დეტალები შანელის 2017 წლის ჩვენებიდან - ძლიერი ქალი კოსმიური ელემენტებით
- 09.03.2017
პარიზში შანელის ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომლის მთავარი თემაც კოსმოსი გახლდათ.
ჩვენება ფანტასტიკური ჟანრის ფილმს მოგაგონებდათ. სამოსთან და ჩვენების თემასთან საოცარ ჰარმონიაში იყო ის აქსესუარები და დეტალები, რომლებიც შანელის სახლის კრეატიულმა დირექტორმა კარლ ლაგერფილდმა საზოგადოებას წარუდგინა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო რაკეტის ფორმის ვერცხლისფერი ჩანთა. ექსტრავაგანტული, გამორჩეული და ელეგანტური - ასე შეაფასეს ის მოდის კრიტიკოსებმა.
თმის აქსესუარი, ასევე ვერცხლისფერში და კოსმოსურ სტილში გაწყობილი.
ვერცხლისფერი ჩექმა, რომელსაც „მთვარის შუქი“ უწოდეს.
საბნის მსგავსი მოსასხამები, ბრენდის ერთ-ერთი გამოკვეთილი ხაზია 2017 წელს
ფართე ყელსაბამი, რომელიც ასტრონავტის ქუდის ბოლოს მოგაგონებთ.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ტრენდი, ქალები, რჩევები, ჩაცმულობა
<a href="http://www.elle.com/">http://www.elle.com/</a>