LIFE

WIZZ AIR მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

WIZZ AIR მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

 

2026 წლის მაისში Wizz Air-მა მსოფლიოში საუკეთესო – 87.8%-იანი დროული შესრულების მაჩვენებელი და მხოლოდ 0.01%-იანი გაუქმების მაჩვენებელი დააფიქსირა

Wizz Air აღნიშნავს მნიშვნელოვან ოპერაციულ მიღწევას. წამყვანმა საავიაციო ანალიტიკურმა კომპანიამ, OAG-მა 2026 წლის მაისში მსოფლიოს 20 უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას შორის ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად Wizz Air დაასახელა.

OAG-ის უახლესი გლობალური ანალიზის მიხედვით, რომელიც რეისების დროულ შესრულებას (On-Time Performance – OTP) აფასებს, Wizz Air-მა ინდუსტრიაში საუკეთესო – 87.8%-იანი პუნქტუალობის მაჩვენებელი დააფიქსირა და მსოფლიოში ყველა სხვა მსხვილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას გაუსწრო. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ Wizz Air-ის რეისების გაუქმების მაჩვენებელმა მხოლოდ 0.01% შეადგინა, რაც ავიაკომპანიის მაღალი ოპერაციული საიმედოობის დადასტურებაა მისი ქსელით მოსარგებლე მილიონობით მგზავრისთვის.

აღნიშნული შედეგი ევროპის საავიაციო სექტორისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ პერიოდში დაფიქსირდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის მუდმივ ფოკუსს ოპერაციულ სრულყოფილებაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ქსელის მდგრადობაზე.

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი, სალვატორე გაბრიელე იმპერიალე:

„ეს გამორჩეული შედეგი ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ყოველდღიური შრომის შედეგია. მსოფლიოს უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შორის ყველაზე მაღალი პუნქტუალობის დონის მიღწევა და ამავდროულად თითქმის ნულოვანი გაუქმების მაჩვენებლის შენარჩუნება ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, მომხმარებლებს საიმედო და პროგნოზირებადი მოგზაურობის გამოცდილება შევთავაზოთ, Customer First Compass ინიციატივის შესაბამისად. Let’s WIZZ!”

OAG-ის კვლევა მსოფლიოს უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს მოიცავდა, რომლებიც გლობალური დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების ჩამოფრენების დაახლოებით 80%-ს შეადგენენ. ამ მაღალი კონკურენციის პირობებში Wizz Air-მა მკაფიო ლიდერის პოზიცია დაიკავა, გაასწრო წამყვან საერთაშორისო კონკურენტებს და ოპერაციული ეფექტიანობის ახალი სტანდარტი დააწესა.

იმ პირობებში, როდესაც თითქმის ყოველი ათი რეისიდან ცხრა დროულად სრულდება და გაუქმებების რაოდენობა პრაქტიკულად ნულის ტოლია, Wizz Air კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზრდა და საიმედოობა ერთმანეთის პარალელურად შეიძლება განვითარდეს. აღნიშნული შედეგები კიდევ უფრო ამყარებს ავიაკომპანიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადამზიდავის პოზიციას, რომელიც მზარდი ქსელის მეშვეობით მილიონობით მგზავრს ემსახურება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებში.

ზაფხულის აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, Wizz Air აგრძელებს ინვესტირებას ოპერაციულ სრულყოფილებაში, თანამედროვე საჰაერო ფლოტის ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებში, რათა მგზავრებს მოგზაურობისას მეტი კომფორტი შესთავაზოს.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air ოპერირებს 269 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.