2026 წლის ივლისის თმის შეჭრისა და თავის მოვლის ასტროლოგიური კალენდარი
- 23.06.2026
2026 წლის ივლისი საკმაოდ ცვალებადი და კონტრასტული რიტმით ხასიათდება. ივლისის განმავლობაში დაძაბულობის პერიოდებს სიმშვიდე შეცვლის, თვის ბოლოს კი ყველაფერი ერთ წერტილში მოიყრის თავს და ნათელი გახდება, საით მიგვიყვანს მიმდინარე მოვლენები.
მთავარი წესი: რეტროგრადული მერკური 23 ივლისამდე
თავის მოვლის, იმიჯის ცვლილებისა და კოსმეტოლოგიური პროცედურების დაგეგმვისას მიმდინარე თვეში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
23 ივლისამდე რეტროგრადული მერკური მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ექსპერიმენტი, ახალი ტექნიკა, უცნობი სპეციალისტები ან რადიკალური პროცედურები სჯობს სამომავლოდ გადადოთ. თვის პირველ ნახევარში მხოლოდ ნაცად, უსაფრთხო და ნაცნობ მეთოდებს ენდეთ.
13 ივლისიდან მერკურის ახალი ციკლი იწყება და სივრცე ნელ-ნელა გაიხსნება მეტი სიმამაცისთვის, თუმცა სრულფასოვანი მწვანე შუქი მაინც 23 ივლისის შემდეგ აინთება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ „მთვარეს კურსის გარეშე“ - დროის ამ მონაკვეთებში ორგანიზმი ცუდად რეაგირებს ჩარევებზე, ამიტომ სჯობს ის დასვენებასა და რელაქსაციას დაუთმოთ.
ივლისის ასტროლოგიური დღიური: როდის რა დავგეგმოთ?
თვის დასაწყისი: სიფრთხილე და სტაბილურობის ძიება
1 ივლისი (მთვარე კურსის გარეშე 13:51-დან 21:33-მდე): თვე რბილი შენელებით იწყება. სხეული საუკეთესოდ რეაგირებს დასვენებაზე, მსუბუქ მოვლასა და SPA-ზე. თმის შეჭრასა და შეღებვას მოერიდეთ.
2-3 ივლისი: მარსისა და ურანის შეერთება ტყუპებში მოულოდნელობებით სავსე, ნერვულ და სწრაფ დღეებს აანონსებს. 3 ივლისის საღამოდან (19:27) მომდევნო დილამდე მთვარე კურსის გარეშეა. არ შეცვალოთ იმიჯი, სხეულის რეაქცია არაპროგნოზირებადი იქნება.
4-5 ივლისი: ყალიბდება ჰარმონიული „ბისექსტილის“ კონფიგურაცია, რომელიც წინა დღეების ქაოსს განმუხტავს. 4 ივლისის დილის (08:30) შემდეგ ენერგია სტაბილურდება. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ჩვეულ პროცედურებს: კანის მოვლას, კლასიკურ თმის შეჭრასა და სარელაქსაციო მასაჟს.
6 ივლისი (მთვარე კურსის გარეშე 07:21-დან 17:07-მდე): მზისა და სატურნის კვადრატურა ენერგიის დინებას აფერხებს. ეს დღე კატეგორიულად არ გამოდგება მტკივნეული, ღრმა ან გარეგნობის კარდინალურად შემცვლელი პროცედურებისთვის. საუკეთესო დროა დეტოქსისთვის, წყლის ბალანსის აღდგენისა და დასვენებისთვის.
8 ივლისი: საღამოს (20:42 – 22:31) მთვარე კურსის გარეშეა - ეს მოკლე ფანჯარაც მაქსიმალურ სირბილეს მოითხოვს.
თვის შუა პერიოდი: აქცენტი დეტალებზე და შინაგანი განწყობა

9 ივლისი: ვენერა ქალწულის ნიშანში შედის, რაც ყურადღებას დეტალებზე გადაატანინებს. იდეალური დროა კანის წმენდისა და ხარისხზე ორიენტირებული მოვლისთვის. თუმცა, რეტრო-მერკურის გამო, კვლავ მხოლოდ ნაცად მეთოდებს მიმართეთ.
