LIFE

4 მიზეზი, რის გამოც ყოველთვის აგვიანებთ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პუნქტუალური იყოთ

4 მიზეზი, რის გამოც ყოველთვის აგვიანებთ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პუნქტუალური იყოთ

მეგობრები ძალიან ბევრი რამის გამო შეიძლება გაფასებდნენ - იუმორის, რჩევების, გემოვნების და ა.შ, მაგრამ მათ ნამდვილად აღიზიანებთ თქვენი უუნარობა - მიხვიდეთ შეხვედრაზე დროულად.

იმის გამო, რომ ყოველთვის იგვიანებთ, მეგობრები იძულებულები არიან გაცილებით ადრე დაგიბარონ შეხვედრებზე. გარდა იმისა, რომ გამუდმებით დაგვიანება სხვებისთვის გამაღიზიანებელია, ასეთი ქცევა თქვენ უპასუხისმგებლო ადამიანად წარმოგაჩენთ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო იგვიანებთ, მარტივად შეიძლება თქვენი „გამოსწორება“:

1. არ გიყვართ საქმის შუა გზაში მიტოვება - შესაძლოა კინოთეატრში გაგვიანდებათ და მეგობრები გელოდებიან, მაგრამ თქვენ ისევ ოფისში ხართ და გსურთ არც ერთი მეილი არ დატოვოთ გაუხსნელი. ამ მიზეზით დაგვიანება არ მიუთითებს თქვენს დაუდევრობაზე. გამოსავალი არის ის, რომ შეძლოთ სამსახურში დროის ისე გადანაწილება, რომ ოფისში სამუშაო საათების შემდეგ დარჩენა არ დაგჭირდეთ და საკუთარი თავისთვისაც დაგრჩეთ დრო. 

4 მიზეზი, რის გამოც ყოველთვის აგვიანებთ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პუნქტუალური იყოთ

2. მეგობრებთან შეხვედრაზე დაგვიანება თქვენთვის არაფერს ნიშნავს - რა თქმა უნდა, თუ მიფრინავთ, ან საქმე სამსახურს ეხება, თქვენ იცით, რომ არ უნდა დააგვიანოთ, მაგრამ როცა საქმე ეხება მეგობრებთან ერთად ლანჩს ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ დროს თქვენ ზოზინებთ. შეიძლება არ გეუბნებიან იმის შესახებ, რომ საშინლად იქცევით, მაგრამ ისინი თვლიან რომ პატივს არ სცემთ მათ.

4 მიზეზი, რის გამოც ყოველთვის აგვიანებთ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პუნქტუალური იყოთ

გამოსავალი - განიხილეთ მეგობრებთან შეხვედრა ისე, როგორც ოფიციალური. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ძალიან გამაღიზიანებელი იქნებით და შეიძლება ამ ქცვევის გამო მეგობრები დაკარგოთ კიდეც და ერთ დღესაც აღმოაჩინოთ რომ თქვენი ადგილი მათ სუფრასთან აღარ არის.

3. ფუჭად კარგავთ დროს - გავიწყდებათ შეხედოთ საათს, არ განსაზღვრავთ, რა საქმისთვის რამდენი დრო გჭირდებათ. როცა ვერ გეგმავთ განრიგს, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის, ყველგან დაგაგვიანდებათ და საერთოდ ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებთ. გამოსავალი არის ის, რომ განსაზღვროთ დღის განრიგი. უნდა იცოდეთ რა დრო გჭირდებათ დავუშვათ ჭურჭლის დარეცხვისთვის, მოსაწესრიგებლად,

4 მიზეზი, რის გამოც ყოველთვის აგვიანებთ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პუნქტუალური იყოთ

თუკი საქმეებს თანმიმდევრულად გააკეთებთ, ყველაფერს მოასწრებთ და არ დაგაგვიანდებათ.

4. სინამდვილეში არ გსურთ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა - ერთი თვის წინ სიამოვნებით მიდიოდით გასართობად თანამშრომლებთან ერთად, მაგრამ ახლა არ გსურთ იმ ადამიანებთან საღამოს გატარება, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში უყურებთ. ფეხს ითრევთ, ბოლოს კი, მიდიხართ, მაგრამ ორი საათით გვიან.

4 მიზეზი, რის გამოც ყოველთვის აგვიანებთ - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პუნქტუალური იყოთ

გამოსავალი: დაფიქრდით, თუ არავის აღელვებს წვეულებაზე იქნებით თუ არა და თქვენი არ ყოფნით უხერხულობა არ შეიქმნება, მარტივად შეგიძლიათ ბოდიში მოიხადოთ და თქვათ, რომ ვერ წახვალთ წვეულებაზე. სამაგიეროდ არაპუნქტუალური ადამიანის იმიჯი აღარ გექნებათ.



<a href="http://www.purewow.com/">http://www.purewow.com/</a>