LIFE

ასაკი, რომლითაც შეგიძლია, დატკბე

ასაკი, რომლითაც შეგიძლია, დატკბე

არასოდეს ვართ ისეთი ახალგაზრდები და თავისუფლები, როგორც 20 წლის ასაკში. მართალია, წინა თაობასთან შედარებით ღარიბ და სუსტ თაობად მივიჩნევით, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძლიერი იარაღი, რომელიც ჩვენს განსაკუთრებულობაზე მეტყველებს და არა სისუსტეზე. ჩვენ ტექნოლოგიების, განვითარების, ინდივიდუალიზმის, განსხვავებული ღირებულებების მქონე თაობა ვართ. ამიტომაც, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, შესანიშნავია, იყო 20 წლის, ლამაზი, ძლიერი, ახალგაზრდა და თავისუფალი ქალი.

გარდა იმისა, რომ ეს ასაკი გამორჩეულია უამრავი თავგადასავლით, ბევრი მხიარულებით და კაშკაშა ცვლილებებით, მნიშვნელოვანი პერიოდია იმაში დასარწმუნებლადაც, რომ ჩვენი ცხოვრება სწორად და შეუფერხებლად ვითარდება.

ამიტომ გართობის, სწავლისა და გამოცდილების დაგროვების პარალელურად, მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ რამდენიმე რამ:

1. ფულის დაზოგვა

ასაკი, რომლითაც შეგიძლია, დატკბე

როცა დიდი შემოსავალი არ გვაქვს, ფულის გადადება და დაზოგვა საკმაოდ რთულია. ეს განსაკუთრებით წარმოუდგენლად გვეჩვენება 20 წლის ასაკში, როცა, როგორც წესი, მინიმალური შემოსავლით ვცხოვრობთ და დამოუკიდებლად ცხოვრების შემთხვევაში, საკმაოდ მაღალ გადასახადებსაც ვიხდით. თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, თუ ამ ასაკიდანვე დავიწყებთ მცირე თანხის გადადებას, ძალიან მოკლე დროში საკმაოდ კმაყოფილები დავრჩებით.

ადამიანების უმრავლესობა ძალიან ნანობს, რომ არ დაზოგა თანხა ახალგაზრდობაში. ხშირად ახალგაზრდებს ნებისმიერი რაოდენობის თანხა გართობისა და დროსტარებისთვის გვჭირდება, თუმცა წინდახედულება ნებისმიერ ასაკში საჭიროა.

2. იზრუნე საკუთარ სხეულზე

ასაკი, რომლითაც შეგიძლია, დატკბე

ის, რომ შეგვიძლია, მთლიანი პიცა შევჭამოთ კვირაში, მინიმუმ, ერთხელ მაინც და წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგვექმნას, სხვები კი, შესაძლოა, შიმშილით იტანჯებოდნენ იმის გამო, რომ მარტივად იმატებენ წონაში, არ ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობას პრობლემებს არ ვუქმნით.

შინაგანი ცხიმები? ქოლესტერინი? ეს ნამდვილად პრობლემაა და ამან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენი ორგანოების ფუნქციონირებას, როგორი გამხდრებიც არ უნდა ვჩანდეთ გარეგნულად. თუ ერთხელ მაინც შენელდა ნივთიერებათა ცვლა ჩვენს ორგანიზმში, შესაძლოა, ის ვეღარასოდეს აღდგეს და ამიტომ, უმჯობესია, კვებასთან დაკავშირებული მავნე ჩვევები აქედანვე სამუდამოდ დავივიწყოთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მტკივნეული გართულებები.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 20 წლის ასაკში ნაკლებად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკმაოდ დიდი თანხები ვხარჯოთ სპორტულ დარბაზებში, ნატურალური მცენარეების სასარგებლო თესლებში, ჯანსაღ სასმელში, თუმცა, არსებობს ალტერნატიული გზაც. შეგვიძლია, დასვენების დღეებში ნაკლები ალკოჰოლი მივიღოთ და შეძლებისდაგვარად ვაკონტროლოთ საკუთარი კვების რეჟიმი. ასევე, მაქსიმალურად მოვუაროთ კბილებს სახლის პირობებში, რათა იშვიათად დაგვჭირდეს ძვირად ღირებული სტომატოლოგიური მომსახურება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ისეთი მავნე ჩვევისგან, როგორიც თამბაქოს მოწევაა, შორს დავიჭიროთ თავი, სწორედ 20 წლის ასაკიდან დავიწყოთ მზისგან დამცავი კრემების გამოყენება და მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა.

3. ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ირგვლივ არიან, არ ღირს

ასაკი, რომლითაც შეგიძლია, დატკბე

ყოველი შეუმდგარი, დასრულებული ურთიერთობისგან შეიძლება ახლის სწავლა. პარტნიორებთან დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა და სინანული უფროსი თაობისთვისაა დამახასიათებელი და არა ჩვენთვის.

ზოგჯერ, მართლაც ძალიან რთულია ურთიერთობების დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერება და ბუნებრივია, არასოდესაა განშორება მარტივი. განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც მიიჩნევს, რომ მარტოობა ან გაუთხოვრობა ცუდი და საშიშია. თუმცა, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, რომ არასოდეს მივიხედოთ უკან და ვკონცენტრირდეთ საკუთარ თავზე. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა გვჭირდება!

არ უნდა შეგვეშინდეს ვინმესთან განშორების, რადგან არაფერია საშიში მარტო ყოფნასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში (მეტიც, მარტოობა, საინტერესო და თავგადასავლებით სავსეც კია).

4. მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

ასაკი, რომლითაც შეგიძლია, დატკბე

ვალდებულებებისგან თავისუფალი ყოველთვის როდი ვართ. თუმცა, ამისთვის ყოველმხრივ ბრწყინვალე ასაკი 20 წელია, როცა განწყობასთან ერთად, სხვა გარემოებებიც ხელს გიწყობს, შეაგროვო ბარგი და წახვიდე კონტინენტის იმ ბოლოში, რომელშიც გსურს. ასაკთან ერთად, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება თანდათან გვიჭირს.

უფროსი თაობის ადამიანებს რომ ჰკითხოთ, რას განიცდიან და რას ნანობენ ყველაფერზე მეტად, მათი უმრავლესობა აუცილებლად მოგზაურობის შანსის ხელიდან გაშვებას დაგისახელებთ. ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში თანამედროვე სატრანსპორტო კომუნიკაციებიც გვწყალობს. ასე რომ, შანსი უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ფულის უკმარისობას, ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს, ამიტომ ნუ შევეპუებით.

5. პროფესიული განვითარების პრიორიტეტულობა

ასაკი, რომლითაც შეგიძლია, დატკბე

ადამიანთა უმრავლესობა გაუკეთებელზე მეტს ნანობს, ვიდრე გაკეთებულსა და ჩადენილზე. არავის სურს, ერთხელაც გაიღვიძოს იმაზე სინანულის განცდით, რომ არაფერი გააკეთა თავისი ოცნების სამსახურისთვის, მაშინ, როცა ამის ძალა, ენერგია და დინამიკა ჰქონდა. რომ ხელიც არ გაანძრია ახალგაზრდობაში, რათა საკუთარი პოტენციალი წარმატებულ კარიერად ექცია.

ადამიანების უმრავლესობა მრავალ სამსახურს იცვლის მანამ, სანამ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს, რისი კეთება სურს ცხოვრებაში. ჩვენ არ გვსურს, რომ იდეალურის ძიებაში კარიერული შანსები ხელიდან გავუშვათ.

ჩვენ უნდა ვეძებოთ სამსახურები, დავსაქმდეთ, დავკავდეთ თვითგანათლებითა და განვითარებით და ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ. ერთ დღესაც, შესაძლოა, გავიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო. რომ ბევრს მივაღწიეთ და შეგვიძლია, დამოუკიდებლად ვაკეთოთ საყვარელი საქმე, თავად ვიქცეთ დამსაქმებლებად და ყველა ოცნება ავიხდინოთ!



წყარო:&nbsp;<a href="http://www.independent.co.uk/life-style/5-things-you-should-do-in-your-20s-so-you-don-t-ruin-your-30s-a7443376.html?cmpid=facebook-post" target="_blank">www.independent.co.uk</a>