სტილი

მარგო რობი და ვიქტორია ბექჰემი ამ ფეხსაცმელზე გიჟდებიან - გაიცანით 2026 წლის მთავარი ტრენდი

მარგო რობი და ვიქტორია ბექჰემი ამ ფეხსაცმელზე გიჟდებიან - გაიცანით 2026 წლის მთავარი ტრენდი

ვარსკვლავების გამოჩენა ხშირად ახალი ტენდენციების დაბადების წინაპირობაა. ახლა კი, პარიზიდან ლოს-ანჯელესამდე, მოდის ინდუსტრია ერთი კონკრეტული მოდელით არის დაინტერესებული.

თუ უკვე ფიქრობთ საგაზაფხულო გარდერობის შევსება უნდა დაიწყოთ და გსურთ, თქვენი სტილი ნამდვილი ფეშენისტასას ჰგავდეს, დროა გვერდზე გადადოთ ჩვეული „ბალეტკები.“

ტრენდი, რომელიც "ამსხვრევს" წესებს: მოხრილი ქუსლი

საუბარია ფეხსაცმელზე მოხრილი, სკულპტურული ქუსლით (Curved Heel). ეს მოდელი აერთიანებს ყველაფერს, რაც ასე ძალიან გვიყვარს: პრაქტიკულობას, ორიგინალურობასა და უნივერსალურობას.

  • ვიქტორია ბექჰემი: ყველაფერი პარიზის მოდის კვირეულიდან დაიწყო. ვიქტორია საზოგადოების წინაშე ატლასის "სლინგბეკებითა" და შავი მომდგარი კაბით გამოჩნდა. სწორედ მისმა არჩევანმა მისცა ბიძგი ამ ტრენდის დაბრუნებას.

  • ალექსა ჩანგი: მან არჩევანი ყვითელ კაბასა და მოხრილქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერა, რითაც დაამტკიცა, რომ ეს ტრენდი იდეალურად ერწყმის ჰაეროვან სამოსს.

  • მარგო რობი: ტრენდი საბოლოოდ "დაამკვიდრა" მარგო რობიმ. თავისი ახალი ფილმის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრომო ტურნეზე მსახიობი გოთიკურ მინი-კაბასა და სწორედ ასეთი ფორმის ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი გამოვიდა.

რატომ უნდა გქონდეთ ის თქვენს გარდერობში?

რამდენიმე სეზონის წინ ამინუ მუადიმ ქუსლი-ჭიქა აქცია ჰიტად, ახლა კი მოდაში უფრო ლაკონიური, რკალისებური ფორმა ბრუნდება.

  1. მდგრადობა: მიუხედავად უჩვეულო ფორმისა, ქუსლი საკმაოდ სქელია, რაც მას ძალიან კომფორტულს ხდის ყოველდღიური მოხმარებისთვის.

  2. უნივერსალურობა: ეს ქუსლი ერთნაირად უხდება როგორც კლასიკურ ფეხსაცმელს, ისე სანდლებსა და ღია ფეხსაცმელს.

  3. ვიზუალური ეფექტი: მოხრილი ფორმა საოცრად იმეორებს სხეულისა და სამოსის ნაჭრის მოძრაობას, რაც ლუქს დასრულებულ და ძვირადღირებულ იერს სძენს.

რჩევა: თუ გსურთ, რომ ფეხსაცმელი ნებისმიერ სამოსს შეუხამოთ, აირჩიეთ კლასიკური შავი ფერი, როგორც ამას ვიქტორია ბექჰემი და მარგო რობი აკეთებენ.