მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის - ბავშვის სწორი აღზრდის შესახებ
- 17.04.2017
იტალიელმა ექიმმა მარია მონტესორიმ რევოლუცია მოახდინა მე-20 საუკუნის პედაგოგიკაში. საკუთარი ქვეყნის ისტორიაში ის გახდა პირველი ქალი-ექიმი და მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ბავშვებთან მუშაობას, შექმნა უნიკალური სისტება ბავშვის მრავალმხრივი და ჰარმონიული განვითარებისთვის.
1. ბავშვებს იმას სწავლობენ, რაც მათ გარშემოა.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს განსჯას.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას.
4. თუ ბავშვს აჩვენებენ აგრესიას - ის სწავლობს ჩხუბს.
5. თუ ბავშვთან გულწრფელი ხარ - ის სწავლობს სამართლიანობას.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის სწავლობს იყოს გაუბედავი.
7. თუ ბავშვი უსაფრთხოების გრძნობით ცხოვრობს - სწავლობს რწმენას.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობს იგრძნოს თავი დამნაშავედ.
9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ - ის სწავლობს მოსწონდეს საკუთარი თავი.
10. თუ ბავშვთან ხშირად არიან ლმობიერები - ის სწავლობს იყოს მომთმენი.
11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ - ის იძენს რწმენას საკუთარი თავის მიმართ.
12. თუ ბავშვი ცხოვრობს მეგობრულ ატმოსფეროში და გრძნობს თავს საჭიროდ - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
13. არ თქვათ ბავშვზე ცუდი, არც მის თანდასწრებით, არც მის გარეშე.
14. კონცენტრირება მოახდინეთ ბავშვში კარგის განვითარებაზე, ასე რომ შედეგად ცუდის ადგილი აღარ იქნება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც დაუშვა შეცდომა და ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას შეძლებს.
17. იყავით მზად დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და იყოთ შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც ყველაფერი იპოვა.
18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ადრე აუთვისებელი. გააკეთეთ ეს ზრუნვითა და სიყვარულით.
19. ბავშვთან მიმართებაში ყოველთვის დაიცავით საუკეთესო მანერები - შესთავაზეთ მას საუკეთესო, რაც თავად თქვენშია.
თემები: მშობლები, ბავშვი, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, როცა ბავშვი ინტერესდება, რჩევები, ბედნიერი ბავშვი
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია