ქართული მობილური აპლიკაცია Phubber-ი საქართველოში ძალიან
მნიშვნელოვან თემას, ქალთა გაძლიერებას ეხმიანება და ახალ
კამპანიას იწყებს სახელწოდებით “ჩაერთე და ჩართე სხვებიც!”


დღესდღეობით, საქართველოში ქალების 42% ეკონომიკურად
არააქტიურია.( საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაცია 2017).


Phubber უკვე ხუთი თვეა, რაც ქართულ ბაზარზეა და უკვე 700-მდე ქალი
სელერი აქტიურად ყიდის პროდუქციას აპლიკაციაში. მათი ყოველთვიური
შემოსავალი კი საშუალოდ 120-790 ლარამდე მერყეობს აქტიურობის
მიხედვით.


“ჩაერთე და ჩართე სხვებიც” - კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ
ქალს მიაწვდინოს ხმა, რომ ჩაერთოს აპლიკაციაში, გაყიდოს და ჰქონდეს
შემოსავალი, ან იყიდოს და გააძლიეროს ქალი სელერები.


შესაძლებელია, ზოგ ქალს გაუჩნდეს კითხვა - რა შეიძლება გაყიდოს
რომ ჰქონდეს შემოსავალი აპლიკაციით. Pre-Owned, ანუ მეორადი
ტანსაცმელი, ძალიან მოთხოვნადია მთელ მსფოლიოში. შესაბამისად,
მინიმალური დანახარჯით, საინტერესო ხედვითა და გემოვნებით არჩეული
ტანსაცმლით, რაც მრავლად არის წარმოდგენილი მეორად მაღაზიებში,
ძალიან მარტივად შეიძლება ფაბერის ციფრულ მაღაზიის შექმნა.


ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, აპლიკაცია საკმაოდ მოქნილ და
კომფორტულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. აღსანიშნავია, უფასო
მიტანის სისტემა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, როგორც ყიდვის, ისე
გაყიდვის შემთხვევაში.


ფაბერი ქალ მომხმარებელს აძლევს საშუალებას იყოს ეკონომიკურად
დამოუკიდებელი, ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი და ეს ყველაფერი
მარტივად - მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებით.