ზოგიერთი ურთიერთობა ბუნებრივად ვითარდება, თუმცა ხანდახან ადამიანებს შთაბეჭდილების მოხდენა სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოაწონონ და ობიექტთან ურთიერთობა ააწყონ.
გთავაზობთ 9 მარტივ რჩევას, რომლებიც ურთიერთობის სწრაფად აწყობაში დაგეხმარებათ“
1. მიბაძეთ მათ - ამ სტარტეგიას ზოგჯერ სარკის ეფექტს უწოდებენ. სცადეთ მიბაძოთ მისი სხეულის ენას, ჟესტიკულაციას, სახის გამომეტყველებას. 1990 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დოკუმენტურად აღწერეს „ქამელეონის ეფექტი“. ის, თუ როგორ უწყობს მიბაძვა ქვეცნობიერად ხელს მოწონებას. კვლევაში 78 ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დონეზე ბაძავდნენ ერთმანეთს, ერთმანეთი მოსწონდათ. ასე რომ, თქვენს ობიექტს თავს მოაწონებთ, თუ მის მიმიკებს მიბაძავთ.
2. გაატარეთ დიდი დრო მათ გარშემო - ყოველდღიური ურთიერთობა, მისალმება, დღესასწაულების მილოცვა, ერთად საუზმე, სადილი, რა თქმა უნდა, ურთიერთობაზე დიდ გავლენას ახდენს და მეგობრობას სრულფასოვანს ხდის. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ ადამიანებს, უფრო მეტად დაიმსახურებთ მათ სიყვარულს. მერე რა თუ ერთმანეთთან ახლოს არ ცხოვრობთ. კვირაში ერთხელ მაინც წადით ერთად ყავის დასალევად, ან სადმე გასართობად.
3. უთხარით კომპლიმენტი სხვებს - თქვენ ადამიანებისთვის ასოცირდებით იმ ზედსართავ სახელებთან, რომლებსაც მათ მიმართ თავად იყენებთ. ამას „სპონტანურ ტრანსფერს“ უწოდებენ. შეიძლება სულაც არ ხართ მომხიბვლელი და სექსუალური, მაგრამ თუ სხვებს ამ კომპლიმენტებით ამკობთ, თავადაც ასეთებად მიგიჩნევენ.
4. იყავით საუკეთესო განწყობაზე - როცა საუკეთესო განწყობაზე ხართ, ეს სხვებსაც გადაედებათ. და თუ შეგიძლიათ თქვენი განწყობით სხვები გააბედნიეროთ, წარმოუდგენელია, რომ მათ არ მოსწონდეთ.
5. დაუმეგობრდით მეგობრების მეგობრებს - არსებობს მოსაზრება, რომ ორი ადამიანის მეგობრობა უფრო მტკიცეა, როცა მათ საერთო მეგობრები ჰყავთ. სოციალურ ქსელში უპირატესობას იმ ადამიანების დამეგობრებას ვანიჭებთ, რომლებთანაც ბევრი საერთო მეგობრები გვყავს. თუ გსურთ, რომ მოწონება დაიმსახუროთ, ეცადეთ დაუმეგობრდეთ მეგობრების მეგობრებს რეალურ ცხოვრებაშიც.
6. იყავით თბილი და კომპეტენტური - ფსიქოლოგი სიუზან ფისკი ამბობს, რომ ადამიანები სხვებს განსაზღვრავენ გულთბილობისა და კომპეტენტურობის მიხედვით. თუ თავს გულთბილ ადამიანად წარმოაჩენთ, თქვენ სანდო ადამიანად ჩაგთვლიან. და თუ კომპეტენტური ჩანხართ, ამით პატივისცემას დაიმსახურებთ. ჰარვარდის ფსიქლოგი ემი ქადი ამბობს რომ კომპეტენტურობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, სანდო ადამიანი იყოთ.
7. შეეხეთ მათ ნაზად - ეს უნდა იყოს შეუმჩნევლად, ნაზად შეხება. როცა ვინმეს მხარზე ეხებით, ის თქვენს მხარდაჭერასა და სითბოს გრძნობს.
8. გაიღიმეთ - ეს ადამიანების გულის ნამდვილი გასაღებია. ერთ-ერთ კვლევაში 100 ქალბატონს აჩვენეს ადამიანების ფოტოები ორი გამომეტყველებით - გაღიმებული და მოღუშული. რა თქმა უნდა, ყველაზე მოწონება იმ ფოტოებმა დაიმსახურეს, რომლებზე მომღიმარი ადამიანები იყვნენ აღბეჭდილნი.
9. გაანდეთ მათ საიდუმლო - ადამიანისთვის საიდუმლოს გამხელა ურთიერთობის აშენების ერთგვარი ტექნიკაა. სტოუნ ბრუკის უნივერსიტეტის პროფესორმა, არტურ არონმა თავის სტუდენტებს უთხრა, რომ ჰქონდათ 45 წუთი ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტთა ნაწილმა ერთმანეთს პირადი ხასიათის კითხვები დაუსვა, ნაწილმა კი, არდადეგებსა და გართობაზე. ექსპერიმენტის დასასრულს ის სტუდენტები რომლებმაც ერთმანეთს პირადი ხასიათის ინფორმაცია გაუცვალეს უფრო ახლობელ ადამიანებად გრძნობდნენ ერთმანეთისთვის თავს.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.iflscience.com/">http://www.iflscience.com/</a>