ვერძი - 25 + ეს ის ასაკია, როდესაც ვერძი დაღვინებულია ოჯახის შესაქმნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ცხოვრებას ჩხუბში გაატარებენ.
კურო - მათი დიდი ნაწილი 20 წლამდე ქორწინდება და დანარჩენი წლები ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლას უნდებიან და ხშირად არ გამოსდით.
ტყუპი - 30 წელი ყველაზე კარგი ასაკია თქვენთვის, რადგან ამ პერიოდში დიდი ფიქრის შედეგად ქმნის ოჯახს.
კირჩხიბი - ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ქორწინებაში ისე, რომ არც აპირებდნენ დაოჯახებას. სპონტანური გადაწყვეტილების გამო კირჩხიბი ხშირად რჩება მარტო.
ლომი - ასაკზე მეტად ლომის ოჯახური კეთილდრეობა და სიმყარე ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული.
ქალწული - ისინი ყველაზე ხშირად რჩებიან მარტო, რადგან დიდხანს არჩევენ მეორე ნახევარს. ამიტომ საუკეთესო გამოვალია ნაადრევად შექმნილი ოჯახი.
სასწორი - მერყევი ხასიათის გამო ისინი ხშირად მეორე და მესამე წრეზეც მიდიან.
მორიელი - მათი ოჯახური სიმყარე მხოლოდ მეორე ნახევრის ნერვებზეა დამოკიდებული, ამიტომ მთავარია საკუთარი „მოსამსახურე“ იშოვონ.
მშვილდოსანი - სიყვარულში არასტაბილური ხასიათის გამო ხშირად ღალატობენ მეორე ნახევარს, რაც ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. ამას კი განსაკუთრებული ასაკი არ სჭირდება.
თხის რქა - პრინციპულები და მიმწოლები არიან. ნებისმიერ ასაკში შექმნილი ოჯახი მყარია, რადგან მის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ.
მერწყული - საუკეთესო ასაკი 30 წელია. როდესაც გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ ისინი არასოდეს აღარ დაოჯახდებიან სწორედ მაშინ ებმებიან უღელში.
თევზები - სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ იშვიათია რომ თევზმა ოჯახი დაანგრიოს. ძალიან უნდა ამოუყვანოს ყელში მეორე ნახევარმა, მაგრამ წუწუნის რეჟიმში კი მთელი ცხოვრება იქნებიან.
თემები: სიყვარული, ბედნიერება, წყვილი, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია