მშობლები

„ჩემი არცერთი ორსულობა მარტივი არ ყოფილა“ - ენ ჰეთეუეიმ სენ-ტროპეს პლაჟიდან ორსულობა დაადასტურა

„ჩემი არცერთი ორსულობა მარტივი არ ყოფილა“ - ენ ჰეთეუეიმ სენ-ტროპეს პლაჟიდან ორსულობა დაადასტურა

„პატარავ, მე შენი ვარ“ - 43 წლის ენ ჰეთეუეი მესამე შვილს ელოდება

ოსკაროსანი ვარსკვლავი ენ ჰეთეუეი მესამე შვილის მოლოდინშია! 43 წლის მსახიობმა გულშემატკივრებს სიახლე „ინსტაგრამზე“ ემოციური ვიდეოთი გაუზიარა, სადაც უკვე წამოზრდილ მუცელს აჩენს და წერს: „პატარავ, მე შენი ვარ“.

მანამდე კი პაპარაცებმა მსახიობი საფრანგეთში, სენ-ტროპეს ერთ-ერთ პოპულარულ სანაპიროზე დააფიქსირეს. ენმა ორსულობის დასამალად ჭრელი ბიკინი, დიდი მზის სათვალე და ჩალის ქუდი შეუხამა, თუმცა მომრგვალებული მუცელი შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა.



ის სანაპიროზე მეუღლესთან, ადამ შულმანთან, შვილებთან (ჯონათანთან და ჯეკთან) და ახლო მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

კარიერული პიკი და ყველაზე დატვირთული წელი

საინტერესოა, რომ მესამე ორსულობა ენის კარიერაში ყველაზე დატვირთულ პერიოდს დაემთხვა. ის ახლახან  მონაწილეობდა ფილმების - „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ (The Devil Wears Prada 2) და „დედა მარიამი“ (Mother Mary) - პრესტურებში. ამასთანავე, წინ კიდევ რამდენიმე მსხვილი კინოპროექტი ელოდება.

რთული გზა დედობამდე: „ეს არ ყოფილა მარტივი ხაზი“

ბედნიერი კადრების მიღმა ენ ჰეთავეის საკმაოდ მძიმე გამოცდილება იმალება, რაზეც მსახიობი ყოველთვის გულახდილად საუბრობს. 2024 წელს Vanity Fair-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ 2015 წელს მუცელი მოეშალა.

მეორე შვილის მოლოდინში მყოფმა კი სოციალურ ქსელში საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა ქალს, ვინც უშვილობასა და რეპროდუქციულ პრობლემებს ებრძვის:

„მინდა მხარი დავუჭირო ყველა იმ ქალს, ვინც უშვილობას ებრძვის და დაორსულების იმედით ნამდვილ ჯოჯოხეთის გზას გადის. გთხოვთ, იცოდეთ - ჩემი არცერთი ორსულობა არ ყოფილა მარტივი და უპრობლემო. უდიდეს სიყვარულს გიგზავნით ყველას.“

მიუხედავად წარსული ტკივილისა, ენ ჰეთავეი დღეს ბრწყინავს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კარიერისა და მრავალშვილიანი დედობის შეთავსება სრულიად შესაძლებელია.