დაშორება ან განქორწინება ცხოვრების ერთ-ერთი რთული გამოწვევაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას გადალახავთ, დროა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ - გახვიდეთ კომფორტის ზონიდან, სრული პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს ცხოვრებაზე და ბედნიერ ადამიანად იქცეთ.
TREND გიზიარებთ რამდენიმე ნიშანს, რომ თქვენ გადალახეთ განქორწინების ფსიქოლოგიური შედეგები, გათავისუფლდით შინაგანი ტრამვებისგან და ნამდვილად ბედნიერი ხართ, თქვენ უბრალოდ არ ატყუებთ საკუთარ თავს, რომ „ყველაფერი კარგადაა“:
1. ახალი სოციალური წრე
თქვენი სოციალური წრე, ისევე როგორც მთელი ცხოვრება, განქორწინების შემდეგ იცვლება. თუ დისკომფორტს განიცდით იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებსაც ყოფილი პარტნიორის მეშვეობით იცნობდით, უნდა გაუშვათ ისინი და აღადგინოთ ძველი მეგობრული კავშირები.

მაგალითად, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ბოლო წლებში არ გინახავთ. ან შეიძინეთ ახალი მეგობრები და ნაცნობები, მაგალითად, წიგნის კლუბში ან სხვა ჯგუფში გაწევრიანებით მსგავსი ინტერესების მქონე ჯგუფში. თუ ამაში წარმატებას მიაღწიეთ, ესე იგი, თქვენთვის შესაფერისი ადამიანები იპოვეთ და საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობთ.
2. თვითმზრუნველობა
განქორწინების შემდეგ ახალი ცხოვრება შესანიშნავი შესაძლებლობაა, ყურადღება საკუთარ საჭიროებებზე გაამახვილოთ.

თქვენს სხეულსა და სულზე ზრუნვით, აჩვენებთ საკუთარ თავს, რამდენად ღირსეული ხართ, რამდენად აფასებთ და გიყვართ საკუთარი თავი, რაც აუცილებელია ბედნიერებისთვის - ეს შეიძლება იყოს ჯანსაღი კვება, იოგა, მედიტაცია, საუნა, მასაჟი, სეირნობა, თეატრი, მუზეუმები, მოგზაურობა, დროის გატარება თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან - მოკლედ, ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებთ, გეხმარებათ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ ფიზიკურად, ემოციურად, გონებრივად და სულიერად.
3. გართობა
სიცილი და გართობა, სიმშვიდისა და სიხარულის მომენტები ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტებია. თუ ხანდახან ხუმრობთ, იცინით, ერთობით მეგობრებთან, თამაშობთ შვილებთან, ცეკვავთ წვეულებებზე ან მღერით, მაშინ ნამდვილად კარგად ხართ.

4. თქვენ იცით, რომ მეტს იმსახურებთ
თუ გრძნობთ, რომ ახლა დროა, სრულფასოვნად იცხოვროთ, მიიღოთ სამყაროსგან ის, რასაც იმსახურებთ, კვლავ იპოვოთ სიხარული, გაერთოთ და დატკბეთ ყოველდღიური წვრილმანებით, აღარ გეშინიათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების, იცით თქვენი თავის ფასი, გესმით ვინ ხართ და ამით სრულიად კმაყოფილი ხართ - მაშინ ნამდვილად გათავისუფლებული ხართ წარსული ტკივილებისგან და სწორ გზაზე დგახართ.
თემები: განქორწინება, რჩევები