ჯანმრთელობა

როგორია თქვენი იდეალური დღე - ვინ ხართ, დათვი, ლომი, მგელი თუ დელფინი

როგორია თქვენი იდეალური დღე - ვინ ხართ, დათვი, ლომი, მგელი თუ დელფინი

ექსპერტ-სომნოლოგის მაიკლ ბრეუსის თანახმად, თუ გაერკვევით რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი ძილი, შეიძლება გაზარდოთ მუშაობის ეფექტურობა და ბევრად ნაკლებად დაიღალოთ. პაციენტებზე დაკვირვებების საფუძველზე მან გამოყო 4 ქრონოტიპი: „დათვები“, „ლომები“, „მგლები“ და „დელფინები“.

„დათვები“

როგორია თქვენი იდეალური დღე - ვინ ხართ, დათვი, ლომი, მგელი თუ დელფინი

„დათვებს“ მიეკუთვნება ადამიანების 50-55 %. მათ ნორმალური ძილის გრაფიკი აქვთ, მაგრამ ხშირად ვერ ახერხებენ გამოძინებას.

მთავარი წესი: „დათვებს“ არ უნდა ეძინოთ 8 საათზე მეტი (უქმე დღეებშიც კი).

დღის განრიგი „დათვებისთვის“

დილა: 7:00 – 11:00

· გაიღვიძოთ და 8-10 წუთი ივარჯიშოთ

· საფუძვლიანად ისაუზმეთ და დალიეთ ყავა

· დაგეგმეთ დღე

მაქსიმალური შრომისუნარიანობა: 11:00-დან 18:00-მდე

· თავდაპირველად გააკეთეთ ის საქმეები, რომლებიც მოითხოვენ მეტ ძალასა და კონცენტრაციას

· 12-ის ნახევრისთვის თქვენი ენერგია შესუსტებას იწყებს, ამიტომ სასურველია ცოტახნით გახვიდეთ ქუჩაში და გაისეირნოთ

· 12:00 საათისთვის - სადილი, რომელიც დაგიბრუნებთ ენერგიას, რათა დაამთავროთ მნიშვნელოვანი საქმე

· 14:00 საათისთვის ტვინი დაღლას იწყებს. ამიტომ ამ დროისთვის სასურველია დანიშნოთ შეხვედრები

სამსახურის შემდეგ: 18:00-დან 22:00-მდე

· საუკეთესო დროა ვარჯიშისთვის

· ვარჯიშის შემდეგ - მსუბუქი ვახშამი: მეტი ცილა, ნაკლები ნახშირწყლები

დღის ბოლო: 22:00-დან 23:00-მდე

· „დათვებისთვის“ ძნელი არ არის გვიანობამდე სიფხიზლე, მაგრამ მეორე დღეს გაგიჭირდებათ ადგომა

· ამიტომ 22:00-ზე გამორთეთ მობილური, 23:00-ზე კი ჩააქრეთ შუქი

„ლომები“

როგორია თქვენი იდეალური დღე - ვინ ხართ, დათვი, ლომი, მგელი თუ დელფინი

„ლომები“ შეადგენენ ადამიანების 15 %-ს. დგებიან ადრე, აკეთებენ საქმის 80 %-ს, სანამ ხალხის უმეტესობა გაიღვიძებს. მაგრამ „ლომები“ ხშირად ვერ ინარჩუნებენ ენერგიას საღამომდე.

დღის განრიგი „ლომებისთვის“

დილა: 5:30-დან 10:00-მდე

· საუზმე ცილის მაღალი შემცველობით და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით

· საუზმის შემდეგ მედიტაცია ან ფიტნესი

· ყავის დალევა შესაძლებელია 10:00-სთვის

მაქსიმალური შრომისუნარიანობა: 10:00-დან 17:00-მდე

· რადგან 3-4 საათის წინ ისაუზმეთ, შეიძლება მსუბუქი წაიხემსოთ (ხაჭო, იოგურტი)

· თქვენი შრომისუნარიანობის პიკი. ეს საუკეთესო დროა შეუდგეთ საქმეებს

· არ დანიშნოთ შეხვედრები დღის ბოლოს, უკეთესია - შუადღეს

· 15:00 შემდეგ გადაერთედ უფრო მარტივ საქმეებზე

სამსახურის შემდეგ: 17:00-დან 21:00-მდე

· 17:00-სთვის დაგეწყებათ ენერგიის დაქვეითება და უკეთესია აღარ იმუშაოთ

· 17:00 შემდეგ კარგი დროა ფიტნესისითვის, რომელიც მოგცემთ ენერგიას

· აუცილებლად მიიღეთ დაბალანსებული და სასარგებლო ვახშამი

დღის ბოლო: 21:00-დან 22:30-მდე

· ჯანმრთელი საკვებისა და ვარჯიშის დახმარებით დაგრჩებათ დრო იმისთვის, რომ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ

