SEX

20 კითხვა, რომელიც თქვენს სექსს უკეთესს გახდის: ხანდახან სიტყვებს ყველაფრის შეცვლა შეუძლია

20 კითხვა, რომელიც თქვენს სექსს უკეთესს გახდის: ხანდახან სიტყვებს ყველაფრის შეცვლა შეუძლია

სექსი, პირველ რიგში, ფიზიკურ სიამოვნებასთან ასოცირდება: შეხება, კოცნა, ჩახუტება... თუმცა, არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც საძინებელში ნამდვილი ცეცხლის დანთება შეუძლია - ეს საუბარია.

„გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ კომუნიკაცია სექსამდე და სექსის შემდეგ არა მხოლოდ ფიზიკურ პროცესს აუმჯობესებს, არამედ თქვენს ემოციურ კავშირსაც აძლიერებს,“ - ამბობს სექსთერაპევტი მაიკლ სტოქსი. საუბრისას თქვენ არა მხოლოდ საზღვრებს ადგენთ, არამედ პარტნიორს უზიარებთ თქვენს ფანტაზიებს და ეუბნებით, კონკრეტულად რა განიჭებთ სიამოვნებას.

როგორ ავირიდოთ თავიდან უხერხულობა?

ბევრისთვის სექსზე საუბარი საკმაოდ უხერხულია. სექსოლოგი ინდიგო სტრეი კონგერი გვირჩევს: ნუ გადააქცევთ ამას დაკითხვად ან ოფიციალურ მოლაპარაკებად. „ნუ დაიწყებთ ქულების დათვლას იმაზე, თუ ვინ უფრო ხშირად არის ინიციატორი. იყავით ცნობისმოყვარეები - ეძებეთ ის, რაც ორივეს აღგაგზნებთ.“

20 კითხვა, რომელიც ერთმანეთს უნდა დაუსვათ

სექსოლოგები გვთავაზობენ კითხვების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ პარტნიორის სურვილები:

  1. რა სიხშირით გსურს სექსი? - ჩვენი ახლანდელი რიტმი საკმარისია, ბევრია თუ ცოტა?

  2. რა არის ის, რაც ყველაზე მეტად აღგაგზნებს ჩემს ქმედებებში?

  3. რა „კლავს“ მყისიერად შენს აღგზნებას?

  4. როგორია შენთვის იდეალური პრელუდია?

  5. მოგწონს „თამაში“ და მინიშნებები მანამ, სანამ ყველაფერი დაიწყება?

  6. რა გინდა, რომ უფრო ხშირად ვაკეთო?

  7. არის რამე, რისი მოსინჯვაც გინდოდა, მაგრამ თქმა გერიდებოდა?

  8. არსებობს რამე სექსთან კავშირში არმყოფი დეტალი, რაც გხიბლავს?

  9. რომელ სექს-სათამაშოს მოსინჯავდი ჩემთან ერთად?

  10. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ორგაზმი?

  11. რა მოგწონს ყველაზე მეტად ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაში ახლა?

  12. გაქვს საყვარელი მუსიკა, რომელიც სექსუალურად განგაწყობს?

  13. რომელ პოზას გამოიყენებდი უფრო ხშირად?

  14. როგორ უყურებ სექსუალურ მიმოწერას (Sexting)?

  15. რა გირჩევნია სექსის დროს საუბარი თუ სიჩუმე?

  16. დღის რომელი მონაკვეთია შენთვის სექსისთვის საუკეთესო?

  17. რას ფიქრობ სექსის წინასწარ დაგეგმვაზე?

  18. როგორი უნდა იყოს იდეალური პაემანი, რომელიც სექსით მთავრდება?

  19. რა გიყვარს ყველაზე მეტად სექსის შემდეგ?

  20. როცა სტრესში ხარ, სექსი გეხმარება თუ პირიქით, უფრო მეტად გაფორიაქებს?

ეს კითხვები მხოლოდ დასაწყისია. მთავარია გულწრფელობა და პარტნიორის მოსმენის სურვილი. გახსოვდეთ, რომ სექსუალური თავსებადობა არა მხოლოდ ბუნებრივი მოცემულობა, არამედ ერთობლივი მუშაობის შედეგიცაა.