LIFE

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ იყო ძლიერი პიროვნება, გავლენიანი ადამიანი, აკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება, გქონდეთ ძალაუფლება და თან ის ერთ დღე სხვის ხელში არ აღმოჩნდეს.

გთავაზობთ 9 მარტივ რჩევას:

1. ნუ იწუწუნებთ - ძალიან დიდი განსხვავებაა წუწუნსა და პრობლემის გადაჭრას შორის. წუწუნი ძალასა და ენერგიას გართმევთ. უმჯობესია, კონცენტრირება მოახდინოთ თქვენი პრობლემების გადაჭრაზე. წუწუნი ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგწევთ ძალა პრობლემების მოგვარების, რთული სიტუაციიდან გამოსვლის. ეს აჩვენებს რომ თქვენ თქვენ არ გაქვთ ძალა ცხოვრებასთან ჭიდილის და სუსტ ადამიანად წარმოგაჩენთ;

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

2. მართეთ ემოციები - ნუ მისცემთ სხვებს უფლებას თქვენზე ზემოქმედება მოახდინოს. მართეთ თქვენი ემოციები. ნუ ანთხევთ ბოღმასა და სიბრაზეს მაშინაც კი, თუ ბოსის ქმედებები არ მოგწონ. ყველაფრის მიუხედავად, მართეთ ემოციები, იმოქმედეთ აუღელველბლად და მშვიდად. ეს გაცილებით უფრო ძლიერ ადამიანად წარმოგაჩენთ.

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

3. დააწესეთ საზღვრები - დააწესეთ ადამიანებთან ჯანსაღი ფიზიკური და ემოციური საზღვრები. ეს დაგეხმარებათ გააკონტროლოთ, როგორ დახარჯავთ დროს და ვისთან ერთად.

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

4. ისწავლეთ პატიება - თქვენი უკმაყოფილება ვინმეს მიმართ და გულის ტკენა საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე მოქმედებს ცუდად. როდესაცხარჯავთ დიდ დროს იმაზე ფიქრით, თუ როგორ გადაუხადოთ სამაგიერო ადამიანს, რომელმაც რაღაც ცუდი გაგიკეთათ, თქვენ კარგავთ შესაძლებლობას ისიამოვნოთ ცხოვრებით. პატიება არის საუკეთესო გზა საკუთარი ძალის დასაბრუნებლად. არ უნდა იჩხუბოთ, არ უნდა აღშფოთდეთ, სხვას არ უნდა ავნოთ და ამის გამო ცხოვრებით ტბობაზე უარი არ უნდა თქვათ.

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

5. იცოდე რისი გაკეთება გსურს - როცა არ გარკვეულხართ იმაში, თუ რა გსურს, ეს ნიშნავს, რომ დიდია შანსი, გახდეთ ცხოვრების „უმწეო მგზავრი“, ვიდრე ადამიანი, რომელიც მართავს თავის ცხოვრებას. დიდია შანსი, რომ სხვა ადამიანების იდეებს მიჰყვეთ და ხიდიდან გადაიჩეხოთ. 

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

6. ნუ დახარჯავთ დროს არაპროდუქტიული ფიქრებით - ყოფილა შემთხვევა რომ მისულხართ სახლში დაღლილი, გაგიტარებიათ დრო იმაზე ფიქრში, რომ ხვალ იგივე განმეორდება და ასე აღარ შეგიძლიათ? თუ ასე იქცევით, თქვენი 8 საათიანი სამუშაო დღე კიდევ უფრო ხანგრძლივდება. გააკონტროლეთ თქვენი ფიქრები და არ მისცეთ მათ უფლება გაკონტროლონ.

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

7. ნუ ისაუბრებთ ისე, რომ მსხვერპლად წარმოჩინდეთ - „მე 60 საათი ვმუშაობ კვირაში“, „სხვა არჩევანი არ მქონდა“, - ეს და მსგავსი ფრაზებითქვენ გარემოებების მსხვერპლად წარმოგაჩენთ და თქვენს სისუსტეზე მიუთითებს.

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

8. წარმოაჩინეთ თქვენი თავი თავდაჯერებულ და ძლიერ ადამიანად - თუ სხვები თქვენზე დამოკიდებულები არიან, ეს მიუთითებს, რომ თქვენ საჭირო და ძალაუფლების მქონე ადამიანი ხართ. ასეთ დროს სხვა ადამიანები თქვენ მიმართ პატივისცემით არიან განწყობილნი.

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება

9. იყავით გამორჩეული სხვებისგან - იყავით განსხვავებული. უნდა იყოთ დარწმუნებული თქვენს გონებრივ შესაძლებლობებში. როდესაც არ ჰგავხართ სხვებს, როდესაც შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, როდესაც თქვენი აზრი სხვებისთვის მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილებას თქვენ გარეშე ვერ იღებენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად ხართ სხვებისგან გამორჩეული.

9 გზა იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი პიროვნება და აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>