ჭარბწონიანიანობა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანის პრობლემაა და ისინი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ამ პრობლემის დამარცხებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ვნახოთ 10 მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ წონაში დაკლების პროცესი დააჩქაროთ:

10. სანამ სადილს მიუსხდებით, რაიმე მიირთვით - ახალი კვლევის თანახმად, თავდაპირველად თუ ცხელ წვნიანს მიირთმევთ, რომელიც არ იქნება კალორიებით მდიდარი, ის დაგიკარგავთ ჭამის მადას და მისი მირთმევის შემდეგ აღარ შეჭამთ ბევრ საჭმელს.

9. მიირთვით ცხარე საკვები - თუ ცხარე საკვები გიყვართ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ასეთი საჭმლის მირთმევა ზრდის მეტაბოლიზმს 8%-ით. ამასთანავე, ცხარე საკვების მირთმევა ადამიანს აიძულებს, რომ უფრო ნელა ჭამოს, რაც მეტაბოლიზმისთვის კარგია.

8. მიირთვით ჯანსაღი საკვები - გარდა იმისა, რომ უნდა აკონტროლოთ ის, თუ რა რაოდენობით მიირთმევთ საკვებს და რა ინტერვალით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი საკვების მირთმევაზე გააკეთოთ აქცენტი.

7. დაიძინეთ უფრო მეტი - სათანადო დასვენება ორგანიზმისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც დიატაზე არიან უფრო სწრაფად აღწევენ სასურველ შედეგს, თუ საკმარისად სძინავთ.

6. მიირთვით უფრო მეტი ჩაი - წყალი დალიეთ მაშინ, როცა ნამდვილად გინდათ ის და როცა გწყურიათ, წონაში დაკლებისთვის კი, უკეთესია თუ უფრო მეტ ჩაის მიირთმევთ. განსაკუთრებით კი, სასარგებლოა მწვანე ჩაი. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს და გეხმარებათ, რომ უფრო სწრაფად დაიკლოთ წონაში. მწვანე ჩაის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს. ის სიმსივნის გაჩენას უშლის ხელს.

5. აქცენტი გააკეთეთ ცისფერზე - კვლევის თანახმად, ადამიანები უფრო ცოტას მიირთმევენ, თუ ისინი ცისფერი თეფშიდან ჭამენ, ან უბრალოდ ცისფერ გარემოში არიან. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ცისფერ ოთახში არიან, 33%-ით ნაკლებ საკვებს მიირთმევენ.

4. კონცენტრირდით ერთ საკითხზე და ნუ მოინდომებთ ერთად ბევრი საკითხის გადაჭრას - როცა ერთდროულად ბევრი საკითხისკენაა თქვენი გონება მიმართული, შესაძლოა დაგავიწყდეთ, რომ დიეტაზე ხართ. ამიტომ, ეცადეთ მხოლოდ ერთ საკითხზე კონცენტრირდეთ.

3. სიცილი - სიცილი მცირე აერობიკადაც შეიძლება ჩაითვალოს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს გულის ჯანსაღად მუშაობას. ინტენსიური სიცილი კალორიების დაწვაში გეხმარებათ და გულიანი სიცილის დროს იწვება იმდენი კალორია, რამდენიც ჰანტელებით ნახევარ საათიანი ვარჯიშის დროს.

2. დაიძინეთ სიგრილეში - როცა გრილ გარემოში გძინავთ, ორგანიზმისთვის უფრო მარტივია დაწვას ზედმეტი კალორიები. კვლევის თანახმად, ადამიანი, რომელსაც გრილ ოთახში სძინავს, 7%-ით უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ის, ვისაც თბილ ოთახში სძინავს.

1. გამორთეთ შუქი - შესაძლოა, უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ სიმართლეა. ოჰაიოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბნელ გარემოში ძილი ადამიანს ეხმარება უფრო მეტი კალორიის დაწვაში.