ვიქტორია ბექჰემის ემოციური გზავნილი შვილს - დასრულდება თუ არა დიდი დაპირისპირება?
- 14.02.2026
ბექჰემების იდეალური ოჯახური იდილია წარსულს ჩაბარდა? მსოფლიო მედია უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად განიხილავს დაპირისპირებას ვიქტორია ბექჰემსა და მის უფროს ვაჟს, ბრუკლინს შორის. თუმცა, როგორც ჩანს, ვიკიმ გადაწყვიტა, პირველი ნაბიჯი გადადგას შერიგებისკენ.
სიყვარულის დღის გზავნილი
ვალენტინობის დღეს, როდესაც ყველა წყვილი სიყვარულს ზეიმობდა, ვიქტორიამ ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. მან გააზიარა ქალიშვილის, ჰარპერის ფოტო, სადაც გოგონა თავის ყველა ძმასთან, მათ შორის ბრუკლინთან ერთადაა აღბეჭდილი. „გილოცავთ სიყვარულის დღეს საუკეთესო უფროს ძმებს მთელ მსოფლიოში“, - ასეთი იყო გზავნილი, რომელიც ვიქტორიამ შერიგების სიმბოლოდ გამოიყენა.

„ისინი უბრალოდ დაბლოკეს“ – სკანდალური სიმართლე
ბევრს ეგონა, რომ ვიქტორიამ და დევიდმა შვილს „ანფოლოუ“ გაუკეთეს, თუმცა რეალობა ბევრად უფრო მწვავე აღმოჩნდა. ბრუკლინის უმცროსმა ძმამ, კრუზმა, დუმილი დაარღვია და სიმართლე თქვა:

„დედაჩემი და მამაჩემი საკუთარ შვილს არასდროს გაუუქმენდნენ გამოწერას. მოდით, ფაქტებს თვალი გავუსწოროთ: მათ უბრალოდ გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ ბრუკლინმა ისინი დაბლოკა... ისევე, როგორც მე“, - განაცხადა კრუზმა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ბრუკლინმა მშობლებთან ყოველგვარი ციფრული კავშირი გაწყვიტა.
გორდონ რამზის პროგნოზი: „სიყვარული ბრმაა“
ბექჰემების ახლო მეგობარმა, ცნობილმა შეფ-მზარეულმა გორდონ რამზიმ, სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ვიქტორია განადგურებულია, დევიდს კი შვილი უზომოდ უყვარს. „რთულია, როცა თავდავიწყებით ხარ შეყვარებული. სიყვარული ბრმაა და ადვილია ამ „ამერიკულ მთებზე“ კატაობისას ოჯახი დაივიწყო. თუმცა, მჯერა, რომ ბრუკლინი ადრე თუ გვიან დაბრუნდება. მე ნანახი მაქვს, რამდენჯერ გამოუყვანიათ მშობლებს ის რთული სიტუაციებიდან“, - ამბობს რამზი.
ნიკოლა პელტცი VS ბექჰემები
მიუხედავად ვიქტორიას მცდელობისა, ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, ჯერჯერობით „ერთიან ფრონტს“ ინარჩუნებენ და მშობლებთან კონტაქტზე არ გამოდიან. ბრუკლინმა სოციალურ ქსელში მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი ცოლია.

დათმობს თუ არა ვიქტორია პოზიციებს და შეძლებს თუ არა დევიდი შვილის გულის მოლბობას? ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი მოდის სამყარო და შოუბიზნესი სულგანაბული ელოდება – იქნება თუ არა პარიზის მოდის კვირეული ბექჰემების დიდი გაერთიანების ადგილი.
თემები: ბექჰემი, ვიქტორია ბექჰემი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია