ნიკოლა პელტცი 40 კილოგრამია: რატომ ვერ აჩენს მოდელი შვილს - წყვილმა ბავშვის აყვანა გადაწყვიტა
- 07.02.2026
ბექჰემების ოჯახური დრამა ახალ, კიდევ უფრო სკანდალურ ფაზაში შედის. მას შემდეგ, რაც ბრუკლინმა მშობლებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, დასავლური მედია უმცროსი ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის სამომავლო გეგმებზე ალაპარაკდა. ამჯერად ყურადღების ცენტრში ნიკოლას ფიზიკური მდგომარეობა და წყვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება მოექცა.
ნიკოლას ტრანსფორმაცია: როლი, რომელმაც მოდელი გამოფიტა
გამოცემა Page Six-ისა და The Sun-ის ინფორმაციით, ნიკოლა პელტცმა ბოლო პერიოდში წონაში კრიტიკულად დაიკლო. ტაბლოიდები წერენ, რომ მისი წონა ამჟამად მხოლოდ 40 კილოგრამს შეადგენს. მიზეზი მოდელის ახალი კინოპროექტია, რომლისთვისაც მან მკაცრი დიეტა დაიცვა.

ინსაიდერების თქმით, სწორედ ფიზიკური გამოფიტვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ წყვილმა შვილის აყვანის (აშვილების) საკითხზე დაიწყო საუბარი:
„ნიკოლამ წონაში საგრძნობლად დაიკლო, ამიტომ ამ ეტაპზე ბიოლოგიური შვილის გაჩენა და ორსულობა მისთვის პრაქტიკულად გამორიცხულია. მათ ბევრი ისაუბრეს ამაზე და გადაწყვიტეს, რომ აყვანილ პატარას საუკეთესო ცხოვრება აჩუქონ“.
„Brand Beckham“ თუ პირადი ბედნიერება?
სანამ ბრუკლინი და ნიკოლა ახალ ცხოვრებას გეგმავენ, ბექჰემების კლანში სრული იზოლაციაა. ბრუკლინმა სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მას ნულოვანი ინტერესი აქვს მშობლებთან და და-ძმებთან შერიგების.

ბრუკლინი მშობლებს მისი და ნიკოლას ქორწინების კონტროლის მცდელობაში ადანაშაულებს. მან პირდაპირ თქვა, რომ "Brand Beckham"-ზე მეტად მისთვის საკუთარი ოჯახის სიმშვიდეა პრიორიტეტული.
ვიქტორიას პასუხი და "პროექტი კრუზი"
ვიქტორია ბექჰემი, რომელიც ყოველთვის ოჯახური ერთობის სიმბოლოდ ითვლებოდა, დროს არ კარგავს. დასავლური მედია მის ახალ სტრატეგიას "პროექტ კრუზს" უწოდებს. იმის ნაცვლად, რომ უფროს შვილთან კონფლიქტზე საჯაროდ ისაუბრონ, ბექჰემებმა მთელი ენერგია უმცროსი ვაჟის, 20 წლის კრუზის მუსიკალური კარიერის პოპულარიზაციაში ჩადეს.
ბექჰემების შიში: შვილიშვილი, რომელსაც მხოლოდ "ინსტაგრამით" ნახავენ
დევიდი და ვიქტორია ახლა დიდი ტკივილის წინაშე დგანან. ბრუკლინს რვა თვეზე მეტია მშობლებთან არ უსაუბრია და მათ შორის კომუნიკაცია სრულად გაწყვეტილია.

„ვიქტორიასა და დევიდს თავზარს სცემთ იმის გაფიქრება, რომ მათ მომავალ შვილიშვილზე მხოლოდ ინსტაგრამის პოსტებით შეიტყობენ. პერსპექტივა, რომ აყვანილი ბავშვის ცხოვრებაში მათ როლი არ ექნებათ, მათთვის უმძიმესი ასატანია“, - წერს პრესა.
ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა დრო ამ ჭრილობების მოშუშებას, თუმცა ფაქტია, რომ ნიკოლასა და ბრუკლინის "ამბოხი" ბექჰემების იმპერიისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა.
წაიკითხეთ ამ თემაზე:
თემები: ბექჰემი