LIFE

სკანდალი ბუკინგემის სასახლეში: როგორ მასპინძლობდა პრინცი ენდრიუ ეპშტეინსა და რუს მოდელებს

სკანდალი ბუკინგემის სასახლეში: როგორ მასპინძლობდა პრინცი ენდრიუ ეპშტეინსა და რუს მოდელებს

სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალი არ ცხრება. ახლახან გასაჯაროებული ე.წ. „ეპშტეინის ფაილებიდან“ შოკისმომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ პრინცი ენდრიუ ბუკინგემის სასახლეში კერძო ვახშმებზე არა მხოლოდ პედოფილ მილიარდერს, ჯეფრი ეპშტეინს, არამედ მის მიერ მიყვანილ რუს მოდელებსაც მასპინძლობდა.

ჩემი მომავალი ყოფილი ცოლი“ – ეპშტეინისა და ენდრიუს მიმოწერა

წერილებიდან ირკვევა, რომ 2010 წელს ეპშტეინმა პრინცს 26 წლის რუსი მოდელი, სახელად ვერა, გააცნო. ეპშტეინი მას „მომხიბვლელს“ უწოდებდა და ენდრიუს ეხუმრებოდა კიდეც: ის ჩემი მომავალი ყოფილი ცოლია“.

პრინცი ენდრიუ იმდენად იყო დაინტერესებული ამ ნაცნობობით, რომ როდესაც მოდელმა მის წერილს არ უპასუხა, ეპშტეინს შესჩივლა: პასუხი არ არის... ალბათ ჩემი წერილი “სპამშიმოხვდა“.

ვახშამისრული კონფიდენციალურობით

სკანდალური შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში 2010 წლის სექტემბერში შედგა. პრინცმა ენდრიუმ ეპშტეინს შესთავაზა, რომ რესტორნის ნაცვლად ვახშამი სასახლეში გაემართათ, რათა „ბევრი პირადი სივრცე და კონფიდენციალურობა“ ჰქონოდათ.

ეპშტეინი სასახლეში მარტო არ მისულა – მან თან მიიყვანა მოდელი ვერა და კიდევ ერთი „ძალიან საყვარელი“ რუმინელი გოგონა.
არანაირი პრობლემა არ არის, წამოიყვანე – ასეთი იყო პრინცის პასუხი ეპშტეინის შეთავაზებაზე.


კრემლის კვალი და ჯაშუშური ეჭვები

ეს ისტორია მხოლოდ სექს-სკანდალი არ არის. ბრიტანულ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი პრინც ენდრიუს მიზანში ამოღებას სწორედ ეპშტეინისსექს-კონტაქტებისმეშვეობით ცდილობდა. არსებობს ეჭვი, რომ რუსი მოდელები, რომლებიც ეპშტეინის გარემოცვაში ტრიალებდნენ, შესაძლოა კრემლის ინტერესებს ემსახურებოდნენ, რათა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრზე კომპრომატები მოეპოვებინათ.

მეფე ჩარლზის დილემა



მიუხედავად იმისა, რომ სასახლის პერსონალი პრინც ენდრიუს „არასტაბილურად“ ახასიათებს, მეფე ჩარლზი მაინც აგრძელებს ძმის ფინანსურ მხარდაჭერას. ინსაიდერების თქმით, მეფეს სჯერა, რომ ენდრიუს „კონტროლი“ მხოლოდ ასეა შესაძლებელი – მისი იზოლაციით სენდრინგემის მამულში და პირადი დაფინანსებით.