მე-20 საუკუნის დასაწყისის ამერიკელმა სექს-სიმბოლომ — მეი უესთმა ერთხელ თქვა: შესანიშნავია, თუ რამე კარგი მეტისმეტი რაოდენობით გაქვსო. თუმცა, მეტისმეტი ხანდახან მართლაც მეტისმეტია!
თუ შენ პარტნიორს ზედმეტად დიდი პენისი აქვს, აქცენტი ისეთ პოზებზე უნდა გააკეთო, როდესაც შეღწევა არც თუ ისე ღრმად ხდება; თანაც, აკონტროლო, რომ პენისი საშვილოსნოს ყელს არ შეეხოს. რამდენიმე პოზას გთავაზობთ, რომლებიც ამ ორი მოქმედების საშუალებას იძლევა:
V-ფორმა
პარტნიორს სთხოვე, მუხლებზე დადგეს, შენ კი მის თეძოსთან შედარებით, ოდნავ დაბალ პოზიციაზე უნდა ჩამოჯდე. სცადე, მყარი ყავის მაგიდა ან ბალიშების სვეტი გამოიყენო. მაგიდაზე/ბალიშებზე დაჯექი და ფეხები V-ფორმის მიხედვით გაშალე. რამდენადაც მისი თეძოები შენსაზე ოდნავ მაღლაა, შემოსვლა ზემოდან ქვემოთ ხდება, რაც ძალიან ღრმა შეღწევას გამორიცხავს.
„ალუბალი“ ზემოდან
პარტნიორის სხეულს ზურგით დააწექი, ისე, რომ შენში უკნიდან შემოვიდეს. ეს პოზა სპეციფიკურ კუთხეს ქმნის, რომლის დროსაც პენისი ძალიან ღრმად არ შეაღწევს, თუმცა, ვაგინას სენსიტიურ ზედა მხარეს მაინც შეეხება. შეგიძლია, ფეხების ზედა ნაწილზე ლუბრიკანტი წაისვა, რაც ყოველ ბიძგზე პენისის სტიმულირებას მოახდენს. თანაც, ამ პოზაში პარტნიორს იოლად შეუძლია, ხელით შენ კლიტორს შეეხოს, რაც ნებისმიერი პოზისთვის ბონუსია.
ფეხზე მდგომი ინტერაქცია
ერთმანეთის პირისპირ დადექით, ცალი ფეხი ზემოთ აწიე და პარტნიორს წელზე შემოხვიე. იმისათვის, რომ შენში შემოვიდეს, შესაძლოა, ოდნავ ჩამუხვლა დასჭირდეს. მამაკაცებისთვის, რომლებსაც შედარებით პატარა ზომის პენისი აქვთ, ფეხზე მდგომი პოზების სუსტი მხარე სწორედ ისაა, რომ ამ დროს არც თუ ისე ღრმად შეღწევა ხდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, შენც ხომ ეს გჭირდება! გახსოვდეს: სულაც არ არის საჭირო საუბრისას ხაზგასმა, რომ შენში ბოლომდე შემოსული არ იყო.
„პრაქტიკული“ ლოტოსი
წარმოსადგენად რთულია, რომ გაშლილი ფეხებით მჯდომარე პოზა ასეთი სექსუალური შეიძლება იყოს, მაგრამ გვენდე, რომ მართლაც ასეა. პარტნიორს სთხოვე, საწოლზე მოხრილი ფეხებით — „ლოტოსის“ მსგავს პოზაში დაჯდეს და ბარძაყები შენი საჯდომის საყრდენად გამოიყენოს. მოძრაობის გაკონტროლება თავად შეგიძლია, კონტროლი კი ყოველთვს კარგი აზრია :) ამ პოზაში შეღწევა ნელა ხდება, თანაც, შეგიძლია, პარტნიორს პირისპირ უყურო, აკოცო. თანაც, რაც მთავარია, დამატებითი სტიმულირებისთვის ხელიც თავისუფალი გაქვს.
ფეხების „ბორცვები“
გაფრთხილებთ: ეს პოზა ორივე თქვენგანისგან ოდნავ ათლეტურ მონაცემებს მოითხოვს. პარტნიორს სთხოვე, კიბოს პოზაში დაჯდეს, ფეხები მისი თეძოების გარეთ, აქეთ-იქით მოათავსე და ოდნავ ქვემოთ ჩაიმუხლე, რომ შენში შემოვიდეს. შემდეგ, სიმძიმის ძალა ხელებზე გადაიტანე და შენც იმავე პოზაში მოექეცი. შეიძლება, თქვენი სხეულის მდგომარობა ოდნავ სასაცილოდ მოგეჩვენოს, თუმცა გვერწმუნე, სექსის პროცესი საკმაოდ სასიამოვნო იქნება და ამაზე ფიქირის დრო არც ერთს არ დაგრჩებათ.
თემები: ძალიან დიდი პენისი, პოზები დიდი პენისის შემთხვევაში, 5 პოზა დიდი პენისის შემთხვევაში, სექსი, სექსის 5 პოზა
<a href="http://www.cosmopolitan.com/sex-love/positions/news/g5270/sex-positions-if-he-has-a-big-penis/">წყარო: COSMOPOLITAN</a>