Wizz Air გაზაფხულს მთელს ქსელში მასშტაბური ფასდაკლებით ხვდება - 1 მილიონზე მეტი ბილეთი 20%-მდე ფასდაკლებით
- 18.03.2026
Wizz Air-ში გაზაფხული აქტიურად დაიწყო და ავიაკომპანია ამას წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებით აღნიშნავს. მხოლოდ 48 საათის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ 20%-მდე ფასდაკლებით შერჩეულ მიმართულებებზე Wizz Air-ის მთელს ქსელში*, რაც 17–18 მარტს 1 მილიონზე მეტ ფასდაკლებულ ავიაბილეთს მოიცავს.
აქცია ვრცელდება 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილ მოგზაურობებზე - იქნება ეს გაზაფხულის სპონტანური მოგზაურობა, მზიანი ივლისის დასვენება თუ სექტემბრის ბოლოს ხანმოკლე გაქცევა ყოველდღიურობიდან. Wizz Air-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზაფხულო განრიგის ფარგლებში, რომელიც 1000-ზე მეტ მარშრუტს მოიცავს, ეს აქცია მგზავრებს საშუალებას აძლევს ევროპის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს ეწვიონ - წლის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ფასად.
სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი:
„აქცია მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას თავდაჯერებულად დაგეგმონ მომავალი მოგზაურობები, ჩვენი გაფართოებული საზაფხულო პროგრამა მთელ ქსელში უფრო მეტ მიმართულებას, მეტ ადგილსა და მეტ მოქნილობას სთავაზობს მგზავრებს, ვიდრე ოდესმე — რაც ყველას უადვილებს იმ მოგზაურობების დაგეგმვას, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობენ. Let’s WIZZ!”
პოპულარულ მიმართულებებზე ბილეთები სავარაუდოდ სწრაფად გაიყიდება, ამიტომ მგზავრებს ურჩევენ დროულად იმოქმედონ და ყველა ფასდაკლებულ შეთავაზებას გაეცნონ wizzair.com-სა და WIZZ-ის მობილურ აპლიკაციაში.
დამატებითი სიმშვიდისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ დაჯავშნისას დაამატონ WIZZ Flex მხოლოდ €10-დან. WIZZ Flex-ის საშუალებით მგზავრებს შეუძლიათ გეგმების შეცვლის შემთხვევაში, თავისუფლად გადაჯავშნონ ბილეთი Wizz Air-ის ნებისმიერ რეისზე ან გამგზავრებამდე 3 საათით ადრე გააუქმონ ბილეთი და მიიღონ ღირებულების 100% WIZZ კრედიტის სახით.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 260 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად“იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში - რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.