მადონას აღიარება: „შვილის დასამორჩილებლად მე მას მუდმივად ვაკონტროლებდი“
- 23.06.2026
მსოფლიო ვარსკვლავმა მადონამ პირველად გაამხილა, რომ მისსა და მის უფროს ქალიშვილს, ლურდეს ლეონს შორის წლების განმავლობაში ფარული ომი მიმდინარეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მათ იდეალურ დედა-შვილად იცნობს, რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა:
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?
ლურდესის თქმით, მადონა სახლში "კონტროლ-ფრიკია" (ადამიანი, რომელსაც ყველაფრის მართვა უყვარს). ქალიშვილმა ჯერ კიდევ წლების წინ გადაწყვიტა, რომ დედის ფული არ გამოეყენებინა და საკუთარი გზით ეცხოვრა, რათა დედას მასზე გავლენა არ ჰქონოდა.
მადონა ყვება, რომ ბოლო დროს გადატანილმა ოჯახურმა ტრაგედიებმა (ძმის გარდაცვალება, დედინაცვალთან რთული ურთიერთობა) აიძულა, შვილთან ურთიერთობა გადაეაზრებინა. სწორედ ამ მძიმე პერიოდში, ლურდესი თავად მივიდა დედასთან და შესთავაზა, ერთად სიმღერა ჩაეწერათ.

„ეს ჩვენი ურთიერთობის განკურნების ერთადერთი გზა იყო“, – ამბობს მომღერალი.
ახალი ალბომი სკანდალური დეტალებით
მადონამ მთელი თავისი ოჯახური ტკივილი ახალ სიმღერებში გადმოიტანა, რომელიც 3 ივლისს გამოდის. როგორც ჩანს, ამჯერად მადონამ არა მხოლოდ მუსიკით, არამედ საკუთარი ოჯახური დრამითაც გადაწყვიტა თაყვანისმცემლების გაოცება.
თემები: დედა და შვილი, მადონა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია