LIFE

Wizz Air-მა Immfly-სა და gateretail-თან პარტნიორობით ინტეგრირებული ციფრული სალონის ეკოსისტემა წარადგინა

Wizz Air-მა Immfly-სა და gateretail-თან პარტნიორობით ინტეგრირებული ციფრული სალონის ეკოსისტემა წარადგინა

Bluetooth სისტემაზე ადაპტირებული სავარძლიდან შეკვეთის სისტემა Wizz Air-ის 260-ზე მეტ თვითმფრინავში დაინერგება

  • ექვსთვიანი საცდელი პროგრამა გაერთიანებულ სამეფოში, ხუთ თვითმფრინავზე, მგზავრებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ შეტყობინებებით, ფრენის დროს გასართობი კონტენტის შეძენით, სავარძლიდან შეკვეთითა და რეალურ დროში გადახდებით

  • Wizz Air-ის ეს ინოვაცია კიდევ უფრო გააუმჯობესებს მგზავრის გამოცდილებას, გაზრდის ეკიპაჟის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას

Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანიამ, Immfly-სა და gateretail-თან პარტნიორობით ახალი ციფრული სალონის ეკოსისტემა დანერგა, რომელიც ერთიან პლატფორმაში აერთიანებს ბორტზე საცალო გაყიდვებს, მგზავრებსა და ეკიპაჟს შორის კავშირს, ასევე ოპერაციულ მონაცემებს. 

ეს ინიციატივა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს Wizz Air-ის ციფრული სტრატეგიის ფარგლებში და ხაზს უსვამს ავიაკომპანიის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მოთამაშის პოზიციას, ავიაციის სფეროში. თანამშრომლობა უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან და ჩართულ გამოცდილებას მგზავრებისთვის, პარალელურად კი შემოაქვს შეზღუდული კავშირის შესაძლებლობა. 

პროგრამა მოიცავს Bluetooth-ის სისტემაზე ადაპტირებული სავარძლიდან შეკვეთის სისტემის დანერგვას მთელ ფლოტში, ასევე ექვსთვიან საცდელ პროგრამას გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ახალი სერვისების მხარდაჭერას უზრუნველყოფს — მათ შორის ფრენისას გასართობი კონტენტის შეძენასა და შეტყობინებების სერვისებს. აღნიშნული ინიციატივა Wizz Air-ის მასშტაბირებადი ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და საბოლოოდ - ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას. 

Bluetooth სისტემაზე ადაპტირებული სავარძლიდან შეკვეთა მთელ ფლოტში

ვრცელი ტესტირების შემდეგ, Wizz Air-მა Bluetooth-ზე ადაპტირებული სავარძლიდან შეკვეთის სისტემა დანერგა Airbus A320 და A321 ტიპის 260-ზე მეტ თვითმფრინავში. მგზავრებს, რომლებიც ფრენამდე ჩამოტვირთავენ Wizz Air-ის მობილურ აპლიკაციას, შეუძლიათ საკუთარი მოწყობილობიდან, ინტერნეტის გარეშე, დაათვალიერონ და შეიძინონ საკვები, სასმელები და ბორტზე წარმოდგენილი პროდუქცია. შეკვეთები Bluetooth-ის საშუალებით ეგზავნება ეკიპაჟს, რაც ამცირებს მოლოდინის დროს, ზრდის შეკვეთის სიზუსტეს და აუმჯობესებს ბორტზე მომსახურების პროცესს - მათ შორის, შესაძლებელს ხდის, რომ მგზავრმა შეკვეთა მომსახურების დაწყებამდეც კი მიიღოს.



სისტემა მუშაობს Immfly-ის ერთიან საცალო და ციფრული სალონის ეკოსისტემაზე და ინტეგრირებულია gateretail-ის ბორტზე გაყიდვების პლატფორმასთან, რაც აძლიერებს დამატებითი შემოსავლების გენერირებას და ზრდის ეკიპაჟის გაყიდვების ეფექტიანობას.

დაკავშირების შესაძლებლობის საცდელი პროგრამა გაერთიანებულ სამეფოში

Wizz Air ასევე იწყებს ექვსთვიან საცდელ პროგრამას ხუთ ბრიტანულ თვითმფრინავზე, რომლის ფარგლებშიც შეაფასებს კავშირიანობის სხვადასხვა გადაწყვეტილებას (Immfly-ის Equilux სერვერისა და Iridium-ის გლობალური სატელიტური ქსელის გამოყენებით). 

