ჯანმრთელობა

ახალი კვლევის შედეგად, თუ ძილის წინ წითელ ღვინოს დალევთ, წონაში მარტივად დაიკლებთ

ახალი კვლევის შედეგად, თუ ძილის წინ წითელ ღვინოს დალევთ, წონაში მარტივად დაიკლებთ

გინდათ წონაში დაიკლოთ? - მეცნიერები ამბობენ, რომ გამოსავალი შეიძლება წითელი ღვინო იყოს.

2015 წელს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ღვინო და წონის დაკარგვა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. წითელი ღვინო შეიცავს ინგრედიენტს, რეზვერატროლს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაწვას.

კვლევის თანახმად, წონაში დასაკლებად განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ღვინის მირთმევა გვიან ღამით, დაძინებამდე. თუმცა სანამ თავთან ერთ ბოთლ წითელ ღვინოს დაიდგამთ, არ იჩქაროთ - სპეციალისტები როგორც წესი, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებას არ გვირჩევენ, ვინაიდან შეიძლება მან სარგებელთან ერთად, ზიანიც მოგვიტანოს.

როგორც მკვლევარები წერენ, მსგავსი, ან კიდევ უფრო კარგი ეფექტის მიღება წონაში დაკლების თვალსაზრისით შეგვიძლია ყურძნის მირთმევის შედეგად.

ახალი კვლევის შედეგად, თუ ძილის წინ წითელ ღვინოს დალევთ, წონაში მარტივად დაიკლებთ

ყურძენიც შეიცავს რეზვერატროლს, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმების დაწვას, ამასთან ღვინისგან განსხვავებით, ყურძენი საზიანო არ არის ორგანიზმისთვის.

თუკი გადაწყვეტთ, რომ წონაში ღვინის საშუალებით დაიკლოთ, აუცილებლად დაიცავით ბალანსი და ის დიდი რაოდენობით არ მიიღოთ.



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>