LIFE

„მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ“ - უთხარი ეს საკუთარ თავს სარკეში, შეიყვარე შენი თავი ყველა ნაკლითა და ღირსებით

„მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ“ - უთხარი ეს საკუთარ თავს სარკეში, შეიყვარე შენი თავი ყველა ნაკლითა და ღირსებით

შინაგანი სიმშვიდის პოვნა მაშინ იწყება, როცა შიშებსა და ნერვიულობას სამყაროს მიანდობ და დაიჯერებ, რომ ყველაზე გაურკვეველ მომენტებშიც კი მარტო არ ხარ. ბესტსელერების ავტორი, რებეკა საიმონი გვახსენებს, რომ უმნიშვნელოვანესია ვენდოთ ცხოვრების დინებას, ვიქონიოთ მოთმინება და დავეყრდნოთ იმ უხილავ ძალასა თუ მფარველობას, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ჩვენ გვერდითაა.

ხშირად არის სიტყვები, რომლებსაც გულში ვფიქრობთ, მაგრამ ხმამაღლა არასდროს ვამბობთ. არადა, ეს სიტყვები გარშემომყოფებსაც ძალიან სჭირდებათ და თქვენც.

აი, ფრაზები, რომელიც საკუთარ თავს ხშირად უნდა გაუმეოროთ.

  • მე ნამდვილად ვამაყობ შენით - შეამჩნიე შენი პატარა გამარჯვებებიც კი. შენ იმაზე მეტს უძლებ და აკეთებ, ვიდრე გგონია.

  • ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა - ისწავლე მადლიერება საკუთარი თავისა და იმ წუთების მიმართ, რომლებმაც თუნდაც წამით გაგაღიმა.

  • მე ვფიქრობდი შენზე - გაუგზავნე ეს სიგნალი შენს შინაგან მეს, იზრუნე საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე.

  • შენ არავის წინაშე არ ხარ ვალდებული, თავი იმართლო - შენი ცხოვრება, შენი არჩევანი და შენი შეცდომები მხოლოდ შენ გეკუთვნის. არ გჭირდება სხვებისგან დასტური იმისთვის, რომ იყო ის, ვინც ხარ.

  • მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ - უთხარი ეს საკუთარ თავს სარკეში. შეიყვარე შენი თავი ყველა ნაკლითა და ღირსებით.

  • არ იჩქარო, ყველაფერს თავისი დრო აქვს - მიეცი საკუთარ თავს ამოსუნთქვის, დასვენებისა და ნელი ნაბიჯებით სიარულის უფლება. სამყარო არ გაიქცევა.

გაუზიარე ეს სიტყვები სხვებსაც, მაგრამ პირველ რიგში დღესვე უთხარი ისინი საკუთარ თავს.