CHARLES & KEITH-ის ახალი კოლექცია პოპულარულ ილუსტრატორთან, Oamul lu-სთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

Oamul Lu ცნობილია თავისი შთამბეჭდავი, უჩვეულო და რომანტიკული ილუსტრაციებით. პარტნიორობის ფარგლებში, მისი ნამუშევრები გამოიყენეს ახალი კოლექციის სხვადასხვა პროდუქტებში.

კოლექცია ინსპირირებულია ქარისა და ბუნების ელემენტებით, ეს არის კავშირი გარესამყაროსთან. კოლექციის მთავარი გმირი არის ქალი ფერად ყვავილებში. ეს არის კოლექცია ბუნების ყველაზე ქალური ინტერპრეტირებით.

ილუსტრაციები გამოყენებულია ჩემოდნების, ხელჩანთების, საფულეების და სხვადასხვა ბარათების შესანახ ჩანთებში.

Oamul Lu პოპულარული ილუსტრატორია, რომლის ნამუშევრების მიმართაც დიდი ინტერესია Weibo-სა და Instagram-ზე. აყვავებული, თვალწარმტაცი პეიზაჟები, ერთი შეხედვით, მარტივად შესრულებულია, მაგრამ ამავდროულად, საოცრად ექსპრესიული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამომხატველობითი მხარე უმაღლეს დონზეა.

ილუსტრატორს უამრავი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში და ასევე, არაერთი თაყვანისმცემელი სოციალურ ქსელებს მიღმა. ის ხელოვნების ნიმუშებს სხვადასხვა ჟანრში წარმოგვიდგენს. ნახატებისა და ილუსტრაციების გარდა, ქმნის ანიმაციურ ვიდეოებსაც. კარიერის განმავლობაში ის მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობდა, ასევე, უმუშავია სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიასთან.

CHARLES & KEITH-ისა და Oamul Lu-ს კოლაბორაციული და ექსკლუზიური კოლექციის შეძენა შესაძლებელი იქნება CHARLES & KEITH-ის მაღაზიებში - თბილისი მოლში, ისთ ფოინთში და სითი მოლ საბურთალოში.