სეზონი პიკშია: ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული მარწყვის მიღება?
- 03.05.2026
მარწყვი ვიტამინების, მინერალებისა და სასარგებლო მცენარეული ნაერთების ნამდვილი საბადოა. ის მდიდარია C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავითა და იოდით, თუმცა, მიუხედავად მისი არაჩვეულებრივი გემოსა და სარგებლისა, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც ამ კენკრის მიღება რეკომენდებული არ არის.
ვინ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე?
-
თირკმელების პრობლემების მქონე პირები: მარწყვი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს. თუ თირკმელები გამართულად ვერ ფუნქციონირებს და ორგანიზმიდან ჭარბი კალიუმის გამოდევნას ვერ ახერხებს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ეს მდგომარეობა ვლინდება ღებინებით, სუნთქვის გაძნელებითა და გულისცემის აჩქარებით.

-
გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტების მომხმარებლები: ბეტა-ბლოკერები, რომლებსაც ხშირად ნიშნავენ გულის დაავადებების დროს, სისხლში კალიუმის დონეს ისედაც ზრდის. ამიტომ, ვინც ამ ტიპის წამლებს იღებს, მარწყვი მხოლოდ ზომიერი რაოდენობით უნდა მიირთვას.
-
პესტიციდების რისკი: სპეციალისტები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ სერტიფიცირებულ, ორგანულ პროდუქტს, რათა თავიდან ავიცილოთ პესტიციდების მავნე ზემოქმედება.

როგორ მივირთვათ მარწყვი სწორად?
ექიმები არ გვირჩევენ მარწყვის ჭამას უს უზმოზე (მშიერ კუჭზე) ან უშუალოდ ძირითადი კვების შემდეგ. საჭმლის მომნელებელ სისტემაში გართულებების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ის კვებათა შორის შუალედში მიირთვათ.
უსაფრთხოა თუ არა ბავშვებისთვის და ორსულებისთვის?
-
ორსულობა: მარწყვი ორსულებისთვის სასარგებლო და სრულიად უსაფრთხოა (თუ არ არსებობს ინდივიდუალური ალერგია).
-
მეძუძური დედები: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ძუძუთი კვებისას სპეციფიკური დიეტის დაცვა საჭირო არ არის. მთავარია, დედის კვება იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი.

რჩევა: თუ მარწყვის მიღების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის.
თემები: ხილი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია