ამერიკის ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტი ქალბატონი ქალებს წარმატების საიდუმლოს უზიარებს.
რას არ აკეთებენ წარმატებული ქალები? - FBI-ის თანამშრომელი ქალბატონებს ურჩევს:
1. წარმატებული ქალები არ უგულებელყოფენ თავიან შიშებს - თუ წარმატების მიღწევა გსურთ, უნდა დაუპირისპირდეთ თქვენს შიშებს. არ დახარჯოთ ენერგია მათზე თავის არიდებით, მაინც არაფერი გამოგივათ. ამიტომ მათთან დაპირისპირება სჯობს. ამის საუკეთესო გზა კი ფიქრების, ემოციებისა და ქცევების კონტროლია, რომელიც მდგრადი ფსიქიკით მიიღწევა.
2. წარმატებული ქალი არასოდეს გარბის კონფლიქტის დროს -ადამიანი, რომელიც გარბის კონფლიქტის დროს, გამოიყურება აგრესიულად,ძალაუფლებისმოყვარედ და ჩანს, რომ ის პატივს არ სცემს მოწინააღმდეგე მხარეს. ასევე, ასეთი ადამიანი შეიძლება მშიშარადაც აღიქმებოდეს - შესაძლოა, მას ეშინია კონფლიქტების, რადგანაც არ შეუძლია მოწინააღმდეგისთვის ღირსეული პასუხის გაცემა. წარმატებული ქალები ასე არ იქცევიან. ისინი სწორად აფასებენ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და ახდენენ რეაგირებას.
3. წარმატებული ქალი არ უსმენს შინაგან ხმას - გონებამ იცის, რა არის სწორი ნაბიჯი და სწორი არჩევანი, თუმცა ზოგჯერ შინაგანი ხმა ეჭვს ბადებს ადამიანში და ის სიმტკიცეს გვაკარგვინებს. მერყევი ხასიათის ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით ეჭვები აწუხებთ, იშვიათად აღწევენ წარმატებებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გქონდეთ მტკიცე ფსიქიკა, რომელიც თქვენი გონებისა და ფიქრების კონტროლის გასაღებია. ისწავლეთ ემოციების მართვა.
4. წარმატებული ქალი არასოდეს ელოდება საოცარ შეთავაზებებს - დაივიწყეთ, რომ იპოვით სრულყოფილ სამსახურს. ნუ ელოდებით იდეალურ პირობებს. თქვენ აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩებით. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლობლობა წარმატების მისაღწევად.
5. წარმატებული ქალი არასოდეს იმეორებს შეცდომებს - ადამიანი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ პირობა დადეთ საკუთარ თავთან, რომ თითოეული მათგანი ერთგვარი მასწავლებელი იქნება და ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ დაუშვებთ. წარსულის ზოგიერთმა შეცდომამ შეიძლება ტკივილი დაგვიტოვა, მაგრამ სანაცვლოდ ჩვენ გამოცდილება მივიღეთ. დააკვირდით თქვენს გარშემომყოფებს და შეეცადეთ მათ შეცდომებზეც ისწავლოთ. წარსულის შეცდომები ჩვენ სიბრძნეს გვმატებს.
6. წარმატებული ქალი არ უშვებს შესაძლებლობას, რომ გაიბრწყინოს - ჩვენ არასოდეს ვიცით რა გამოწვევა და შესაძლებლობა მოგვეცემა.თუმცა შესაძლებლობის მიღებისთანავე ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. უნდა მიხვდეთ, რომ სწორედ ახლა დადგა წარმატების დრო.
7. წარმატებული ქალი თვითონ განსაზღვრავს თავის ცხოვრებას და აკონტროლებს მას - წარმატებულმა ქალმა იცის, როგორ აკონტროლოს ცხოვრება. იღბალს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გავლენა, მაგრამ არსებითად, ჩვენი წარმატება და წარუმატებლობა ჩვენზეა დამოკიდებული.
8. წარმატებულმა ქალმა იცის, როდის რა უნდა თქვას - როდესაც ხართ შეხვედრაზე პოტენციურ ინვესტორებთან, ან მომხმარებლებთან, დარწმუნებული იყავით თუ რაზე საუბრობთ. კარგად მოემზადეთ და წინასწარ დაგეგმეთ თქვენი თითოეული სიტყვა.
9. წარმატებული ქალი არასოდეს ამბობს - „არ შემიძლია“ - არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია დავალება, „არ შემიძლია“ არის ის სიტყვები, რომელთა მოსმენაც არავის უნდა. როდესაც ამბობთ, მივდივარ, არ შემიძლია - ამ სიტყვებით თქვენ ყველაფერს წყალში ყრით. იცვლება დამოკიდებლება თქვენ მიმართ. აძლევთ სხვებს საქმეზე კონტროლის უფლებას. როდესაც ამბობთ „არ შემიძლია“, ეს თქვენ სუსტ და არაკომპეტენტურ ადამიანად წარმოგაჩენთ.
თემები: ქალი, რჩევები ქალებს, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.forbes.com">https://www.forbes.com</a>