პროგრამა უზრუნველყოფს ბორტზე ახალი სერვისების დანერგვას, მათ შორის:

  • ფრენისას გასართობი კონტენტის შეძენა - ფილმები, სერიალები, პოდკასტები, მუსიკა, თამაშები და საბავშვო კონტენტი

  • WhatsApp-ის შეტყობინებების სერვისი ფრენის დროს

  • სავარძლიდან შეკვეთა რეალურ დროში გადახდის ავტორიზაციით, რაც ამცირებს უარყოფილი გადახდების რაოდენობას და ხარჯებს

  • რეალურ დროში ფრენის ინფორმაცია და დანიშნულების ადგილის შესახებ კონტენტი

ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება

მგზავრებისთვის განკუთვნილი სერვისების გარდა, პროგრამა მოიცავს კოკპიტის აპლიკაციების ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს რეალურ დროში მონაცემების გაზიარებასა და გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერას, მარშრუტების დაგეგმვისა და საწვავის ოპტიმიზაციის გაუმჯობესების მიზნით. წარმატებული ტესტირების შემთხვევაში, შესაძლოა დამატებით შეფასდეს MedAire-ის ინტეგრაციაც, რათა გაიზარდოს ბორტზე სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა გაუმჯობესებული კავშირის პირობებში.

Wizz Air-ის კომერციული დირექტორი, იან მალინი:

„ეს ინიციატივა მიზნად ისახავს გადახედოს იმას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბორტზე გამოცდილება დაბალბიუჯეტიან გარემოში. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ჭკვიან და მასშტაბირებად ტექნოლოგიებში, რომლებიც მომხმარებლებს აძლევს მეტ კონტროლსა და არჩევანს - იქნება ეს სავარძლიდან შეკვეთა თუ ფრენის დროს კავშირიანობა. ამასთან, ეს ეხმარება ჩვენს ეკიპაჟებს უფრო სწრაფი და უწყვეტი მომსახურების მიწოდებაში. ჩვენ მუდმივად ვეძებთ უფრო ეფექტიან გზებს ოპერირების გასაუმჯობესებლად და მომხმარებლებისთვის მეტი ღირებულების შესაქმნელად - ეს ინიციატივა სწორედ ამის ნათელი მაგალითია.”

Immfly-ის პრეზიდენტი, ფერნანდო გინეა:

„ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ციფრული სალონის რეალიზაციის მიმართულებით. Immfly-ის ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საცალო გაყიდვებს, კავშირიანობასა და ოპერაციულ მონაცემებს, Wizz Air-ს საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს ბორტზე გამოცდილების ყველა ასპექტი — Bluetooth-ზე დაფუძნებული შეკვეთიდან რეალურ დროში ოპერაციულ ანალიტიკამდე. ეს პროგრამა ნათლად აჩვენებს, როგორ ზრდის ჩვენი ტექნოლოგია ჩართულობას, საცალო გაყიდვების ეფექტიანობას და ოპერაციულ შედეგებს.”

gategroup-ის კომერციული დირექტორი და LATAM & APME რეგიონის პრეზიდენტი, ფედერიკო გერმანი:

„Bluetooth-ზე დაფუძნებული სავარძლიდან შეკვეთა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც მგზავრებისთვის, ისე ავიაკომპანიებისთვის. ის ქმნის უფრო მარტივ და კომფორტულ გზას ბორტზე შეთავაზებების შესაძენად და ეკიპაჟს აძლევს რეალურ დროში ხედვას ეფექტიანი მომსახურებისთვის. gateretail-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს გადაწყვეტა ხელს უწყობს მომხმარებლის ჩართულობის ზრდასა და შემოსავლების პოტენციალის მაქსიმიზაციას.”

ეს თანამშრომლობა წარმოადგენს Wizz Air-ის კიდევ ერთ ინოვაციას, Wizz Link-ისა და Wizz Class-ის დანერგვის შემდეგ, და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ერთგულებას ინოვაციებისადმი და მომხმარებლის შეთავაზების მუდმივ განვითარებას სწრაფი ზრდის პარალელურად.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 68,6 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. იგი airlineratings.com-ის - მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტის შეფასების სააგენტოს - მიერ დასახელდა მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიხედვით „წლის ავიაკომპანიის” ტიტული მოიპოვა 2019 და 2023 წლებში. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია” World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021-2025 წლებში. 2025 წელს კი, ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიხედვით, ავიაკომპანია ლიდერობდა ემისიების მაჩვენებლებით, რაც განპირობებულია ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით განხორციელებული ქმედებებით.