· 22:00 შეგიძლიათ წახვიდეთ დასაძინებლად

„მგლები“

როგორია თქვენი იდეალური დღე - ვინ ხართ, დათვი, ლომი, მგელი თუ დელფინი

„მგლებს“ მიეკუთვნება ადამიანების 15-20 %. მათ არ უყვართ დილა, ისინი გვიან იძინებენ და რამდენჯერმე გადაწევენ მაღვიძარას. ხშირად აგვიანებენ სამსახურში და სვამენ 3 მაგარ ესპრესოს, რომ რაღაცნაირად გონზე მოვიდნენ.

დღის განრიგი „მგლებისთვის“

დილა: 7:30-დან 12:00-მდე

· დააყენეთ მაღვიძარა ორჯერ 20 წუთის განსხვავებით. პირველად მაღვიძარა გაგაღვიძებთ, მეორედ კი დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში.

· გადით აივანზე ან იქ, სადაც ბევრი შუქია და დალიეთ ჭიქა წყალი.

· სამსახურამდე უკეთესია ფეხით წახვიდეთ. თქვენ გჭირდებათ არა ნაკლებ 20-40 წუთიანი გასეირნება.

· 11:00 შეიძლება ჭამა და ყავის დალევა

მაქსიმალური შრომისუნარიანობა: 12:00-დან 20:00-მდე

· გადადეთ ძირითადი საქმე 13:00-მდე, რის შემდეგაც თანდათან ჩაერთეთ სამსახურის საქმეებსა და ურთიერთობებში

· 14:00-ზე თქვენ იქნებით შრომისუნარიანობის პიკზე. შეასრულეთ რთული ამოცანები და შეადგინეთ გეგმები

· 17:00-ზე თქვენ ჯერ კიდევ ენერგიით სავსე ხართ. ისადილეთ ან წაიხემსეთ და გააგრძელეთ მუშაობა.

სამსახურის შემდეგ: 20:00-დან 23:00-მდე

· 19:00 - საუკეთესო დროა ვარჯიშისთვის

· 20:00 - ვახშამი

დღის ბოლო: 22:00-დან 0:00-მდე

· თქვენთვის ადვილია ფხიზლად ყოფნა შუაღამემდე, ამიტომ 23:00 საათზე უკეთესია გამორთოთ ტელეფონი და 0:00 საათზე გამორთოთ სინათლე

„დელფინები“

როგორია თქვენი იდეალური დღე - ვინ ხართ, დათვი, ლომი, მგელი თუ დელფინი

„დელფინებს“ მიეკუთვნებიან ადამიანების 10%. ეს ნერვიული ხალხია მოუსვენარი ძილით. მათ ხშირად სჭირთ უძილობა, მთელი ღამე კომპიუტერთან არიან, ურთიერთობენ ჩატის საშუალებით და მუდმივად აგზავნიან შეტყობინებებს.

დღის განრიგი „დელფინებისთვის“

დილა: 6:00-დან 10:00-მდე

· დილას უკეთესია ცოტა ირბინოთ ან ივარჯიშოთ

· მიიღეთ ცივი ან კონტრასტული შხაპი

· 8:00 - დაბალანსებული საუზმე, ცილები და ნახშირწყლები

მაქსიმალური შრომისუნარიანობა: 10:00-დან 18:00-მდე

· დალიეთ ყავა, მაგრამ ყავა აირჩიეთ კოფეინის ნაკლები შემცველობით და მცირე რაოდენობით

· 10:00-დან 12:00-მდე - თქვენი მაქსიმალური შრომისუნარიანობის დროა. კარგი იქნება მუშაობა ყველაზე რთულ ამოცანებზე

· სადილის შემდეგ ენერგია დაიწყებს შემცირებას. ამიტომ კარგი იქნება გახვიდეთ მზეზე და ცოტათი გაისეირნოთ (20 წუთი)

· 18:00-მდე ისევ გექნებათ ენერგია, გამოიყენეთ ის მნიშვნელოვანი საქმეებისთვის

სამსახურის შემდეგ: 18:00-დან 22:00-მდე

· მსუბუქად წაიხემსეღ (ბანანი, პროტეინის კოქტეილი ან სალათი) და წადით სავარჯიშოთ (მძიმე ვარჯიშების გარეშე)

· 19:00-ზე ივახშმეთ. ამ დროს კარგი იქნება მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობა

დღის ბოლო: 22:00-დან 0:00-მდე

· 22:00-ზე გამორთეთ ტელეფონი, მიიღეთ ცხელი აბაზანა, წაიკითხეთ წიგნი

· დასაძინებლად დაწექით 0:00 საათზე.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>