ქალები უკეთესი ლიდერები არიან, ვიდრე კაცები - ახალი კვლევის შედეგი
- 31.03.2017
ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ქალები მამაკაცებზე უკეთესი ლიდერები არიან.
კვლევა პროფესორ ფივიდ მარტინსენის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მკვლევარების ჯგუფმა 3000 მენეჯერის პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები შეისწავლეს.
ქალებს კაცებზე გაცილებით დიდი უპირატესობა აღმოაჩნდათ შემდეგი მიმართულებებით - ინიციატივის აღება, მკაფიო კომუნიკაცია, გახსნილობა, ნოვატორობის უნარი, კომუნიკაბელურობა, მხარდაჭერა, მეთოდური მენეჯმენტი და მიზნისკენ სწრაფვა.
ერთადერთი, რაშიც კაცებს ქალებზე უპირატესობა აღმოაჩნდათ, ეს ემოციური სტაბილურობა და სამსახურებრივ სტრესთან უკეთ გამკლავების უნარია.
„ქალები, როგორც წესი, ბუნებრივად აღწევენ მაღალ საფეხურს, მამაკაცებს კი, სჭირდებათ, რომ აჩვენონ მეტი შესაძლებლობები, სიცხადე და დამაჯერებლობა“, - ამბობს პროფესორი მარტინსენი.
კვლევის თანაავტორის, პროფესორ ლარს გლასოს თქმით კი, ქალების ემოციურობა არ ნიშნავს, რომ ისინი არაპროდუქტიული ლიდერები არიან:
„კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს შეიძლება აფერხებდეთ ემოციურობა, თუმცა ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ქალები არიან უფრო წარმატებულები და პროდუქტიულები მართვის სადავეებთან, ვიდრე მამაკაცები.
თუ გადაწყვეტილების მიმღები პირები ამ სიმართლეს უგულებელყოფენ, მათ შეიძლება დაასაქმონ ნაკლებად კვალიფიციური ადამიანები ლიდერ პოზიციებზე, რაც ზიანს მოუტანს ბიზნესს.“, - ამბობს ლარს გლასო.
თემები: საქმიანი ქალები, ქალები, კარიერა, იმიჯი
<a href="http://www.independent.co.uk">http://www.independent.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია