მშობლები

5 ჭუჭყიანი ჩვევა, რომლებიც ბავშვს არ უნდა აუკრძალო

5 ჭუჭყიანი ჩვევა, რომლებიც ბავშვს არ უნდა აუკრძალო

დიახ, ბავშვის ზოგიერთი დაუდევარი ჩვევა მისი ჯანმრთელობისთვის შეიძლება სასარგებლოც იყოს. თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცის: მშობლები და ძიძები პანიკაში ვარდებიან, როდესაც პატარებს ჭუჭყიანი ხელებით ხედავენ, ეშინიათ, ხელზე სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიკრობები არ გადაუვიდეთ.

სამწუხაროდ, დღეს ბავშვები ეზოში თამაშს იმ დროის ნახევარსაც აღარ უთმობენ, როგორც 20 წლის წინ, თუმცა მეცნიერების განცხადებით, ეს ზრდის პროცესში ადამიანის განვითარების აუცილებელი პირობაა: მილიონობით წლის განმავლობაში, ბავშვები უამრავი მიკრობის გარემოცვაში იზრდებოდნენ. ახალდაბადებულის მოძრაობები წარმოიდგინე: ისინი ხომ ინსტინქტურად ყველაფერს პირში იდებენ, რაც ხელში მოხვდებათ — ხელებს, ფეხებს, სათამაშოებს. შედარებით მოზრდილები კი უფროსებს შოკში აგდებენ ტალახში ქექვით, მიწიდან მატლების ამოღებით, მიწაზე გორაობით, გველების, ბაყაყების დაჭერით და სხვა უამრავი უცნაური ქცევით. არადა ეს ჩვევები ადამიანებს ინსტინქტურად გადაეცემა, სხვადასხვა მიკრობთან რომ ჰქონდეს შეხება და იმუნიტეტი გაიძლიეროს.

ისიც ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი ევოლუციას განიცდის და ჩვენი ცხოვრების წესიც იცვლება — ვციდლობთ, მიკრობებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება გვქონდეს. ახალმა კვლევებმა კი დაამტკიცა, რომ მიკრობების სრული განადგურება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა: პირდაპირი კავშირი არსებობს მათ ნაწლავებში მიკრობების ნაკლებობასა და ქრონიკულ დაავადებებს შორის, როგორებიცაა ასთმა, სიმსუქნე, დიაბეტი, ალერგია და ტვინის არასრულფასოვანი განვითარება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ბავშვს ბაქტერიებთან კონტაქი ჰქონდეს, თუმცა მშობლები ამისთვის ჯერ მზად არ არიან. გაეცანი 5 წესს, თუ გსურს, რომ შენს პატარას ნაწლავური პრობლემები თავიდან აარიდო.

5. როდესაც ბავშვი ბუნებაში გაგყავს, უფლება მიეცი, ყველაფერს შეეხოს, რასაც კი მოესურვება — ჭუჭყს, ტალახს, მწერებს, ხეებს, მცენარეებს და ა.შ. პარკში ან ლაშქრობაში თან წაიღეთ პატარა სათლი, ნიჩაბი და წყალი და შენს პატარას ნება დართე, „ტალახის ღვეზელების“ გამოცხობა დაიწყოს. ნუ გაუბრაზდები ტალახიან ხელს თუ პირში ჩაიდებს, გვერწმუნე, მალე აღმოაჩენს, რომ მიწის გემო სულაც არ მოსწონს, ასე რომ, ეს ჩვევაში ნამდვილად არ გადაეზრდება. მოკლედ, შვილს ყველა პირობა უნდა შეუქმნა, რომ ხანდახან ტალახშიც ითამაშოს.

5 ჭუჭყიანი ჩვევა, რომლებიც ბავშვს არ უნდა აუკრძალო

4. ნუ დაუშლი ბავშვს შინაურ ძაღლთან თამაშს. უფრო მეტიც: ნება დართე, ძაღლი ახლო კონტაქტშიც კი შევიდეს — დაყნოსოს, ალოკოს და ა.შ. თუმცა აქვე გირჩევთ, რომ სანამ ბავშვის გაჩენას დააპირებ, სასურველია ძაღლი ვეტერინართან წაიყვანო და ყველა საჭირო აცრა ჩაუტარო. ახალმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ თუ ოჯახის ძაღლი ბავშვს ალოკავს, თავიდან ააცილებს ალერგიის და ასთმის ჩამოყალიბების რისკებს, თანაც ძაღლები პატარებს იცავენ კიდეც და კარგადაც ართობენ. ზოგადად, ცხოველებს ადამიანის კანზე მობილიზებული არასასურველი მიკრობების შესრუტვის წარმუდგენელი უნარი აქვთ. 

5 ჭუჭყიანი ჩვევა, რომლებიც ბავშვს არ უნდა აუკრძალო

3. თუ ბავშვს ხელებს სუფთა ეზოში თამაშის შემდეგ ანტიბაქტერიული საპნით დაბან, ყველა სასარგებლო მიკრობს ჩამოაცილებ. შეეცადე, დაბანის დრო რაც შეიძლება გაახანგრძლივო და მაგალითად, ამის გაკეთება მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ, ჭამის წინ ან ტუალეტის შემდეგ მოსთხოვო. გახსოვდეს: ანტიბაქტერიული საპნის რეგულარული გამოყენებისას მიკრობები რეზისტენტული ხდება.

5 ჭუჭყიანი ჩვევა, რომლებიც ბავშვს არ უნდა აუკრძალო

2. ეცადე, ბავშვმა ფერმენტებით სავსე საკვები მიიღოს: მიკრობების უმრავლესობა ადამიანის მსხვილ ნაწლავშია დაგროვილი, საკვები კი მათ სხვადასხვა ნაწლავში გადაადგილებას უზრუნველყოფს — თუმცა ეს ფუნქცია თეთრი ფქვილის და შაქრის ბაზაზე დამზადებული საჭმელს არ აქვს, რადგან ისინი მალევე შეიწოვება კუჭსა და წვრილ ნაწლავში. ამიტომაც აუცილებელია უჯრედისით სავსე საკვების, თხილის, პარკოსნების და ბოსტნეულის მიღება, რომლებიც სწორედ მსხვილ ნაწლავში, მირკობების ზემოქმედებით იშლება. ასევე გახსოვდეს: ორგანიზმის მიკრობების გამდიდრებას ფერმენტებით სავსე საკვების მიღება უწყობს ხელს — მაწვნის, იოგურტის, კეფირის და კომბოსტოს მწნილის. 

5 ჭუჭყიანი ჩვევა, რომლებიც ბავშვს არ უნდა აუკრძალო

1. ნუ გაერთობი ანტიბიოტიკებით — მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბაქტერიული ინფექციების სასწაულმოქმედი მკურნალია და უთვალავი ბავშვის სიცოცხლე გადაურჩენია, ბოლო დროს აღმოჩნდა, რომ არც ისე უსაფრთხოა, როგორიც ადრე გვეგონა: ანტიბიოტიკები ადამიანის მიკროფლორასა და მიკროფაუნაში არსებულ როგორც მავნებელ, ასევე — საჭირო ბაქტერიებსაც ანადგურებენ. მიკრობების განადგურებას კი ასთმის, ალერგიის, სიმსუქნის, დიაბეტის და სხვა უამრავი „დასავლური ცხოვრების სტილით“ გამოწვეული დაავადების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც დღესდღეობით ბავშვებში განსაკუთრებით გახშირებულია. 

საქმე იმაშია, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციებს ებრძვის და არა სოკოვან ან ვირუსულ ინფექციებს, ამიტომაც მათი შერჩევაც გონივრულად გვმართებს. თანაც, ანტიბიოტიკების გადაჭარბებულმა მოხმარებამ ბევრი ისეთი მიკრობი გახადა პრეპარატებისადმი რეზიზტენტული, რომლებიც მკურნალობას ადრე კარგად ემორჩილებოდნენ.

5 ჭუჭყიანი ჩვევა, რომლებიც ბავშვს არ უნდა აუკრძალო



წყარო:&nbsp;<a href="http://time.com/4501169/five-dirty-habits-to-encourage-in-your-kid/" target="_blank">time.com</a>