალ სახლს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით იცავენ: დამონტაჟებულია CCTV სისტემა, 6-ფუტიანი ღობეები და ტერიტორიის თავზე ფრენა აკრძალულია.



ჩარლზ III-ის გადაწყვეტილება მკაცრი იყო: ენდრიუ ვეღარ გამოიყენებს ტიტულს „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და ისტორიაში პირველად, ის „რიგითი მოქალაქის“ სტატუსით აგრძელებს ცხოვრებას.

სარა ფერგიუსონი: „ფრთების გაშლის დროა“

საინტერესოა პრინცის ყოფილი მეუღლის, სარა ფერგიუსონის ბედიც. მიუხედავად იმისა, რომ ის წლების განმავლობაში ენდრიუსთან ერთად ცხოვრობდა „სამეფო ლოჯში“, ახალ რეზიდენციაში მასთან ერთად არ გადადის. „სარა მზად არის ფრთები გაშალოს“, — აცხადებს წყარო. სავარაუდოდ, ის საცხოვრებლად პორტუგალიაში, ქალიშვილთან, ევგენიასთან გადავა.



სარაც არ დარჩენილა სკანდალის მიღმა — გასაჯაროებულ მიმოწერაში ჩანს მისი წერილები ეპშტეინისადმი, სადაც ის სექსუალურ დამნაშავეს „უზენაეს მეგობარს“ უწოდებს და ხუმრობით სწერს: „უბრალოდ ცოლად მომიყვანე“.