10 ივლისი (12:13-დან მომდევნო დღემდე) და 12 ივლისი: მთვარე კურსის გარეშეა, ნებისმიერი სერიოზული ჩარევა გადადეთ.
13 ივლისი: მერკურის ახალი ციკლის დასაწყისი - თვის გარდამტეხი წერტილი. გეგმების დასახვა უკვე შეიძლება, მაგრამ რადიკალურ ნაბიჯებს მაინც 23 ივლისამდე დაელოდეთ.
14 ივლისი: ახალმთვარეობა კირჩხიბში. ეს შინაგანი განწყობისა და სურვილების ფორმულირების დროა და არა გარეგნული მანიპულაციების. თანაც, დღის მეორე ნახევარი ფუჭი მთვარის გავლენის ქვეშაა.
17-22 ივლისი: იუპიტერისა და პლუტონის დაძაბული ოპოზიციის პერიოდია. ემოციები მძაფრდება, სხეული მგრძნობიარეა. კოსმეტოლოგიური ჩარევები მაქსიმალურად ნაზი და ზედაპირული უნდა იყოს.
19 ივლისი (დილა) და 21 ივლისი (შუადღე): მთვარე კურსის გარეშეა, ამ მონაკვეთებში სალონებს ნუ ესტუმრებით.
თვის მიწურული: იდეალური დღეები ტრანსფორმაციისთვის
23 და 24 ივლისი - თვის საუკეთესო დღეები! 23 ივლისს მერკური ასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას, ვენერა კი მასთან ჰარმონიულ სექსტილს ქმნის. ნებისმიერი პროცედურა მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტურია. შეგიძლიათ თამამად შეცვალოთ იმიჯი, სცადოთ ახალი ტექნიკები და ჩაეწეროთ ახალ ოსტატთან.
25 ივლისი: მარსისა და ვენერას დაძაბულობის გამო სხეული ზედმეტად სენსიტიურია. აგრესიულ პროცედურებზე უარი თქვით, უპირატესობა მსუბუქ მოვლას მიანიჭეთ.
26 ივლისი (16:58-დან მომდევნო დღის 15:44-მდე): ფუჭი მთვარის ხანგრძლივი პერიოდია, მოერიდეთ ჩარევებს.
27 ივლისი: ცვლილებების დღეა. მთვარის კვანძების ღერძის შეცვლა და მზისა და ურანის სექსტილი საუკეთესო სივრცეს ქმნის სტილის განახლებისთვის. თუ სიახლე გსურდათ - ეს სწორედ ის მომენტია.
28 ივლისი: მთვარე კურსის გარეშეა, სერიოზულს ნაფერს ნუ დაგეგმავთ.
29 ივლისი - თვის კულმინაცია: მზისა და იუპიტერის შეერთება და სავსემთვარეობა მერწყულში! ეს დღე ანათებს თავისუფლების, ბრწყინვალებისა და თვითგამოხატვის თემებს. ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მიმართულია თმის მოცულობაზე, კანის ნათებასა და სიმსუბუქეზე, საოცარ შედეგს მოგცემთ.
30-31 ივლისი: თვე სრულდება ფუჭი მთვარის პერიოდებით.
31 ივლისს, 14:14-ის შემდეგ, კარგი დროა თვის დასასრულებლად ჩვეული, ბანალური მოვლითა და კლასიკური თმის შეჭრათ, როცა უბრალოდ წესრიგის დამყარება გსურთ მკვეთრი ცვლილებების გარეშე.
2026 წლის ივლისი მოთმინებასა და სხეულის მოსმენას გვასწავლის. 23 ივლისამდე იმოქმედეთ მხოლოდ ნაცადი მეთოდებით, ხოლო თვის ბოლო ათი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ ბრწყინვალე ტრანსფორმაციისა და იმიჯის განახლებისთვის. ეს იდეალურ საფუძველს მოგიმზადებთ უფრო აქტიური აგვისტოსთვის.
თემები: ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია