ახალი წლის დიეტა: როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად დღესასწაულებამდე რამდენიმე დღით ადრე
- 25.12.2025
ახალი წლის წინ ფორმაში ჩადგომის მცდელობა ხშირად წარუმატებლად მთავრდება, არადა ყველა ქალს სურს, წლის მთავარ დღესასწაულზე საღამოს კაბაში იდეალურად გამოიყურებოდეს.
TREND გირჩევთ, როგორ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები ძალიან მოკლე დროში.
კალორიული დეფიციტი
წონის დაკლების გასაღები კალორიული დეფიციტია. თუ გსურთ წონაში დაკლება, დღიური კალორიების მიღება 20%-ით უნდა შეამციროთ. თუ 2000 კალორიას იღებთ, გადადით 1600 კალორიაზე. წონაში უფრო სწრაფად დასაკლებად, ცდუნებას წააწყდებით, რომ 1000 კალორია ან ნაკლები მიიღოთ. ეს არასწორია, რადგან საჭირო საკვები ნივთიერებების მიღებას შეწყვეტთ. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს კანის, თმის და კუნთების დაზიანება.

ასევე, ასეთ ექსტრემალურ პირობებში რისკავთ, რომ წონაში მოიმატოთ, ვიდრე დაიკლოთ.
ჯანსაღი კვება
ყურადღება გაამახვილეთ საკვების ხარისხზე და არა კალორიულობაზე. ახალი, ნატურალური საკვები უფრო ჯანსაღია, ვიდრე გადამუშავებული „დიეტური“ საკვები. უმჯობესია მიირთვათ ვაშლი, ვიდრე ერთი ქილა უშაქრო გაზიანი სასმელი.
წონის დაკლების დიეტა უნდა ეფუძნებოდეს ხილსა და ბოსტნეულს. ისინი დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია ბოჭკოთი. ბოჭკო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ზრდის დანაყრების შეგრძნებას.

ცილოვანი პროდუქტები
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც დღიური კალორიების 25%-ს ცილის სახით მოიხმარენ, საკვებზე ობსესიური ფიქრების 60%-ით შემცირებას ახერხებენ. ამავდროულად, ღამით გვიან წახემსების სურვილიც მცირდება.
ეცადეთ აირჩიოთ დაბალანსებული დიეტა უცხიმო ცილებით, დიდი რაოდენობით ახალი ბოსტნეულით, ნატურალური, დაუმუშავებელი ნახშირწყლებით და უჯერი ცხიმებით.
ვარჯიში
დიეტის ყველაზე ცუდი გვერდითი ეფექტი კუნთების დაკარგვა და მეტაბოლიზმის შენელებაა, ამას შიმშილის რეჟიმი ეწოდება. ამ რეჟიმში სხეული იწყებს ენერგიის დაზოგვას, ამცირებს დამწვარი კალორიების რაოდენობას, რაც იწვევს შიმშილის და დაღლილობის შეგრძნებას.

შიმშილის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა წონებით ვარჯიშია. კვლევები აჩვენებს, რომ ძალისმიერი ვარჯიში ხელს უწყობს მაღალი მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და ხელს უშლის კუნთოვანი მასის დაკარგვას.
ძილი
წონის დაკლებისთვის აუცილებელია 7-9 საათამდე ძილი, როდესაც სხეული საკმარისად არ ისვენებს, მეტაბოლიზმი ნელდება და შიმშილის მაკონტროლებელი ჰორმონები გაიძულებთ, მეტი მიირთვათ. ცუდი ძილი პირდაპირ კავშირშია ბავშვებში სიმსუქნის 89%-ით და მოზრდილებში 55%-ით გაზრდილ რისკთან.
წყალი შაქრიანი სასმელების ნაცვლად
შაქრიანი სასმელები სერიოზულ საფრთხეს უქმნის წონის კლებას, რადგან ის ბევრ კალორიას შეიცავს და არ ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. შეცვალეთ ნებისმიერი შაქრიანი სასმელი უბრალო წყლით.

ნელა კვება
ტვინს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს დანაყრებისთვის. ამიტომ, ჩვევად აქციეთ საკვების საფუძვლიანად და ნელა დაღეჭვა - ეს დაგეხმარებათ ნაკლები კალორიის მიღებაში. ასევე, ეცადეთ, ჭამის დროს ყურადღება არ გადაიტანოთ ტელეფონზე, ტელევიზორზე ან სხვა გარემო ფაქტორებზე, ეს დაგეხმარებათ კვების ტემპის შენელებაში და სწრაფად დანაყრებაში.
თემები: დიეტა, ახალი წელი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია