მშვიდად აუხსენი პარტნიორს, რას გრძნობ

მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციურად დაძაბული ხარ, თავს უფლება არ უნდა მისცე შენი სტრესი პარტნიორისკენ მიმართო. მნიშვნელოვანია, გააანალიზო შენი სტრესის რეალური მიზეზი და პარტნიორს მისცე საშუალება, გაიგოს როგორ ხარ სინამდვილეში.

შენი გრძნობების დამალვის ნაცვლად, შეგიძლია გაუზიარო პრობლემები, შიშები და პარტნიორს უფლება მისცე დაგეხმაროს. ხოლო თუ უკვე დაუშვი შეცდომა და შენი ბრაზი უსამართლოდ მიმართე პარტნიორისკენ, მაშინ ბოდიშის მოხდის არ უნდა შეგეშინდეს.

გაატარე დრო მარტო

შეიძლება ფიქრობ, რომ შეუძლებელია ურთიერთობაში ყოფნისას დრო საკუთარ თავს დაუთმო, მაგრამ დაიმახსოვრე ეს აუცილებელია. დაგეგმე მარტო ყოფნის დრო, პარტნიორთან გატარების დრო და მეგობრებთან კომუნიკაციის დრო.

მაშინაც კი, თუ ერთად ცხოვრობთ, შესაძლებელია ოთახში „იზოლაცია“ და საკუთარი საქმეებით დაკავება. ხოლო თუ ბინაში ამის ფუფუნება არ გაქვთ, ფილმებიც ცალ-ცალკე ყურება, წიგნების კითხვა და სხვა საქმიანობები, შესანიშნავი გზაა „მარტოობისთვის“.


დაეხმარე, თუ შეგიძლია

მართალია სახალისოა იმაზე ჩხუბი, თუ ვინ ჭამა მარწყვის ბოლო იოგურტი, მაგრამ გიფიქრია, რა დევს ამ უაზრო კამათის უკან?

ესაუბრე პარტნიორს, მიეცი საშუალება დაგელაპარაკოს, გაგიმხილოს რა აწუხებს და მოუსმინე. ზოგჯერ მოსმენა ერთადერთია, რაც ადამიანს სჭირდება. გაგებით მოეკიდე, თუ დროის მარტო გატარება სურს და საუბრისას, არ განსაჯო.

პარტნიორი არ არის ერთადერთი, ვინც გყავს

დაივიწყე ყველა პრობლემის და ინფორმციის პარტნიორზე მიმართვა. შეუძლებელია ბედნიერების შენარჩუნება, თუ პარტნიორს გამუდმებით „ახრჩობ“. მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები - სცადე მეტი დრო დაუთმო მათ და გაიხსენო, როგორ ცხოვრობდი პარტნიორამდე. სხვა ადამიანებთან დროის გატარებით, ურთიერთობის წნეხისგან გაათავისუფლებ.


მრავალფეროვანი ურთიერთობა

არ დაელოდო შენს პარტნიორს შემოგთავაზოს რამე ახალი - თუნდაც კერძის განსხვავებული რეცეპტი, ან ახალი სერიალი. აიღე ინიციატივა, გამუდმებით შესთავაზე რამ ახალი, იქნება ეს სახლში განსხვავებული გზით წასვლა თუ ახალი ადგილები პაემნისთვის. ამგვარად პარტნიორს მისცემ სტიმულს, ისიც არ ჩამორჩეს შენს მონდომება და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ბედნიერი და საინტერესო ურთიერთობა.