ქალების უმეტესობა მივისწრაფვით სრულყოფილებისკენ, გვინდა, რომ ყოველთვის ჯანსაღი და მოვლილი იერი გვქონდეს, გვქონდეს ვიზუალი, რომელიც ახლოს იქნება იდეალურთან. იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, თავის მოვლის ხარისხიანი პროდუქტები და რა თქმა უნდა, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება გვჭირდება.

Beauty Lab ფეისბუქ-ჯგუფია, რომელიც 52 000-ზე მეტ ქალს აერთიანებს და რომლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შედეგად, სილამაზის ელექსირები აღმოვაჩინოთ.

დიდი ხანია გინდათ, რომ გლუვი, ჯანსაღი კანი გქონდეთ, ან მბზინავ თმაზე ოცნებობთ? იქნებ რუჯის მიღება გიჭირთ და ამისთვის რაიმე პროდუქტს ეძებთ - Beauty Lab-ის წევრი ქალებისთვის ამ და სხვა დანიშნულების მქონე ყველაზე ეფექტური სილამაზის პროდუქტების აღმოჩენა სირთულე აღარაა. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთისთვის გაწეული რეკომენდაციით სილამაზის ფორმულებს ვპოულობთ.

Trend.ge Beauty Lab-ის ივნისის რჩეულ პროდუქტებს წარმოგიდგენთ. 28-29-30 ივნისს, საქართველოს მასშტაბით, პსპ-ს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში ქვემოთ ჩამოთვლილი 5 პროდუქტის ფასდაკლებით შეძენას ექსკლუზიურად მხოლოდ "ბიუთი ლაბის" წევრები შეძლებენ.


1. ESTHEDERM - WHITE SYSTEM

პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო სერია

რეკომენდებულია ყველა ტიპის პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ. თუ ასაკობრივი, ჰორმონალური ფაქტორით განპირობებული, ან მზის ზემოქმედების შედეგად გაჩენილი პიგმენტური ლაქები გაწუხებთ, Beauty Lab სწორედ ამ პროდუქტის გამოყენებას გირჩევთ.

WHITE SYSTEM მოქმედებს 4 დონეზე: ჰიპერპიგმენტაციაზე, ნაოჭებსა და წვრილ ხაზებზე, შეშუპებებსა და მუქ წრეებზე. ის შეიცავს ძირტკბილასა და თუთის ექსტრაქტს, ასევე ცენტელაზიატიკას, რაც კანის სწრაფად აღდგენას უწყობს ხელს. პროდუქტი წარმოებულია საფრანგეთში.

გამოყენების წესი: დილას და საღამოს თვალბუდის ძვალზე ხელის მსუბუქი მოძრაობით გადაინაწილეთ (ასანთის თავის ოდენა საკმარისია). გაითვალისწინეთ, რომ შეშუპების თავიდან ასაცილებლად, როგორც ეს პროდუქტი, ასევე თვალის ნებისმიერი სხვა კრემი დაწოლამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე უნდა დაიტანოთ.

2. Caudalie-ის სილამაზის ელექსირი

ეს არის იდეალური პროდუქტი მათთვის, ვინც ებრძვის ფორებს. სილამაზის ელექსირი კრავს ფორებს, აუმჯობესებს კანის მიკრორელიეფს და კანს ჯანსაღ იერს აძლევს. ასევე, ის მაკიაჟის ფიქსაციისთვისაც საუკეთესო საშუალებაა.

გამოყენების წესი:

გამოყენებამდე ტუბი კარგად შეანჯღრიეთ. მოარიდეთ თვალს და ისე შეისხურეთ სახეზე. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ძირითადი მოვლის საშუალების მოხმარებამდე, ან შემდეგ. დამზადებულია საფრანგეთში.

3. Caudalie-ის გასარუჯი ზეთი მზისგან დამცავი ფილტრით

ეს არის ახალი თაობის მზისგან დამცავი ფილტრების კომბინაცია, რომელიც მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაგიცავთ და ამავდროულად, მისი საშუალებით მბზინავი რუჯის მიღებას შეძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი არ შეიცავს სილიკონს, საღებავს და პარაბენს, ანუ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საზიანოა წყლის ეკოსისტემისთვის. ის შექმნილია ფოტო და თერმო მდგრადი, წყალგამძლე ფორმულით და სასიამოვნო ტექსტურით, ასევე მსუბუქი არომატით გამოირჩევა.

გასარუჯი ზეთი უზრუნველყოფს კანის დაცვას მზის UVA/UVB სხივების ზემოქმედებისგან, ასევე იცავს მას ფოტო დაბერებისგან. მსუბუქი, არაწებოვანი ტექსტურის წყალობით კი, ზეთი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს

ცხიმოვან კვალს. შედეგად, კანი რჩება გლუვი, თანაბრად გარუჯული და დატენიანებული.

რეკომენდებულია როგორც სახეზე, ასევე მთელ სხეულზე. ზეთი ასევე იცავს თმას.

გამოყენების წესი: სანამ მზეზე გახვალთ დაიტანეთ თანაბარი რაოდენობით. გაითვალისწინეთ, რომ მოარიდოთ თვალს. პროდუქტი დამზადებულია საფრანგეთში.

4. Caudalie-ის მინერალური პუდრა

სილამაზის ამ პროდუქტის შემადგენლობის 91% ნატურალური კომპონენტებია. ის შეიცავს მინერალურ პიგმენტს, რაც კანს ნამზეურის ელფერს სძენს, შეიცავს ყურძნის ნატურალურ ზეთს, რაც კანს ატენიანებს. პროდუქტი იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. გამოირჩევა სასაიამოვნო ნატურალური არომატით, მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

5. Bioderma sensibio გამწმენდი მიცელარული

მიცერალური წყალი თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილია. Bioderma sensibio ყველაზე ეფექტური, უსაპნო გამწმენდი მიცერალურია, რომელიც ფიზიოლოგიური pH ფორმულითაა დამზადებული.

ის ნაზად წმენდს კანს, იდეალურად აშორებს სახეს და თვალს მაკიაჟს. პროდუქტი შეიცავს მიცელას, რომელიც კანის ჰიდრო -ლიპიდური შრის დარღვევის გარეშე ჭუჭყს მიკრო-ემულსიად აქცევს. პროდუქტი გაჯერებულია დამარბილებელი და გამწმენდი აქტიური ინგრედიენტებით, ხსნის გაღიზიანებას, კანს კი ნათელ, სუფთა და ჯანსაღ ელფერს სძენს. იდეალურია მგრძნობიარე, ნორმალური მშრალი კანისთვის.

გამოყენება: დაიტანეთ ბამბის დისკზე და გაიწმინდეთ სახის კანი, ასევე რეკომენდებულია თვალის, ან ტუჩის გასუფთავებისთვის. არ საჭიროებს ჩამობანვას.