სოფია ვერგარას ჯანმრთელობის გაკვეთილები, რომლებიც დედაზე ზრუნვამ ასწავლა
- 25.03.2026
სოფია ვერგარამ კარგად იცის, რომ ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტია. ეს მხოლოდ მის მკაცრ ფიტნეს რუტინაში კი არ ჩანს, არამედ იმაშიც, თუ როგორ უვლის საყვარელ ადამიანებს. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დედას მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა, სოფია მისი მთავარი „მომვლელი“ გახდა.
„სულ თავზე უნდა ვადგე და ვკარნახობდე, რა გააკეთოს,“ - ამბობს ღიმილით. „ძალიან ურჩია! სულ უნდა ვურეკო და ვახსენო: ახლა ეს ქენი, ის დალიე...“

მთავარი გაკვეთილები, რომლებიც სოფიამ ისწავლა:
-
შენს სხეულს შენზე უკეთ არავინ იცნობს: „არასდროს მისცე სხვას უფლება გითხრას, რომ რაღაც გეჩვენება ან თავისით გაივლის. ენდე შენს ინტუიციას.“
-
იყავი საკუთარი თავის ადვოკატი: სოფია თვლის, რომ სამედიცინო სფეროში თავდაჯერებულობა აუცილებელია. თუ დიაგნოზს გისვამენ, გადაამოწმე სხვა ექიმებთანაც. „ექიმები ღმერთები არ არიან. ინფორმაციის მოძიება დიდი შრომაა, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა.“
-
პრევენცია გადამწყვეტია: სოფია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტესტს, რომელიც შარდში ალბუმინისა და კრეატინინის თანაფარდობას განსაზღვრავს და გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის პრობლემების ადრეულ ნიშნებს ავლენს. „ეს ტესტი ექიმს თავად უნდა სთხოვოთ, რადგან ხშირად მას სტანდარტულ შემოწმებაში არ რთავენ.“

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
სხვისი მოვლა რთულია, ხშირად დამღლელიც, მაგრამ ვერგარასთვის ეს ყველაფერი სიყვარულის გამოხატვაა.
„ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, რადგან ეხმარები მას, ვინც გიყვარს. იმედი მაქვს, ოდესმე, როცა მე ვიქნები ასეთ მდგომარეობაში, ვინმე ჩემზეც ასე იზრუნებს.“
თემები: ჯანმრთელობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია