სილამაზე

მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები და მათი უპირატესობები

მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები და მათი უპირატესობები

მაშინ, როცა ზამთრის ღრუბლიანი დღეები წარსულში დავტოვეთ, უპირველესად ის, რაზეც ზრუნვა უნდა დავიწყოთ სახის კანია. იმისთვის, რომ გაზაფხულის თბილ და რბილ მზის სხივებს განსაკუთრებულად ლამაზები შევხვდეთ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სახის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, დერმატოლოგები და სილამაზის ექსპერტები ქირურგიულ ჩარევებს, ქიმიური შემადგენლობის მქონე კრემებსა და სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურებს მაინცდამაინც არ სწყალობენ. გარდა კანის მოვლის ხელოვნული მეთოდების მრავალი უკუჩვენებისა, შესაძლოა, დროისა და ფინანსური რესურსის არარაციონალურად ხარჯვის მსხვერპლიც აღმოვჩნდეთ. დერმატოლოგების უმრავლესობა, საბოლოოდ, მაინც სახის ნიღბები გვირჩევს. როგორც ამტკიცებენ, განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ნიღბები, რომელთა დამზადებაც სახლის პირობებში, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე შეიძლება.

მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები და მათი უპირატესობები

იმის გათვალისწინებით, რომ მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები, კანის ტიპთა შორის, უმრავლესობას უხდება, საუკეთესო ეფექტს იძლევა. ადამიანების უმრავლესობა, მაიონეზს განიხილავს, როგორც საკვებ პროდუქტს, თუმცა, მისი თავის მოვლის საშუალებად გამოყენება, გარწმუნებთ, ძალიან ეფექტური, სასარგებლო და ხელმისაწვდომია.

ქართული ბაზარი მაიონეზის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა, გირჩევთ, არჩევანი საუკეთესოზე შეაჩეროთ. აღსანიშნავი ის არის, რომ სახლის პირობებში მაიონეზის შემცველი ნიღბის დამზადება მინიმალურ დროსა და მარტივ ინგრედიენტებს მოითხოვს. მაიონეზი კანის დამარბილებელი საშუალებაა. მისი გამოყენება გასაოცარ ეფექტს იძლევა იმ შემთხვაშიც თუ მას დამატებით არაფერს შევურევთ. თუმცა, თუ თქვენს კანს სირბილესა და ტენიანობასთან ერთად, აღდგენაც სჭირდება, თაფლის ან ლიმნის დამატებაც შესანიშნავი იდეაა.

მაგალითად, შეგიძლიათ, შეიძინოთ მაიონეზი სლობოდა (ზეთისხილის), რომელიც არ შეიცავს არანაირი ხელოვნურ დანამატებს და ემულგატორებს, დამზადებულია სრულიად ნატურალური და ახალი ინგრედიენტებით.

მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები და მათი უპირატესობები

გთავაზობთ სხვადასხვა ნიღბის დამზადების მეთოდს, რომელთაგან თითოეულის მთავარი ინგრედიენტი მაიონეზია:

1. გამოიყენეთ მხოლოდ მაიონეზი

მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები და მათი უპირატესობები

როგორც უკვე გითხარით, მაიონეზის შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. ჩვენც, საუკეთესო გირჩიეთ. ასე, რომ არჩევანი თქვენზეა! 4-5 სუფრის კოვზი ზეთისხილის სლობოდა შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში და ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის ეს ვარიანტი დაარბილებს და დაატენიანებს თქვენს კანს.

2. დაამატეთ თაფლი

მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები და მათი უპირატესობები

მაიონეზიზგან დამზადებული სახის ნიღბებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული თაფლის შემცველობის მქონე ნიღაბია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიღბის ეს ტიპი არა მხოლოდ ატენიანებს თქვენს სახეს, არამედ აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს მათ. შეურიეთ 1-2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი ამავე რაოდენობის მაიონეზს და წაისვით. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და ჩამობანეთ თბილი წყლით.

3. ჩააწურეთ ლიმონი

მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები და მათი უპირატესობები

განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გამონაყარი გაწუხებთ, მაიონეზისა და ლიმნის წვენისგან დამზადებული ნიღაბი საუკეთესო საშუალებად იქცევა თქვენი კანისთვის. 3 სუფრის კოვზ მაიონეზს დაუმატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ლიმნის წვენი და წაისვით სახეზე ნაზად. ნუ გაიჩერებთ დიდხანს, ჩამოიბანეთ მაქსიმუმ 5 წუთში და დატკბით შედეგით.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული სახის ნიღბის რეცეპტები ეფექტური და რეკომენდირებულია მხოლოდ მათთვის, ვინც არანაირ ალერგიულს ფონს არ უჩივის.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს დროსა და ფინანსებზე, შესაბამისად გირჩევთ საუკეთესოს!



Trend.ge