LIFE

სკანდალიდან ახალ სიყვარულამდე: მეგან მარკლის 81 წლის მამამ ბედნიერება ფილიპინელ ექთანთან იპოვა

სკანდალიდან ახალ სიყვარულამდე: მეგან მარკლის 81 წლის მამამ ბედნიერება ფილიპინელ ექთანთან იპოვა

პრინც ჰარის სიმამრი, თომას მარკლი, რომელიც წლებია საკუთარ ქალიშვილთან, მეგანთან „დამშვიდობებას“ და საჯარო დაპირისპირებას განიცდის, კვლავ ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ამჯერად მიზეზი არა სამეფო ოჯახის კრიტიკა, არამედ მოულოდნელი სიყვარულია.

ვინ არის „სერ თომასის“ რჩეული?

81 წლის თომას მარკლიმ გული 46 წლის ფილიპინელ ექთანს, რიო კანედოს აჩუქა. მიუხედავად 35-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, ჰოლივუდის ყოფილი განათების ოპერატორი ამბობს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს.

წყვილმა ერთმანეთი ფილიპინებში, ქალაქ სებუში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში გაიცნო. თომასი იქ მძიმე ოპერაციის - ფეხის ამპუტაციის შემდეგ გადიოდა მკურნალობას. რიომ, რომელსაც ორი ზრდასრული შვილი ჰყავს, თავიდან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი პაციენტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქალბატონის მამა იყო.

„არასდროს მეგონა, თუ ჩემს ასაკში კიდევ ვიპოვიდი სიხარულს. წლების განმავლობაში თავს მიტოვებულად და სევდიანად ვგრძნობდი, ახლა კი ცხოვრებით ვტკბები,“ - აცხადებს მარკლი.

ცხოვრება მეგანის შემდეგ

თომასმა, რომელმაც 2022 წელს ინსულტი გადაიტანა, ხოლო შარშან ფეხი დაკარგა, საცხოვრებლად ფილიპინები სპეციალურად აირჩია, რათა შორს ყოფილიყო აშშ-ის პრესისგან და მეგანთან დაკავშირებული მოგონებებისგან. მისი თქმით:

  • მკაცრი დიეტა: რიო მას შაქრის მიღებას უკრძალავს და წონაში დაკლებაში ეხმარება.

  • ემოციური კავშირი: თომასს მეტყველება სწორედ რიოსთან მუდმივი საუბრების წყალობით აღუდგა.

  • წარსულის დავიწყება: მის ოთახში მეგანის ფოტოებს ვეღარ ნახავთ. „ოჯახი მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება იცხოვრო ტკივილში? მე წინ წავედი,“ - ამბობს ის.

„მე და მეფე ჩარლზი ერთ ნავში ვართ“

მიუხედავად ახალი ბედნიერებისა, თომასისთვის სევდის მიზეზად მაინც რჩება ის ფაქტი, რომ არასდროს უნახავს სიძე - პრინცი ჰარი - და შვილიშვილები, არჩი და ლილიბეტი. ის პარალელს მეფე ჩარლზთან ავლებს:

„რა უცნაურია, მე აქ, ჩემს პატარა სამყაროში და ის, ინგლისის მეფე, ერთ ნავში ვართ  - ორივეს გვიკრძალავენ შვილიშვილების ნახვას.“

იქნება თუ არა ქორწილი?

თომას მარკლი არ გამორიცხავს რიოზე დაქორწინებას, თუ ეს ქალისთვის იქნება სასარგებლო, თუმცა ამ ეტაპზე წყვილი უბრალოდ ერთად ცხოვრებით ტკბება. ის გეგმავს, გამოჯანმრთელების შემდეგ საყვარელი ქალი ჰოლივუდში წაიყვანოს და ის ადგილები აჩვენოს, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა.