Wizz Air, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, წარმატებული სატესტო პერიოდისა და მგზავრების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შემდეგ, WIZZ Class-ს ავრცელებს მთელს სამარშრუტო ქსელზე. სერვისის სრულმასშტაბიანი დანერგვა იწყება 9 თებერვალს, რის შედეგადაც WIZZ Class ხელმისაწვდომი გახდება იმ მიმართულებებზეც, სადაც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი.
WIZZ Class თავდაპირველად დაინერგა შერჩეულ რეისებზე ბუდაპეშტიდან და ბუდაპეშტის მიმართულებით, ბუქარესტის ოტოპენის აეროპორტიდან, ვარშავადან, ლონდონის ლუტონისა და გეთვიკის, რომის ფიუმიჩინოს აეროპორტებიდან. სერვისზე მოთხოვნამ მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, განსაკუთრებით იმ ბიზნეს მოგზაურების მხრიდან, რომლებიც ეძებდნენ მეტ სივრცესა და უფრო კომფორტულ სამგზავრო გამოცდილებას.
WIZZ Class-ის ფარგლებში მგზავრებს ენიჭებათ თავისუფალი შუა ადგილი პირველ რიგში (1B და 1E), რაც უზრუნველყოფს დამატებით პირად სივრცესა და უფრო კომფორტულ გარემოს დასვენებისა თუ მუშაობისთვის. იქედან გამომდინარე, რომ პირველი რიგი დამატებით თავისუფალ სივრცესაც მოიცავს მოსათავსებლად, ეს სერვისი ზრდის კომფორტს და ამავდროულად ინარჩუნებს Wizz Air-ის ეფექტური, ერთკლასიანი სალონის კონფიგურაციას.

WIZZ Class-ის, როგორც დამატებითი სერვისის, შეძენა შესაძლებელია Smart ან Plus პაკეტების არჩევისას, რომლებიც უკვე მოიცავს პრიორიტეტულ ჩასხდომასა და 10 კგ-მდე ხელბარგს. თავისუფალი შუა ადგილის გარდა, WIZZ Class-ის მგზავრები იღებენ უფასო უალკოჰოლო სასმელსა და წასახემსებელს.
„მას შემდეგ, რაც WIZZ Class ჩვენს ექვს ბაზაზე დავტესტეთ და მივიღეთ უკიდურესად პოზიტიური გამოხმაურება, ნათელი გახდა, რომ მგზავრები, განსაკუთრებით ბიზნეს მოგზაურები, აფასებენ დამატებით კომფორტსა და სივრცეს, რომელსაც ეს სერვისი სთავაზობთ,” — განაცხადა სილვია მოსკერამ, Wizz Air-ის კომერციულმა დირექტორმა.
„მაშინაც კი, როცა სერვისი შეზღუდული მასშტაბით იყო ხელმისაწვდომი, მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ WIZZ Class-ის გაფართოება მთელს ქსელში, რათა კიდევ მეტმა მგზავრმა შეძლოს დამატებითი სივრცითა და კომფორტით სარგებლობა, ჩვენი ეფექტური ერთკლასიანი მოდელის შენარჩუნებით.”
ტრადიციული ბიზნეს კლასისგან განსხვავებით, WIZZ Class არ საჭიროებს სალონის ძვირადღირებულ გადაკეთებას. შუა ადგილების დაბლოკვით, Wizz Air უზრუნველყოფს უფრო დიდ სივრცესა და კომფორტული ფრენის გამოცდილებას, ამავდროულად ინარჩუნებს მაღალეფექტურ კონფიგურაციას, რაც დაბალი ტარიფების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
პირველი მომხმარებლების მხრიდან მიღებული უკიდურესად პოზიტიური გამოხმაურების შემდეგ, Wizz Air სიხარულით ხვდება კიდევ უფრო მეტ WIZZ Class მგზავრს, რადგან სერვისი ეტაპობრივად ხელმისაწვდომი ხდება მთელს ქსელში.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. ავიაკომპანია airlineratings.com-ის მიერ დასახელებულია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულია „წლის ავიაკომპანიად” 2019 და 2023 წლებში. ამასთან, კომპანია World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021–2025 წლებში დასახელდა, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია”, ხოლო 2025 წელს ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიერ წარმოდგენილ ძირითად ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში ლიდერობდა ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის წყალობით.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია