LIFE

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

ადამიანები თავიანთი წარუმატებლობის მიზეზნი ხშირად თავად არიან.

ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი და ცხოვრების წესი ჰარმონიისა და ბალანსის საწინდარია.

ჩვენ არასოდეს ვიცით, რამ შეიძლება განაპირობოს ჩვენი წარმატება ან წარუმატებლობა და ამიტომ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ცხოვრებაში ვდგამთ, მნიშვნელოვანია. საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, სწორად ავწონ-დავწონოთ ჩვენი გადაწყვეტილებები.

ავსტრალიელი ფსიქოლოგი ელისონ ჰილი იმ წიგნის ავტორია, რომელიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა წარმატების მიღწევის საკითხში. ის იმ აუცილებელ რჩევებს შეიცავს, რაც ადამიანებს დატვირთული დღის რეჟიმის სწორად წარმართვასა და დაგეგმვაში ეხმარება.

ჰილის წიგნი ეხება დროის მენეჯმენტს, ჩამოწერილ სიებსა და მკაფიო აქცენტებს.

ელისონ ჰილი გვთავაზობს, შევამციროთ ძილის დრო და საღამოობით ისეთი საკითხები მოვაგვაროთ , რომლებიც დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს.

მისი თქმით, იყო დაკავებული, ერთგვარი ხელოვნებაა, რომელსაც სპეციფიკური მიდგომა სჭირდება:

1. მაქსიმალურად გამოიყენე დრო

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

ის, რომ დღე-ღამეში არსებული დრო, 24 საათი, ძალიან ცოტაა და არაფრისთვის არ არის საკმარისი, ცნობილი ფაქტია.

თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლითაც შეძლებ, მაქსიმალურად გამოიყენო დრო ისე, რომ დამატებით აქტივობებზე არ მოგიწიოს უარის თქმა. მაგალითად, არ გადადო ვარჯიში და იოგა.

ფსიქოლოგი ჰილი აცხადებს, რომ ადამიანებმა უარი უნდა თქვან ისეთ ჩვევებზე, როგორიცაა სამუშაოს მოტოვება სახლისთვის - რაც დამატებით დროს გვართმევს და ვკარგავთ შესაძლებლობას, თავისუფალი დროით ვისიამოვნოთ.

არსებობს ჩვევები, რომლებიც დროა, გამოვიმუშაოთ. საღამოს 10 საათის შემდეგ გვიანობამდე ტელეფონთან და კომპიუტერთან კომუნიკაციას აუცილებლად უნდა გადავეჩვიოთ, მით უმეტეს თუ დილას ადრე ვართ სამსახურში წასასვლელი. არ არის აუცილებელი, ყველა შეხვედრას დაესწრო და მეილებს დროულად უპასუხო.

2. გააკეთე მკაფიო აქცენტები

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

რა თქმა უნდა, საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ, როცა ფაქტის წინაშე დგები და შემოსულ წერილებში უამრავი წაუკითხავი მეილი გხვდება, დრო და დრო შეხვედრები გაქვს დაგეგმილი და არ იცი, რომლით დაიწყო, ძნელია, გადაწყვეტილების მიღება.

იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ უპირატესობები, ჰილი გვირჩევს, უპირველესად ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ უნდა შევასრულოთ კონკრეტული ამოცანა.

„ამ კითხვაზე აუცილებლად გექნებათ განსხვავებული პასუხები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეარჩიოთ და ამის მიხედვით იმოქმედოთ“, – ამბობს ელისონ ჰილი.

„გაარკვიე, რისი გაკეთებაა პრიორიტეტული კონკრეტულ მომენტში და იმოქმედე“.

„არსებობს ისეთი დღეებიც, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია, უბრალოდ, სამსახურიდან გახვიდე და ისადილო“.

3. პრიორიტეტები

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

ფიქრობ, რომ ბევრს შრომობ, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ასწრებ?

ამის გამოსასწორებლად პრიორიტეტების დალაგება მოგიწევს, რაც შენს სამუშაო დღეს გაცილებით გაახანგრძლივებს.

„ზოგჯერ შენი ოფისის მიმდებარედ პოსტერის განთავსებაზე პრიორიტეტულია, მომხმარებლებს დაუკავშირდე. ორიენტირდი შედეგებზე და პრიორიტეტი მიანიჭე ისეთ საკითხს, რომელიც გაცილებით სასარგებლო შედეგებს მოგიტანს“.

4. ჩამოწერე სია

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

შეადგინე შენი აქტივობების სია და კარგად გადახედე.

ელისონ ჰილი გვთავაზობს, ჩამოვწეროთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვაპირებთ მთელი კვირის მანძილზე – ჭურჭლის რეცხვით დაწყებული, მოლაპარაკებებითა და შეხვედრებით დასრულებული.

სიის მიხედვით შევძლებთ, სრულყოფილი სურათი დავინახოთ იმისა, შესაძლებელია თუ არა, სულ მცირე თავისუფალი დრო მაინც გამოვნახოთ.

აუცილებელია მოვიტოვოთ დრო ცოტაოდენი დასვენებისა და გართობისთვის.

5. გაუნაწილე სამუშაო სხვებს

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

ეს საუკეთესო საშუალებაა მცირე თავისუფალი დროის გამოსანახავად.

„ეცადე, გამონახო დრო, რათა შეაფასო და აღიდგინო ძალები და დააკვირდე, რაში დებ ყველაზე დიდ ძალისხმევას. შემდეგ ეცადე, საკუთარი თავი დასვენებისკენ მომართო“.

ჩვენი ეპოქის უპირატესობა ის არის, რომ დამატებითი რესურსის პოვნა შესაძლებელია ყველგან და ყველაფერში.

თუ ვინმე გჭირდება, ვინც შენი შრომის სიმძიმეს შეამსუბუქებს, იპოვე ასეთი ადამიანი, თავად კი კარგად გამოიძინე.

6. შეამოკლე საქმეების სია

რჩევები დაკავებულ ქალბატონებს

ზოგჯერ ისიც საჭიროა, დაუნდობელი იყო.

თუ შენი გასაკეთებელი საქმეების სია შედგენილი გაქვს, მაგრამ ვერასოდეს ასწრებ ყველაფრის გაკეთებას, უმჯობესია, ეს სია შეამოკლო და ზოგიერთ რამეზე უარიც კი თქვა.

ეს ეხება არა მხოლოდ საქმეს, არამედ ადამიანებსაც.

„დააკვირდი ადამიანებს, როგორი გავლენა აქვთ მათ შენზე და რა დროს ატარებ მათთან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჭირო ენერგიით გმუხტავენ, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც ენერგიას გაცლიან. გააკეთე არჩევანი“. – გვირჩევს ელისონ ჰილი.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.dailymail.co.uk/femail/article-3948370/The-six-tips-need-regain-control-busy-work-schedu6ბ le-success.html" target="_blank">www.dailymail.co.uk</a>