LIFE

ტიმოთე შალამეს დაცემა: როგორ დაკარგა „ჰოლივუდის ოქროს ბიჭუნამ“ სტატუსი და რატომ ეძებს ის ხსნას დიკაპრიოსთან?

ტიმოთე შალამეს დაცემა: როგორ დაკარგა „ჰოლივუდის ოქროს ბიჭუნამ“ სტატუსი და რატომ ეძებს ის ხსნას დიკაპრიოსთან?

ჰოლივუდის საყვარელი პრინცი, ტიმოთე შალამე, სერიოზული კრიზისის წინაშეა. სულ ცოტა ხნის წინ ის ყველგან იყო, თუმცა 2026 წლის მარტში მისი რეპუტაცია საპნის ბუშტივით გასკდა.

სკანდალი, რომელმაც ინდუსტრია ააფორიაქა

ყველაფერი ერთი გაუაზრებელი ფრაზით დაიწყო. მეთიუ მაკკონაჰისთან ინტერვიუს დროს, შალამემ ბალეტი და ოპერა „მომაკვდავ“ ხელოვნებად მოიხსენია და დასძინა, რომ ეს სფეროები აღარავის აინტერესებს.
რეაქციამ არ დააყოვნა. ჰოლივუდის ლეგენდებმა ტიმოთე „კუთხეში დააყენეს“:

ვუპი გოლდბერგი: „ფრთხილად იყავი, ბიჭო, შენს ოჯახშიც მოცეკვავე ცხოვრობს!“

სტივენ სპილბერგი: „ბალეტი და ოპერა ისეთივე მარადიულია, როგორც კინო.“

ნათან ლეინი: „ხალხი “გედების ტბას“ მაშინაც უყურებს, როცა შალამე აღარავის ემახსოვრება.“

ოსკარების მარცხი და „კაილის ეფექტი“

სკანდალს დაემატა ოსკარებზე განცდილი მარცხი - ტიმოთემ საუკეთესო მსახიობის ჯილდო მაიკლ ბ. ჯორდანს დაუთმო. ამბობენ, რომ მსახიობი იმდენად გაბრაზებულია, რომ ცერემონიიდან კაილი ჯენერთან ერთად დემონსტრაციულად წავიდა.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შალამეს იმიჯს კაილი ჯენერთან ურთიერთობაც აზიანებს. რეალითი შოუს ვარსკვლავი ხშირად ჩრდილავს მსახიობს თავისი გადამეტებული პოპულარობით, რამაც ტიმოთე სერიოზული არტისტიდან „ყვითელი პრესის“ მთავარ გმირად აქცია.

ლეონარდო დიკაპრიოს გეგმა: როგორ გადავრჩეთ?

ინსაიდერების თქმით, შალამე ახლა ლეონარდო დიკაპრიოსგან იღებს რჩევებს. ლეომ, რომელიც თავად იყო 90-იანების მთავარი სექს სიმბოლო ზუსტად იცის, როგორ უნდა იქცეს კერპი ლეგენდად.

დიკაპრიოს ფორმულა მარტივია:

აღარანაირი ექსცენტრიული სამოსი და ელექტრო-ველოსიპედით გამოჩენა პრემიერებზე.
ნაკლები საჯარო გამოჩენა კაილისთან.

ლეოს მსგავსად, ტიმოთემაც უნდა ისწავლოს, რომ „სამუშაომ ილაპარაკოს მის ნაცვლად“.

რა იქნება შემდეგ?

მიუხედავად ყველაფრისა, შალამეს ჩამოწერა ადრეა. წინ „დიუნის“ მესამე ნაწილია, სადაც ის კვლავ მთავარ როლშია. თუმცა, ერთი რამ ცხადია: თუ ტიმოთე „გაზრდას“ არ დაიწყებს და დიკაპრიოს გზას არ გაჰყვება, ის შეიძლება მხოლოდ ერთ ლამაზ მოგონებად დარჩეს ჰოლივუდის ისტორიაში.