„სამარცხვინო პრინცი“: ენდრიუმ დედის, მამისა და ძმისგან 12 მილიონი ისესხა და ერთი თეთრიც არ დაუბრუნებია
- 12.02.2026
ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მორიგი სკანდალი იფეთქებს: ირკვევა, რომ პრინცმა ენდრიუმ სექსუალურ ძალადობაში მისი დამდანაშაულებლის, ვირჯინია ჯუფრეს „გასაჩუმებლად“ საჭირო 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი ოჯახისგან ისესხა, თუმცა ვალის დაბრუნებას არ ჩქარობს.

ვინ დადო ფული ენდრიუს გადასარჩენად?
2022 წელს, როდესაც სკანდალი პიკს აღწევდა, სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, საქმე სასამართლომდე არ მიეყვანა. ინსაიდერების თქმით, თანხა ასე გადანაწილდა:
-
დედოფალმა ელისაბედმა საკუთარი დანაზოგებიდან 7 მილიონი გამოყო.
-
პრინცმა ფილიპემ, რომელიც იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, ანდერძით დატოვებული ქონებიდან 3 მილიონი „გაიღო“.

-
მეფე ჩარლზმა (მაშინდელმა უფლისწულმა) კი 1.5 მილიონი დაამატა.
ჩაშლილი გეგმა და დაკარგული ვალები
ენდრიუ ოჯახს ჰპირდებოდა, რომ ვალს შვეიცარიაში მდებარე მდიდრული სათხილამურო კოტეჯის გაყიდვით დაფარავდა. თუმცა, 19-მილიონიანი ქონების გაყიდვის შემდეგ გაირკვა, რომ სახლი იპოთეკით იყო დატვირთული, რომ პრინცს ხელში თითქმის არაფერი დარჩა. შესაბამისად, ოჯახის წევრებს „ერთი თეთრიც“ კი არ მიუღიათ უკან.

„ბევრისთვის შოკისმომგვრელი იქნება იმის გაგება, რომ პრინცი ფილიპეს დანაზოგი, რომელიც მას მთელი ცხოვრება ჰქონდა, სექს-სკანდალის ჩასაფარცხად დაიხარჯა“, - ამბობს წყარო.
ტყუილზე აგებული თავდაცვა
როგორც ირკვევა, ენდრიუმ საკუთარი ოჯახიც კი მოატყუა. ის ამტკიცებდა, რომ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობა 2010 წელს გაწყვიტა, თუმცა ბოლო დროს გამოქვეყნებული წერილები საპირისპიროს ამტკიცებს.

დედოფალი ელისაბედი სიცოცხლის ბოლომდე გულგატეხილი იყო შვილის საქციელით, თუმცა მის მოკვეთას ვერ ბედავდა. ეს „ტვირთი“ მეფე ჩარლზს ერგო, რომელმაც ენდრიუს უკვე ჩამოართვა ტიტულები და სამეფო რეზიდენციიდანაც გააძევა.
მსხვერპლი, რომელიც სიმართლეს ვეღარ იტყვის
ვირჯინია ჯუფრე, რომელიც ამტკიცებდა, რომ 17 წლის ასაკში ენდრიუმ მასზე სექსუალურად იძალადა, გასულ წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამეფო ოჯახის ფულმა მისი დუმილი იყიდა და ენდრიუ სასამართლოს გადაარჩინა, თუმცა მორალური ზიანი, რომელიც მონარქიას მიადგა, აუნაზღაურებელია.
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია