LIFE

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

ყველაზე დიდი ხნის ისტორიის მქონე საგვარეულო და მსოფლიოში ყველაზე მეტი (120) ტიტულის და ჯილდოს მქონე კუპაჟირებული ვისკის — Grant’s-ის ისტორია 1887 წლიდან დაიწყო: უილიამ გრანტმა 7 ვაჟის და 2 ქალიშვილის დახმარებით შოტლანდიის ქალაქ დაფთაუნში დისტილერი (სახელად Glenfiddich-ი) ააშენა. რადგანაც Grant’s-ის წარმატება ოჯახის წევრების ერთიანი ძალისხმევის შედეგია, ბრენდის სლოგანებია — „გაერთიანდით!“ და „მეგობრებთან ერთად უკეთ დააგემოვნებ!“

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

ამჯერად Grant’s-მა 8 მარტის აღსანიშნავად ქართველი ქალბატონები და მამაკაცები გააერთიანა: აბანოთუბანში მდებარე ორიგინალურ ლოკაცია „კაფე-თეატრში“ 4 ულამაზესი ქალბატონი მიიწვია, რომლებსაც თბილისის წამყვანმა ბარმენებმა Grant’s-ის ბაზაზე კოქტეილების დამზადება ასწავლეს.

ექსპერიმენტში მონაწილეობენ: ნინი ბექაური, მოდის ბლოგერი; ნინი ჩივაძე, პროდიუსერი და მოდელი; ანი ალადაშვილი, თეატრის და კინოს მსახიობი; ქეთი ჩივაძე, პროდიუსერი და ფოტომოდელი; ბარმენები: ალექსანდრე ცისკაძე, რომა სუვარიანი, ზაურ თეიმურაზოვი, რატი მანდარია.

კოქტეილები, რომლებიც ქალბატონებმა ბარმენების დახმარებით დაამზადეს, სახლის პირობებშიც მარტივად კეთდება. გაეცანი რეცეპტებს და გაიფერადე სარვამარტო დღესასწაული!

ნინი ბექაური, მოდის ბლოგერი; ალექსანდრე ცისკაძე, ბარმენი

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

ალექსანდრე ცისკაძე: „გადავწყვიტე, ნინის ძალიან პოპულარული, ტრადიციული ამერიკული კოქტეილის — „მანჰეტენის“ დამზადება ვასწავლო. ცნობისათვის, ნიუ-იორკის ბარებში ყოველი მე-2 შეკვეთა სწორედ „მანჰეტენია“.

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

მომზადების წესი:

„მანჰეტენი“ stir-მეთოდით მზადდება, რაც მორევას გულისხმობს. კოქტეილის მოსამზადებელ ჭიქაში მოვათავსოთ ყინულები, ამავდროულად ყინულებით ის ჭიქაც გავაციოთ, რომელშიც სითხე საბოლოოდ უნდა მოთავსდეს. ჩავასხათ 50 მგ Grant’s-ი, 30 მგ Martini Rosso, 3-4 წვეთი Angostura Bitter-ი, მოვურიოთ და უკვე გაციებულ ჭიქაში გადავწუროთ. დეკორისთვის ვიყენებთ ფორთოხლის ცედრას, ანუ კანს“.

ნინი ჩივაძე, პროდიუსერი, მოდელი; რომა სუვარიანი, ბარმენი

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

რომა სუვარიანი: „ნინისთვის სპეციალური კოქტეილი შევქმენი. კოქტეილს გამაგრილებელი ეფექტი აქვს, დარწმუნებული ვარ, გესიამოვნებათ!

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

მომზადების წესი:

ეს კოქტეილი muddle-მეთოდით მზადდება, რაც ჭყლეტვას გულისხმობს. დაგჭირდებათ Grant’s-ი, Amaretto, ჯანჯაფილი, ლაიმი და Ginger-Ale-ის ტონიკი. ჭიქაში მოვათავსოთ ჯანჯაფილი და ლაიმი, დავამატოთ 1 კოვზი შაქარი და დავჭყლიტოთ. შემდეგ ვამატებთ 50-60 მგ Grant’s-ს, 5-10 მგ Amaretto Disaronno-ს და ჭიქას Ginger-Ale-ის ტონიკით ვავსებთ“.

ქეთი ჩივაძე, პროდიუსერი, ფოტომოდელი; ზაურ თეიმურაზოვი, ბარმენი

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

ზაურ თეიმურაზოვი: „გადავწყვიტე, ქეთის ერთ-ერთი უძველესი კლასიკური კოქტეილის — Old-Fashioned-ის დამზადება ვასწავლო. მას სახლის პირობებშიც თავისუფლად გააკეთებთ. დღესდღეობით კლასიკური კოქტეილები ისევ აქტუალური გახდა და ვფიქრობ, Old-Fashioned-ი სარვამარტოდ იდეალური არჩევანია.

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

მომზადების წესი:

ჭიქაში ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი მოათავსეთ და 1 ნაჭერი ფორთოხალი დააწურეთ. სითხეს კოვზით მოურიეთ და 50 მგ Grant’s-ი დაამატეთ. მიღებულ ნაზავს ისევ მოურიეთ, დაამატეთ ლიმონის ბიტერი, საბოლოოდ კი ჭიქა Soda-Water-ის ტონიკით შეავსეთ. გაფორმებისთვის ფორთოხლის ნაჭერი გამოიყენეთ“.

ანი ალადაშვილი, თეატრის და კინოს მსახიობი; რატი მანდარია, ბარმენი

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

რატი მანდარია: „ანის Grant’s Sour-ის დამზადებას ვასწავლი. ის ლაიმის ბაზაზე მზადდება და სასიამოვნო, მომჟავო გემო აქვს.

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!

მომზადების წესები:

შეიკერში მოვათავსოთ ლაიმის ფრეში, 1-2 წვეთი თაფლი, 5 მგ შაქრის სიროფი, 50 მგ Grant’s-ი და შევანჯღრიოთ. მეთოდს shake & strain-ი ეწოდება, ანუ ანჯღრევა და გამოწურვა (ლაიმის)“.

Grant’s-ის სარვამარტო სიურპრიზი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ!