ნუ წახვალთ ზღვაზე, სანამ ამას არ ნახავთ! 9 ფილმი, რომელიც ზაფხულის გეგმებს თავდაყირა დააყენებს
- 21.06.2026
ზაფხულში ყველას პლაჟზე კოტრიალი, სრული გადატვირთვა და ახალი ემოციები გვინდა. მაგრამ რა ვქნათ, თუ შვებულება ჯერ კიდევ შორსაა, ბიუჯეტი სხვა გეგმებს ითხოვს, ან უბრალოდ საქმეებში ვართ ჩაფლულები?
გამოსავალი არსებობს: კინო-მოგზაურობა! ეს 10 ფილმი მომენტალურად გადაგიყვანს საზაფხულო ტალღაზე, თუნდაც კონდიციონერიან ოთახში იჯდე. ჩაინიშნე და მოემზადე კინო მარათონისთვის:
1. „არეული ოჯახი“ (Blended, 2014)
ლოკაცია: აფრიკული საფარი

ადამ სენდლერი + დრიუ ბერიმორი = კლასიკური კომედია. ორი მარტოხელა მშობელი, კატასტროფული პირველი პაემნის შემდეგ, შემთხვევით ერთსა და იმავე აფრიკულ კურორტზე და თან ერთ ნომერში აღმოჩნდება. ეგზოტიკა, იუმორი და ოჯახური ქაოსი გარანტირებულია.
2. „არდადეგები პროვანსში“ (Avis de mistral, 2014)
ლოკაცია: სამხრეთ საფრანგეთი

ჟან რენო ბრაზიანი ფერმერის როლში, რომელსაც ქალაქელი შვილიშვილები „სასჯელად“ ჩაჰყავს. ინტერნეტის გარეშე, ბუნებაში და მკაცრი ბაბუის მეთვალყურეობის ქვეშ - იდეალური, თბილი საოჯახო ფილმია.
3. „არდადეგები ორისთვის“ (People We Meet on Vacation, 2026)
ლოკაცია: ბარსელონა

ემილი ჰენრის ბესტსელერის ეკრანიზაცია. პოპი და ალექსი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც ყოველ ზაფხულს ერთად მოგზაურობენ. მეცხრე ვოიაჟის შემდეგ რაღაც აირია... და აი, 2 წლის შემდეგ ისინი ბარსელონაში, მეგობრის ქორწილში ხვდებიან. რომანტიკის მოყვარულებო, ეს თქვენთვისაა!
4. „ზაფხული, როცა ფრენა ვისწავლე“ (How I Learned to Fly, 2022)
ლოკაცია: ხორვატიის სანაპირო

14 წლის სოფიას ოცნების ბანაკის ნაცვლად ბებიასთან უშვებენ ხორვატიაში. თავიდან მოხუცების გარემოცვა ჯოჯოხეთი ჰგონია, მაგრამ ეს ზაფხული მის ცხოვრებაში ყველაზე სათავგადასავლო, საიდუმლოებებით სავსე და გარდამტეხი აღმოჩნდება.
ფაქტი: ზოგიერთმა ფილმმა მსოფლიო ტურიზმის რუკა სამუდამოდ შეცვალა. ქვემოთ ზუსტად ასეთ შედევრებს შეხვდები!
5. „სენიორ რობინზონი“ (Signor Robinson, 1976)
ლოკაცია: უკაცრიელი კუნძული

იტალიური კომედიების ოქროს კლასიკა. კომფორტს ჩვეული მილიონერი რობერტო კუნძულზე აღმოჩნდება, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს, სანამ ადგილობრივ ლამაზმანს - „პარასკევას“ არ შეხვდება. ნოსტალგიური და ძალიან სასაცილო.
6. „ჩემი კატა და მე“ (Mon chat et moi, 2023)
ლოკაცია: ფრანგული ტყეები და ბუნება

თუ გინდათ მაქსიმალურად საყვარელი (cute) ფილმი ნახოთ, ეს არის. პატარა კლემანსი და მისი კნუტი რუ პარიზიდან ქალაქგარეთ მიდიან. კნუტისთვის თავისუფლება ნამდვილი სამოთხეა, გოგონასთვის კი – გაკვეთილი იმისა, თუ როგორ უნდა გაუგოს საყვარელ ცხოველს.
7. „პლაჟი“ (The Beach, 2000)
ლოკაცია: ტაილანდი, მაია ბეი

ფილმი, რომელმაც ტაილანდში ტურისტული ბუმი გამოიწვია. ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიო საიდუმლო, ხელუხლებელი კუნძულის ძიებაში. ველური ბუნება, თავისუფლების წყურვილი და ფსიქოლოგიური დრამა კრისტალურად სუფთა წყლის ფონზე.
8. „თავი მოაჩვენე ჩემს ცოლად“ (Just Go with It, 2011)
ლოკაცია: ჰავაი

ადამ სენდლერი და ჯენიფერ ენისტონი ჰავაის კუნძულებზე. პლასტიკური ქირურგი გოგონას მოსატყუებლად საკუთარ ასისტენტს სთხოვს, ყოფილი ცოლის როლი ითამაშოს, თუმცა ტყუილი ისე იხლართება, რომ მთელი შემადგენლობა ჰავაიზე მიფრინავს. იდეალური საზაფხულო „feel-good“ კინო.
9. „ბრიუგეში ჩაწოლა“ (In Bruges, 2008)
ლოკაცია: ბრიუგე, ბელგია

მათთვის, ვისაც პლაჟს ევროპული არქიტექტურა, ესთეტიკა და შავი იუმორი ურჩევნია. ორი დაქირავებული მკვლელი (კოლინ ფარელი და ბრენდან გლისონი) შეკვეთის ჩაფლავების შემდეგ ბელგიის ულამაზეს, შუა საუკუნეების ქალაქში იმალება. ერთი აღფრთოვანებულია ქალაქით, მეორე კი – დეპრესიაშია. საკულტო კრიმინალური დრამა.
თემები: ფილმები, საუკეთესო ფილმები