LIFE

მეფე ჩარლზმა დუმილი დაარღვია: ბრიტანეთის მონარქი პრინც ენდრიუს წინააღმდეგ პოლიციასთან თანამშრომლობაზე თანხმდება

მეფე ჩარლზმა დუმილი დაარღვია: ბრიტანეთის მონარქი პრინც ენდრიუს წინააღმდეგ პოლიციასთან თანამშრომლობაზე თანხმდება

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ისევ სკანდალის ეპიცენტრშია. მეფე ჩარლზმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამეფო კარი აუცილებლად ითანამშრომლებს პოლიციასთან პრინც ენდრიუსა და ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოვლენილი ახალი, შოკისმომგვრელი დეტალების გამო.



ბუკინგემის სასახლის განცხადებით, მეფე „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს იმ ინფორმაციის გამო, რომელიც ეპშტეინის ფაილებიდან გასკდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მონარქი ასე ღიად და მკაცრად უჭერს მხარს გამოძიებას საკუთარი ძმის წინააღმდეგ.

რა გახდა მეფის განრისხების მიზეზი?

ახალი დოკუმენტებით დასტურდება, რომ პრინცი ენდრიუ (რომელსაც ახლა უკვე ოფიციალურად ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორად მოიხსენიებენ) პედოფილ მილიარდერ ეპშტეინს სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტებს უზიარებდა.

  • 2010 წელს, როდესაც ენდრიუ ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენელი იყო, მან ეპშტეინს ელექტრონული ფოსტით მინიმუმ ოთხი კონფიდენციალური დოკუმენტი გადაუგზავნა.

  • გაირკვა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ეპშტეინი არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმისთვის ციხიდან გამოვიდა, ენდრიუმ მას წერილი მისწერა და გათავისუფლება მიულოცა: „ეს მართლაც, მართლაც კარგი სიახლეა“.

მეფეს ქუჩაში აგინებენ?

საზოგადოების რისხვა იმდენად დიდია, რომ 77 წლის მეფე ჩარლზს საჯარო გამოსვლებისას მოსვენებას არ აძლევენ. ლანკაშირში ვიზიტისას, მას ბრბოდან კაცმა დაუყვირა: რამდენი ხანია, რაც ენდრიუსა და ეპშტეინის შესახებ იცი?!“

მსგავსი ინციდენტი გასულ კვირასაც მოხდა, როდესაც მონარქს პირდაპირ ჰკითხეს, ხომ არ აფარებდა ის ხელს მოძალადე ძმას.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიშეძრწუნებულები არიან

სკანდალს არც პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი დაუტოვებია გულგრილი. კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლის თქმით, უელსის პრინცი და პრინცესა გაოგნებულები არიან ახალი დეტალებით და მათი ფიქრები მსხვერპლთა მხარდაჭერისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, რომ მეფე ჩარლზმა ძმას უკვე ჩამოართვა ყველა ტიტული და ის მდიდრული რეზიდენციიდან, Royal Lodge-იდანაც კი გაასახლა. პრინცი ენდრიუ ახლა სანდრინგემის მამულში, პატარა ფერმაში აფარებს თავს, თუმცა პოლიციის ინტერესი მის მიმართ ყოველდღიურად იზრდება.

წაიკითხეთ ამ თემაზე სხვა სტატიები: